ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები48488

1884

ტიპი: ღონისძიება

1884-1890 წლებში, თბილისის სასულიერო სემინარიაში მისი სწავლისას თევდორე კიკვაძის ბინა გაჩხრიკეს სემინარიის ინსპექტორმა სტეპანოვმა და სემინარიის მეთვალყურე ვასილ ბარნოვმა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884-1890 წლებში, თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლისას თევდორე კიკვაძის ბინა გაჩხრიკეს სემინარიის ინსპექტორმა სტეპანოვმა და სემინარიის მეთვალყურე ვასილ ბარნოვმა. სახლში შემოსვლისას ბარნოვმა მითითება მისცა მას დაემალა ყველა აკრძალული წიგნი და ამით გადააჩინა სემინარიიდან გარიცხვას.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წლის მარტში თბილისის სასულიერო სემინარიაში მომხდარი დიდი მღელვარების ორგანიზატორები იყვნენ ფილიპე მახარაძე, ნოე ჟორდანია და თედო კიკვაძე.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წლის მარტში, თბილისის სასულიერო სემინარიაში, სადაც თევდორე კიკვაძე სწავლობდა, ადგილი ჰქონდა მოწაფეთა დიდ მღელვარებას.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წლის მარტში თევდორე კიკვაძის თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლისას მომხდარი მოსწავლეთა დიდი მღელვარების მთავარი მიზეზი სემინარიის ადმინისტრაციის სისასტიკე იყო.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წლის ივნისში თედო კიკვაძე სოფელ მაკვანეთში დაბრუნდა.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წელს მაკვანეთში დაბრუნებული თედო კიკვაძე იქაურთათვის სკოლის გახსნის საქმეს შეუდგა.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წლის მარტში თბილისის სასულიერო სემინარიაში მომხდარი დიდი მღელვარების ორგანიზატორებმა, ფილიპე მახარაძემ, ნოე ჟორდანიამ და თედო კიკვაძემ სემინარიის ხელმძღვანელობას მიმართეს 18-19 მუხლიანი განცხადებით, სადაც ისინი ითხოვდნენ ქართული ლიტერატურისა და ისტორიის სწავლებას სემინარიაში, ჟურნალ-გაზეთების თავისუფლად კითხვის უფლებას, ინსპექციის ზოგიერთი წევრის გადაყენებას და სხვ.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წლის მარტში თბილისის სასულიერო სემინარიის მოწაფეებმა შეადგინეს ცხრამეტ მუხლიანი დოკუმენტი, სადაც თავიანთი უფლებების გაზრდა და ზოგიერთი უხეში ინსპექტორის გადაყენება მოითხოვეს. დოკუმენტის შინაარსი მოწაფეთა დელეგატებმა ჩამოაყალიბეს, მისი გაფორმება კი თედო კიკვაძეს დაავალეს.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წლის მარტში, თბილისის სასულიერო სემინარიაში თევდორე კიკვაძის ორგანიზებულ მოწაფეთა დიდ მღელვარებას შედეგად მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება მოჰყვა.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890-91 სასწავლო წლიდან თბილისის სასულიერო სემინარიაში, სადაც თედო კიკვაძე სწავლობდა, ქართული ლიტერატურისა და ისტორიის კათედრა დაარსდა.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890-91 წლებში თედო კიკვაძე მშობლიურ მაკვანეთში დაარსებულ სკოლაში ასწავლიდა.

1890

ტიპი: თანამდებობა

1890 წელს არქიმანდრიტი ნიკოლოზი იყო თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორი.

1880

ტიპი: თანამდებობა

1880-იან წლებში თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორი ნიკოლოზ დარსკი იყო არქიმანდრიტი.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წელს თბილისის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ თევდორე კიკვაძე მშობლიურ სოფელ მაკვანეთში დაბრუნდა.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893-94 წლებში თევდორე კიკვაძემ მარქსის „კაპიტალის“ პირველი ნაწილი წაიკითხა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889-90 წლებიდან თევდორე კიკვაძე ეცნობოდა მარქსის მოძღვრებას სხვა ავტორთა წიგნების მეშვეობით.

1891

ტიპი: ღონისძიება

1891 წელს თედო კიკვაძე მაკვანეთიდან ზესტაფონში გაემგზავრა.

1903

ტიპი: თანამდებობა

1903 წელს კონსტანტინე მაჭავარიანი იყო სახალხო სკოლების ინსპექტორი.

1894

ტიპი: თანამდებობა

1894 წელს ნიკო ჯანაშია იყო მასწავლებელი მაკვანეთში.

1894

ტიპი: თანამდებობა

1894 წელს ფილიპე ლევიცკი იყო სახალხო სკოლების დირექტორი.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წელს ვასილ ბარნოვი მეთვალყურედ მსახურობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წელს თედო კიკვაძის ხელშეწყობითა და სახალხო სკოლების ინსპექტორ კონსტანტინე მაჭავარიანის დახმარებით სახალხო სკოლების დირექციამ მაკვნეთის სკოლა დაამტკიცა ორკლასიან სამინისტრო სკოლად.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წელს სახალხო სკოლების დირექტორმა ფილიპე ლევიცკიმ ნიკო ჯანაშია მაკვანეთის სკოლის მასწავლებლად დაამტკიცა.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის იანვარში სახალხო სკოლების დირრექტორმა ლევიცკიმ დაამტკიცა სოფელ მაკვანეთში გახსნილი სკოლა.