რეგისტრირებული ფაქტები50429
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გრიგოლ ვეშაპელმა გამოთქვა აზრი, რომ საქართველომ უნდა აწარმოოს ლოიალური პოლიტიკა ოსმალეთის იმპერიისა და სამაჰმადიანო აღმოსავლეთის მიმართ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გრიგოლ ვეშაპელმა დამსწრე საზოგადოებას განუცხადა, რომ სოციალ-დემოკრატიული პარტია ერეკლე მეფის პოლიტიკის მემკვიდრე და, შესაბამისად, რუსეთის მიმდევარი და მხარდამჭერია.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე შალვა ქარუმიძემ განაცხადა, რომ ამიერკავკასიის სახელმწიფო ერთეულების კულტურული და პოლიტიკური განსხვავებულობის გამო მათი საერთო კანონმდებლობის ქვეშ მოქცევა და საერთო გზით განვითარება შეუძლებელი იყო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე მიხეილ მაჩაბელმა განაცხადა, რომ იგი მხარს დაუჭერდა საკუთარი ქვეყნისათვის იმ მოწყობის ფორმას, რომელიც ხელს შეუწყობდა ქართველი ერის კულტურულ წინსვლას.
1921
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1921 წლის 1-ელი დეკემბრიდან საბჭოთა ხელისუფლებამ კოტე ყიფიანის ოჯახს მუდმივი სახელმწიფო დახმარება დაუნიშნა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე პავლე საყვარელიძის ინიციატივით ორატორების სასაუბრო დრო ათი წუთით განისაზღვრა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 16 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გიორგი ლასხიშვილის განცხადებით გაიმართებოდა მხოლოდ სჯა-ბაასი კონსტიტუციის პროექტების შესახებ და არანაირი გადაწყვეტილება არ იქნებოდა მიღებული ეროვნული საბჭოს წარმომადგენლების ბათუმიდან დაბრუნებამდე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი ლასხიშვილი; ესწრებოდა 21 წევრი და 24 კანდიდატი, მათ შორის: კონსტანტინე მესხი, პავლე საყვარელიძე. მდივანი – ილია ზურაბიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გრიგოლ რცხილაძემ ისაუბრა მუსულმანების პოზიციასთან დაკავშირებით, კავშირის წარმომადგენლებისთვის წევრობიდან უმტკივნეულოდ გასვლის შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე პავლე საყვარელიძემ აღნიშნა, რომ სეიმმა ამიერკავკასია ფედერალურ დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოაცხადა, თუმცა არც სეიმის უმრავლესობას და არც მთავრობის კომისიამ არ იცოდა სახელმწიფო წყობილების ამ პოლიტიკურ ფორმაზე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გრიგოლ რცხილაძემ განაცხადა, რომ კონსტიტუციის პროექტისა და ამიერკავკასიის ერების გამიჯვნის საკითხების შესახებ შექმნილი კომისია მთავრობის მთავრობის შემდეგი წევრებით უნდა დაკოპლექტებულიყო: აკაკი ჩხენკელი, სერგო ჯაფარიძე, ზურაბ ავალიშვილი, გიორგი გვაზავა, პავლე საყვარელიძე, რაჟდენ არსენიძე, ვლადიმერ გობეჩია, შალვა მესხიშვილი და თავად გრიგოლ რცხილაძე. წინადადება მიღებულ იქნა კომისიის მიერ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ნოე რამიშვილმა ისაუბრა ამიერკავკასიის ერთა პოლიტიკურ-ტერიტორიული გამიჯვნის თაობაზე შექმნილი კომისიის შესახებ. კომისიის პირველი განსახილველი საკითხი ამიერკავკასიის რესპუბლიკაში შემავალი ტერიტორიული ერთეულების გამორკვევის საკითხი იყო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ნოე რამიშვილმა განაცხადა, რომ ამიერკავკასიის ერთაგან თითოეულს უნდა ჰქონდეს ერთი მთლიანი, მჭიდროდ დასახლებული და ჩამოყალიბებული ტერიტორიული ერთეული.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ნოე რამიშვილის განცხადების შემდეგ კომისია შეთანხმდა, რომ ბაქოს გუბერნია აზერბაიჯანის ტერიტორიას ეკუთვნოდა, ხოლო ქუთაისის გუბერნია – საქართველოს ტერიტორიას.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 26 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ნოე რამიშვილმა განაცხადა, რომ მობილიზაციით მოკრებილ ადამიანთა რიცხვი შეადგენდა 27 000-ს, ჯარის შესანახ ხარჯს გაიღებდა მთავრობა, ჯარისკაცის განსაზღვრული ანაზღაურება იქნებოდა 30-60 მანეთი, სახალხო მილიციაზე კი, არანაირი თანხა არ დაიხარჯებოდა, რადგან რაზმები ადგილობრივად იქნებოდნენ დაბანაკებულნი და სამსახურის დასრულების შემდეგ, სახლში დაბრუნდებოდნენ.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 30 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე იესე ბარათაშვილმა განაცხადა, რომ ხალხში გავრცელდა აზრი, თითქოს ქართული ჯარი სხვა ერების ურთიერთშეტაკების მოსასპობად იგზავნება.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ნოე ჟორდანიამ განმარტა, რომ ამიერკავკასიის სეიმში შემავალ ეროვნულ-ტერიტორიულ ერთეულებს თავიანთი მმართველობითი ორგანოები ექნებათ პარლამენტისა და მთავრობის სახით.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გერონტი ქიქოძემ აღნიშნა, რომ ამიერკავკასიის სეიმი ვერ გაამართლებდა მენშევიკების მოლოდინს და ერები დაჩქარებით გადავიდოდნენ ეროვნული მთავრობის დაარსებაზე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გერონტი ქიქოძემ განაცხადა, რომ საქართველოს ენერგია პრობლემების მოგვარებაში უნდა დაეხარჯა და არა სხვა ერების მორიგება-დაშოშმინებაში.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე დავით ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ ამიერკავკასიის სეიმის მთავრობა ვერ უზრუნველყოფდა ქართველი ხალხის დასახული მიზნების მიღწევას. ერთდაერთი, რისი მიღწევაც მას შეძლო, ოსმალეთთან ზავის დადება იყო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე პავლე საყვარელიძემ აღნიშნა, რომ აუცილებელია ხელი შეეწყოს სეიმის შეკრებას და მუშაობას, რომელმაც უნდა დადოს ზავი ოსმალეთთან, შექმნას ძლიერი მთავრობა და გამიჯნოს ერები ეროვნულ-ტერიტორიულ ერთეულებად.
1921
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1921 წლის 1-ელი დეკემბრიდან საბჭოთა ხელისუფლებამ ანასტასია ერისთავ-ხოშტარიას სამუშაო პირობებისა და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ყოველთვიური ფულადი დახმარება დაუნიშნა.
1921
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1921 წლის 1-ელი დეკემბრიდან საბჭოთა ხელისუფლებამ დუტუ მეგრელს სამუშაო პირობებისა და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ყოველთვიური ფულადი დახმარება დაუნიშნა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის გაზაფხულიდან რევკომის მითითებით სახალხო კომისარმა შალვა ელიავამ ქართული წითელი არმიის შექმნა დაიწყო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე თევდორე ღლონტმა აღნიშნა, რომ აუცილებელია სეიმის რეკონსტრუქცია მოხდეს ეროვნული პარლამენტარიზმის სასარგებლოდ, რომელიც შეძლებს სხვადასხვა მთავრობის უარყოფას და ანარქიის მოსპობას.