ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51659

1922

ტიპი: ავტორობა

1933 წელს ქრისტინე შარაშიძემ სტალინს მისწერა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორატის, საქართველოს განსახკომის საბიბლიოთეკო სექტორის, საქართველოს მთავრობის თავმჯდომარისა და საქართველოს ცაკის თავმჯდომარის სახლში შეტანილი იყო განცხადება ქართული წიგნების ძველი ფონდების საგანგებო წესებით შემოწმების და დაცვის საჭიროებისათვის, მაგრამ არ განხორცეილდა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წელს საქართველოს სახალხო განათლების კომისარიატი ბეჭდავდა სამსონ ფირცხალავას რედაქტორობით შედგენილ წიგნს ნიკოლოზ ბარათაშვილისა და მისი ეპოქის შესახებ.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წელს დიმიტრი არაყიშვილი განათლების კომისარიატთან არსებული მთავარი ხელოვნების კომიტეტის წევრი იყო.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წელს იაკობ ნიკოლაძე განათლების კომისარიატთან არსებული მთავარი ხელოვნების კომიტეტის წევრი იყო.

1922

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1922 წელს ვალერიან სიდამონ-ერისთავი თეატრის დეკორაციებზე მუშაობდა.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წელს ვალერიან გაფრინდაშვილმა „ქიმერიონის“ პატარა დარბაზში ე. წ. „ესთეტიურ საღამოზე“ ლექსები წაიკითხა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის იანვარში გაზეთ „ბარრიკადის“ რედაქციამ მიიღო შემდეგი წიგნები: ტიციან ტაბიძისა და გიორგი ლეონიძის რედაქტორობით გამოცემული „რევოლუციის პოეტები“, ნიკოლოზ შიუკაშვილის „სულელი“, ვასილ ბარნოვის მონოგრაფია „არსენა“ და ანატოლი ლუნაჩარსკის „მეფის დალაქი“.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წელს ლადო გუდიაშვილმა და სერგეი სუდეიკინმა ორ დამხმარე მღებავთან ერთად, (რომლებიც ალბერტ ზალცმანმა გამოგზავნა) მოხატეს „ცისფერყანწელების“ კაფე „ქიმერიონი“.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წელს ლადო გუდიაშვილსა და სერგეი სუდეიკინს „ქიმერიონის“ მოხატვისას მოუვიდათ უთანხმოება, როდესაც გუდიაშვილმა სუდეიკინი მემარჯვენე მხატვრად მოიხსენია.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წელს იაკობ ფანცხავა აირჩიეს ქუთაისის აღმასკომის წევრად.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წელს ძველი მწერალთა კავშირი ზაქარია ჭიჭინაძის იუბილეს გადახდას გეგმავდა.

1922

ტიპი: განათლება

1922 წელს ლადო გუდიაშვილსა და დავით კაკაბაძესთან ერთად საფრანგეთიდან საქართველოში ბრუნდებოდნენ სხვა ქართველი სტუდენტები, რომლებსაც სწავლის გაგრძელების საშუალება აღარ ჰქონდათ.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წელს მთავარმა სახელოვნო კომიტეტმა ნიკოლოზ ქართველიშვილსა და ლეკვიაშვილს დაავალა მუსიკის თეორიის ტერმინოლოგიის დამუშავება.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წელს ქუთაისიდან თბილისში ჩავიდა ნიკო ლორთქიფანიძე, რომელიც თავის მოთხრობებს დასაბეჭდად ამზადებდა.

1922

ტიპი: ავტორობა

1922-1923 წლებში სეით იაშვილის დახმარებით გაიხსნა პირველდაწყებითი სკოლა სოფ. არგვეთში.

1922

ტიპი: სტატუსი

გრიგოლ ქრისტეფორეს ძე ურუშაძე სოციალური წარმოშობით გლეხი იყო.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წლიდან არჩილ იოსების ძე ხოხობაშვილი მუშაობდა წერილების დამტარებლად. 2 თვე მსახურობდა მეფის არმიაში ჯარისკაცად, სამხედრო სამსახურიდან გაათავისუფლეს ავადმყოფობის გამო.

1922

ტიპი: ორგანიზაცია

1922 წელს დაკავებული გრიგოლ რაჟდენის ძე კახაძის პირადი საქმის მიხედვით, ის უპარტიო იყო.

1922

ტიპი: სტატუსი

1922 წელს დაკავებული გრიგოლ რაჟდენის ძე კახაძის პირადი საქმის მიხედვით, ის სოციალური წარმოშობით გლეხი იყო.

1922

ტიპი: გარდაცვალება

1922 წელს ნიკოლოზ გიორგის ძე ქართველიშვილი გარდაიცვალა. იგი ქართველ მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის ბუღალტრის ხელფასი 5 000 000 მანეთი იყო, საქმისმწარმოებლისა და ბიბლიოთეკარის – 2 090 000, ბიბლიოთეკარის თანაშემწის – 1 850 000 მან., მდივანი ვარლამ ბურჯანაძე ივლისიდან ხელფასს არ იღებდა.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წელს ნიკოლოზ პეტრეს ძე ნაკაშიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე იყო.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922-1923 წელს ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე, ვასილ გრიგოლის ძე ედილაშვილი, ოლღა გიორგის ასული დემურიშვილი, ელენე დავითის ასული კარიჭაშვილი და თამარ პავლეს ასული ჯარიაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თანამშრომლები იყვნენ.