რეგისტრირებული ფაქტები51127
სორტირება თარიღი მზარდობით
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 10 თებერვლის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე განიხილეს დიმიტრი ნიკოლოზის ძე უზნაძის თხოვნა, რომ ცნობა მიეცათ განათლების კომისარიატში წარსადგენად, რათა თავისი წიგნების ჰონორარი აეღო.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 10 თებერვლის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე დაადგინეს, რომ დამატებითი სამუშაოს შესრულებისთვის ნახევარ–მილიონი მანეთი მიეცათ ბუღალტრისთვის და გადამწერისთვის, თითოეულისთვის ცალ–ცალკე. სულ – 3 მილიონი. დადგენილებას ხელი მოაწერა დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 10 თებერვლის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე განიხილეს პრეზიდიუმის წინადადება დამატებითი სამუშაოს შესრულებისთვის ნახევარ–მილიონი მანეთი მიეცათ ბუღალტრისთვის და გადამწერისთვის, თითოეულისთვის ცალ–ცალკე. სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 10 თებერვლის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე დაადგინეს, რომ უარი ეთქვათ დიმიტრი უზნაძისთვის ჰონორარის ასაღებად მოწმობის მიცემის თაობაზე, რადგან წიგნის ავტორებისთვის ჰონორარი მაშინ უნდა მიეცათ, როცა თავად საზოგადოება მიიღებდა განათლების კომისარიატის მიერ წაღებულ წიგნების საფასურს. დადგენილებას ხელი მოაწერა დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა.
1922
ტიპი: თანამდებობა
1922 წლის 17 თებერვალს გამართულ ქუთაისის ქალაქისა და მაზრის საბჭოების ყრილობაზე იაკობ ფანცხავა პრეზიდიუმის წევრი იყო.
1922
ტიპი: გარდაცვალება
1922 წლის 17 თებერვალს, ღამის 11 საათზე, ხანმოკლე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა სილიბისტრო ჯიბლაძე.
1922
ტიპი: ნასამართლეობა
1922 წლის 18 თებერვალს ქრისტინე შარაშიძე დააპატიმრეს და იმავე წლის 9 მაისს გაათავისუფლეს.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 20 თებერვლის „თავისუფალი საქართველო“ იუწყება, რომ ფრანგულ გაზეთ „ტანში“ დაიბეჭდა ცნობა 5 თებერვალს პარიზში მცხოვრებ ქართველთა (განურჩევლათ პარტიული მიმართულებისა) კრების შესახებ (თავმჯდომარე – გრიგოლ ვეშაპელი), რომელზეც განიხილეს გენუის კონფერენციაზე საქართველოს წარმომადგენლობის დაშვების საკითხი და ჩიჩერინის ნოტა ამავე საკითხზე.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 20 თებერვლის „თავისუფალი საქართველო“ იუწყება, რომ ფრანგულ გაზეთ „ტანში“ დაიბეჭდა ცნობა 5 თებერვალს პარიზში მცხოვრებ ქართველთა კრების შესახებ (თავმჯდომარე – გრიგოლ ვეშაპელი). კრებაზე მიიღეს დადგენილება, რომ საქართველო, საუკუნეების განმავლობაში დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელიც დღეს იურიდიულად არის ცნობილი, როგორც დამოუკიდებელი რესპუბლიკა, დაშვებულ უნდა იქნეს გენუის კონფერენციაზე.
1922
ტიპი: ნასამართლეობა
1922 წლის 20 თებერვლის ჟურნალ „თავისუფალი საქართველოს“ ცნობით, თბილისში დაატუსაღეს ნაციონალურ-დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელები: სპირიდონ კედია, ალექსანდრე ასათიანი, დავით ვაჩნაძე, იოსებ ლორთქიფანიძე და სხვ.
1922
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1922 წლის 20 თებერვლის გაზ.„თავისუფალი საქართველო“ წერს, რომ საქართველოდან მიიღეს ცნობა ცნობილი საზოგადო მოღვაწის, დამფუძნებელი კრების წევრის, ექიმ ივანე გომართელის მძიმე ავადმყოფობის შესახებ.
