რეგისტრირებული ფაქტები51127
სორტირება თარიღი მზარდობით
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 15 სექტემბერს შალვა ზურაბის ძე ელიავა საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის სხდომას დაესწრო.
1922
ტიპი: ნასამართლეობა
1922 წლის 17 სექტემბერს 42 წლის გრიგოლ ქრისტეფორეს ძე ურუშაძე დააპატიმრეს თბილისში, საკუთარ სახლში, ყვარლის ქ. N14-ში.
1922
ტიპი: თანამდებობა
ცეკავშირის თანამშრომელი გრიგოლ ქრისტეფორეს ძე ურუშაძე დამამზადებელი განყოფილების გამგის მოადგილის თანამდებობას ასრულებდა, როდესაც დააკავეს. ამის გამო საგანგებო კომისიის თავმჯდომარეს ცეკავშირის თანამშრომლებმა მისწერეს წერილი პატიმრობიდან მისი განთავისუფლების შესახებ. ურუშაძეს არ ჰქონდა მოწმობა, რომელიც საზღვარგარეთ გასვლის უფლებას აძლევდა.
1922
ტიპი: პირადი ურთიერთობა
გრიგოლ ქრისტეფორეს ძე ურუშაძეს ჰყავდა: მამა ქრისტეფორე, 80 წლის, მცხოვრები ლიხაურში; დედა ეკატერინე, 65 წლის, მცხოვრები ლიხაურში; ცოლი ოლგა, 37 წლის, მცხოვრები თბილისში, ყვარლის ქ. N14-ში; შვილი მადლენი, 14 წლის, მოსწავლე; ძმა ალბერტი, 27 წლის.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 19 სექტემბერს საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის მიწათმოქმედების სახალხო კომისარიატი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას სწერდა, რომ სახალხო კომისრის, სილიბისტრო თოდრიას განკარგულებით, ოლღა ჭავჭავაძეს შემწეობის სახით საგურამოს მამულის საოპერაციო ხარჯებიდან ყოველთვიურად მილიონნახევარი მანეთი დაენშნა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 23 სექტემბერს ბუდუ მდივანი ავადმყოფობის გამო რუსეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მიერ გამოყოფილი კომისიის სხდომას ვერ დაესწრო.
1922
ტიპი: ნასამართლეობა
1922 წლის ოქტომბერში გერასიმე ფარცხალაიშვილი დაატუსაღეს, აწამეს და მეტეხის ციხეში გადაიყვანეს.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 5 ოქტომბერს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ნინო ნაკაშიძე და საპატიო წევრი დავით კარიჭაშვილი.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 5 ოქტომბერს იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე საინჟინრო ათასეულის სამხედრო კომისარმა გამგეობას ათასეულის ბიბლიოთეკისთვის ქართული წიგნები სთხოვა. გამგეობამ დაადგინა, მათი გამოცემული წიგნების თითო ეგზემპლარი გაეგზავნა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 5 ოქტომბერს იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე პოლიტიკური განათლების მთავარმა მმართველობამ გამგეობას სოფლების ბიბლიოთეკა-სამკითხველოებისთვის ფასდაკლებით წიგნები სთხოვა. გამგეობამ დაადგინა, მიეცა მისთვის წიგნები 10%-იანი ფასდაკლებით.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 5 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ბათუმის ვაჟთა გიმნაზიის VIII კლასის მოსწავლე სულეიმან კაიკაციშვილმა გამგეობას მთელი წლისთვის ერთდროული დახმარება 8 მილიონი მანეთი სთხოვა. გამგეობამ დაადგინა, მისთვის სახელმწიფო ბანკით ყოველთვიურად მილიონი მანეთი გაეგზავნა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 5 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მურად ჰუსეინის ძე გუნთაიშვილმა გამგეობას უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად დახმარება სთხოვა. გამგეობამ გადაწყვიტა, გუნთაიშვილს 1-ელი ოქტომბრიდან სამი თვის მანძილზე თვეში 2 მილიონი მანეთით დახმარებოდა, სამი თვის შემდეგ კი, ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, გადაწყვეტდა დახმარების გაგრძელების საკითხს.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 5 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ნესტორ გელოვანმა გამგეობას რვეულების ყდებისთვის წარწერიანი ქაღალდი სთხოვა, სანაცვლოდ გამგეობას ცალხაზიანი რვეულები შესთავაზა, თითო 3 000 მანეთად. გამგეობამ გელოვანის წინადადება მიიღო და ამ საქმის მოგვარება გრიგოლ ბურჭულაძესა და ვასილ ედილაშვილს მიანდო.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 14 ოქტომბერს მიხა ცხაკაია საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის სხდომას დაესწრო.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 14 ოქტომბერს სერგო ქავთარაძე საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის სხდომას დაესწრო.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 14 ოქტომბერს ფილიპე მახარაძის მონაწილეობით გამართულ საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის სხდომაზე საბჭოთა რესპუბლიკების ფედერაციის შესახებ იმსჯელეს.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 20 ოქტომბერს სერგო ქავთარაძე საქართველოს საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის სხდომას დაესწრო.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 20 ოქტომბერს ფილიპე მახარაძე საქართველოს საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის სხდომას დაესწრო.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 21 ოქტომბერს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ ნინო ნაკაშიძე და ივანე ელიაშვილი.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 21 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ბაქოს სკოლისა და თეატრის მდგომარეობის გამორკვევის საკითხი დასვეს. გამგეობამ ამ საკითხის თაობაზე განათლების კომისარიატთან შუამდგომლობა ივანე ელიაშვილსა და იასონ ლორთქიფანიძეს დაავალა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 21 ოქტომბერს გამართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის დადგენილებით არტურ ლაისტს საზოგადოების სახელით იუბილეს ივანე ელიაშვილი მიულოცავდა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 21 ოქტომბერს შალვა ზურაბის ძე ელიავა საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის სხდომას დაესწრო.