ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები49973

1925

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 25 ნოემბერს საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტში გაითვალისწინეს ბუდუ მდივნის წინადადება, ამიერკავკასიის ფედერაციის შექმნისას მეტი სიფრთხილის გამოჩენის შესახებ.

1925

ტიპი: ავტორობა

1925 წლის 17 დეკემბერს ქრისტინე შარაშიძემ თბილისიდან წერილი გაუგზავნა მშობლებს (გიორგი შარაშიძესა და ნინო ქიქოძეს) ბახვში. მისწერა, რომ მათ წერილს გაზეთში გამოაქვეყნებინებდა და ბებიის ჯანმრთელობა მოიკითხა.

1926

ტიპი: ღონისძიება

1926 წელს მიხეილ სამსონის ძე ოკუჯავა ამიერკავკასიის რაიონული კომიტეტის პლენუმზე გამოვიდა, სადაც ტროცკისა და ზინოვიევს დაუჭირა მხარი. მიხა ცხაკაიამ გააკრიტიკა ოკუჯავა და თქვა, რომ იგი იმპერიალისტებს ეხმარებოდა.

1926

ტიპი: თანამდებობა

1926 წელს ალექსანდრე ზაქარიაძე, ივანე ყაზბეგი, ალექსანდრე კონიაშვილი, ზაქარია ბაქრაძე, ალექსანდრე ჩხეიძე, ნიკოლოზ ვაჩნაძე, ნიკოლოზ კანდელაკი და კონსტანტინე კვიკვიძე პოლონეთის არმიაში მსახურობდნენ.

1926

ტიპი: თანამდებობა

1926 წელს დავით ვაჩნაძე, ალექსანდრე ყიფიანი, გიორგი მამალაძე, დავით მაჭავარიანი, დავით ქუთათელაძე, სევერიან ჭყონია, გედეონ ხუნდაძე და დავით ჩხეიძე პოლონეთის არმიაში მსახურობდნენ.

1926

ტიპი: ღონისძიება

1926 წელს ისტორიკოსმა გიორგი ბოჭორიძემ მეორედ დაიწყო რაჭაში მოგზაურობა.

1926

ტიპი: ავტორობა

1926 წელს მოსე ჯანაშვილმა დაწერა „ჩემი ამბვედი“.

1926

ტიპი: ღონისძიება

1926 წელს დუტუ მეგრელმა ამიერკავკასიის ცაკს მიმართა თხოვნით ამიერკავკასიაში ხანგრძლივი სამსახურებრივი მოღვაწეობის გათვალისწინებით მისთვის შესაფერისი პერსონალური პენსიის დანიშვნის თაობაზე.

1926

ტიპი: ავტორობა

მოსე ჯანაშვილმა აღწერა 1926 წელს სიონ-უნივერსიტეტის განყოფილებაში შემოსული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბიბლიოთეკის ხელნაწერები №1-4530.

1926

ტიპი: ავტორობა

1926 წელს სახელმწიფო გამომცემლობამ დაბეჭდა შიო მღვიმელის „ცელქები“.

1926

ტიპი: ღონისძიება

1926 წელს ფილიპე მახარაძემ აღამალი-ოღლის გაუგზავნა დუტუ მეგრელის მოღვაწეობის მოკლე დახასიათება.

1926

ტიპი: ღონისძიება

1926 წელს დუტუ მეგრელის წერილობით თხოვნას პერსონალური პენსიის დანიშვნის თაობაზე ფილიპე მახარაძემ მწერლის მოღვაწეობის მოკლე დახასიათება დაურთო.

1926

ტიპი: ავტორობა

1926 წელს ფილიპე მახარაძემ შეადგინა დუტუ მეგრელის მოღვაწეობის მოკლე დახასიათება.

1926

ტიპი: ავტორობა

1926 წელს დუტუ მეგრელის დახასიათებაში ფილიპე მახარაძე ხაზს უსვამდა, რომ მწერალს მთელი ამიერკავკასიის გლეხობის წინაშე ჰქონდა დიდი დამსახურება, როგორც ლიტერატურულ, ასევე სამსახურებრივ ასპარეზზე.

1926

ტიპი: ავტორობა

1926 წელს დუტუ მეგრელის დახასიათებაში ფილიპე მახარაძე აღნიშნავდა, რომ იგი ყოველთვის იცავდა გლეხების ინტერესებს.