1922
ტიპი: ნასამართლეობა
1922 წლის 20 თებერვლის „თავისუფალი საქართველო“ წერს საქართველოში ტუსაღების მძიმე მდგომარეობის შესახებ, რომ ბოლშევიკებმა ციხეში რეპრესიები გააძლიერეს, ტიფმა შეიწირა პოლიტიკური ტუსაღები. ციხის საავადმყოფოში მძიმე ავად არის დამფუძნებელი კრების წევრი ისიდორე კვარაცხელია, ასევე თბილისელი მუშა ბროძელი და ილო მაისურაძე.
1922
ტიპი: გარდაცვალება
1922 წლის 28 იანვარს ბოლშევიკების ციხის საავადმყოფოში გადაიცვალა სეით რაზმაძე.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 20 თებერვლის „თავისუფალ საქართველოში“ დაიბეჭდა „ჩიჩერინის ნოტა და ქართველები“, რომელშიც აღნიშნულია, რომ „საქართველოს კომისარი“ ბუდუ მდივანი, რომელიც ჩარიცხულია რუსეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის დელეგატთა შორის გენუის კონფერენციაზე დასასწრებად, არ არის საქართველოს წარმომადგენელი, არამედ ბოლშევიკური რუსეთის აგენტია.
1922
ტიპი: გარდაცვალება
1922 წლის 20 თებერვლის ჟურნალი „თავისუფალი საქართველო“ წერს, რომ თბილისიდან მიიღეს ცნობა ლეო ნათაძის გარდაცვალების შესახებ. ის ტიფმა იმსხვერპლა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 25 თებერვალს ფილიპე მახარაძემ თბილისში სრულიად საქართველოს საბჭოების პირველი ყრილობა გახსნა.
1922
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1922 წლის გაზაფხულამდე გერასიმე ფირცხალაიშვილი ბათუმში ადგილობრივი ახალგაზრდა მარქსისტული ორგანიზაციის ხელმძღვანელ ორგანოში მუშაობდა. მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით ჩატარდა მოსწავლე-ახალგაზრდობის რამდენიმე საპროტესტო დემონსტრაცია საოკუპაციო მთავრობის წინააღმდეგ. ამის გამო დევნა დაუწყეს და იძულებული გახდა, თბილისში გადმოსულიყო სამუშაოდ.
1922
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1922 წლის 3 მარტის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, ელისაბედ, ეფემია, ნინო ბესარიონის ასული და დავითის ბესარიონის ძე ხელთუფლიშვილები იყვნენ და–ძმანი.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 3 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე განიხილეს ელისაბედ, ეფემია და ნინო ბესარიონის ასული ხელთუფლიშვილების თხოვნა გამოეყოთ მიწა ძმის, დავით ხელთუფლიშვილის საფლავზე ძეგლის დასადგმელად. გამგეობამ მათი თხოვნა დააკმაყოფილა.
1922
ტიპი: თანამდებობა
1922 წლის 3 მარტის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომის ჟურნალის მიხედვით, საზოგადოების ბუღალტერი იყო ვასილ გრიგოლის ძე ედილაშვილი.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 3 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე მოისმინეს, რომ 9 თებერვალს სალაროს შემოწმების დროს აღმოჩენილი რუსული ფულის ნიშნების თაობაზე პრეზიდიუმმა აღძრა შუამდგომლობა ფინანსთა კომისრის წინაშე, რათა ისინი გადაეცვალათ ქართულ ფულში. სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერეს: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა, ნინო იოსების ასულმა ნაკაშიძემ, ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ და იოსებ ზაქარიას ძე გიორგობიანმა.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 3 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე განიხილეს 9 თებერვალს სალაროს შემოწმების დროს აღმოჩენილი რუსული ფულის ნიშნების – 1 123 000 მანეთის საკითხი, რის შესახებაც ოქმები იყო შედგენილი. სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერეს: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა, ნინო იოსების ასულმა ნაკაშიძემ, ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ და იოსებ ზაქარიას ძე გიორგობიანმა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 3 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე განიხილეს ანასტასია მიხეილის ასულ წერეთლის თხოვნა, უფლება მიეცათ წიგნსაცავიდან სახლში წაეღო „დროების“ 1882 წლის ნომრები.