1926

ტიპი: ავტორობა

1926 წელს დუტუ მეგრელის დახასიათებაში ფილიპე მახარაძე მას პროგრესული იდეების მქონე საზოგადო მოღვაწედ მოიხსენიებდა.

1926

ტიპი: ავტორობა

1926 წლის 9 იანვარს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი წიგნების გამომცემელ და გამავრცელებელ ქართველთა საზოგადოებას წერილობით უხდის მადლობას მიღებული დადგენილებისთვის, რომლის მიხედვითაც ყოფილი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავ-მუზეუმი უნივერსიტეტს უნდა გადასცემოდა. ხელს აწერს პროფესორი კორნელი სამსონის ძე კეკელიძე.

1926

ტიპი: ავტორობა

1926 წლის 12 იანვრის წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების სხდომის ოქმის მიხედვით, ოსეთის განყოფილებას სულ 26 სკოლა ჰქონდა. სხდომას ესწრებოდნენ თავმჯდომარე იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე, თავმჯდომარის ამხანაგი ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, მდივანი ვარლამ ბურჯანაძე და პარმენ მიხეილის ძე კახიანი.

1926

ტიპი: ღონისძიება

წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების 1926 წლის 12 იანვრის სხდომაზე განიხილეს ოსეთის განყოფილების კომისარიატის თხოვნა, ქართული სკოლებისათვის წიგნების უფასოდ გადაცემის შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, კომისარიატის თხოვნა დაეკმაყოფილებინა და სკოლებისთვის საზოგადოების გამოცემები გადაეცა. სხდომას ესწრებოდნენ თავმჯდომარე იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე, თავმჯდომარის ამხანაგი ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე და პარმენ მიხეილის ძე კახიანი.

1926

ტიპი: ავტორობა

1926 წლის 12 იანვრის წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს შიო არაგვისპირელის პატივსაცემად გაწეული ხარჯი: გვირგვინისთვის ათი მანეთი, ლენტისთვის ექვსი მანეთი, განცხადებისთვის ათი მანეთი, წარწერისთვის სამი მანეთი. სულ ოცდაცხრა მანეთი. სხდომას ესწრებოდნენ თავმჯდომარე იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე, თავმჯდომარის ამხანაგი ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, მდივანი ვარლამ ბურჯანაძე და პარმენ მიხეილის ძე კახიანი.

1926

ტიპი: ავტორობა

1926 წლის 12 იანვრის წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების სხდომაზე განიხილეს პრეზიდიუმის წინადადება კ. აბაშიძის ეტიუდის „შიო არაგვისპირელის ნაწერების კრიტიკული მიმოხილვის“ გამოცემის შესახებ. საზოგადოების გამგეობამ დაადგინა, ეტიუდის გამოცემა გადაედოთ. სხდომას ესწრებოდნენ თავმჯდომარე იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე, თავმჯდომარის ამხანაგი ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, მდივანი ვარლამ ბურჯანაძე და პარმენ მიხეილის ძე კახიანი.

1926

ტიპი: ღონისძიება

1926 წლის 12 იანვრის წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების სხდომაზე განიხილეს პრეზიდიუმის წინადადება „სურამის ციხის“ გამოცემის შესახებ. პრეზიდიუმის აზრით, უნდა დაბეჭდილიყო 2000 ცალი. გამოცემა სავარაუდოდ 450 მანეთი დაჯდებოდა. საზოგადოების გამგეობამ დაადგინა, „სურამის ციხე“ გამოეცათ. სხდომას ესწრებოდნენ თავმჯდომარე იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე, თავმჯდომარის ამხანაგი ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, მდივანი ვარლამ ბურჯანაძე და პარმენ მიხეილის ძე კახიანი.

1926

ტიპი: ღონისძიება

1926 წლის 12 იანვრის წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების სხდომას თავმჯდომარეობდა იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე. სხდომას დაესწრნენ: საზოგადოების მდივანი ვარლამ ბურჯანაძე, თავმჯდომარის ამხანაგი ნინო იოსების ასული ნაკაშიძე და საზოგადოების წევრი პარმენ მიხეილის ძე კახიანი.