ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50429

1924

ტიპი: ორგანიზაცია

1924 წლის აგვისტოში ვიქტორ მელიქიშვილი სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო.

1924

ტიპი: სტატუსი

1924 წლის აგვისტოში შორაპნის მაზრაში დახვრეტილთა ოფიციალური სიის თანახმად, ვიქტორ მელიქიშვილი იყო გლეხი.

1924

ტიპი: გარდაცვალება

1924 წლის აგვისტოში შორაპნის მაზრაში საბჭოთა ხელისუფლებამ 42 წლის ალექსანდრე მაჭარაშვილი დახვრიტა.

1924

ტიპი: ორგანიზაცია

1924 წლის აგვისტოში ალექსანდრე მაჭარაშვილი სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო.

1924

ტიპი: თანამდებობა

1924 წლის აგვისტოში ალექსანდრე მაჭარაშვილი მასწავლებელი იყო შორაპნის მაზრაში.

1924

ტიპი: გარდაცვალება

1924 წლის აგვისტოში შორაპნის მაზრაში საბჭოთა ხელისუფლებამ 37 წლის ალექსანდრე გაფრინდაშვილი დახვრიტა.

1924

ტიპი: ორგანიზაცია

1924 წლის აგვისტოში ალექსანდრე გაფრინდაშვილი სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო.

1924

ტიპი: თანამდებობა

1924 წლის აგვისტოში ალექსანდრე გაფრინდაშვილი იყო მემამულე.

1924

ტიპი: გარდაცვალება

1924 წლის აგვისტოში შორაპნის მაზრაში საბჭოთა ხელისუფლებამ სიმონ გორდაძე და ტერენტი ბოჭორიშვილი დახვრიტა.

1924

ტიპი: თანამდებობა

1924 წლის აგვისტოში შორაპნის მაზრაში დახვრეტილთა ოფიციალური სიის თანახმად, სიმონ გორდაძე და ტერენტი ბოჭორიშვილი მასწავლებლები იყვნენ.

1924

ტიპი: გარდაცვალება

1924 წლის აგვისტოში შორაპნის მაზრაში საბჭოთა ხელისუფლებამ 42 წლის ალექსანდრე მაჭარაშვილი დახვრიტა.

1924

ტიპი: ორგანიზაცია

1924 წლის აგვისტოში ალექსანდრე მაჭარაშვილი სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო.

1924

ტიპი: სტატუსი

1924 წლის აგვისტოში დახვრეტილთა სიის თანახმად ალექსანდრე მაჭარაშვილი იყო სასულიერო წოდებიდან.

1924

ტიპი: თანამდებობა

1924 წლის აგვისტოში დახვრეტილთა სიის თანახმად ალექსანდრე მაჭარაშვილი იყო მასწავლებელი.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წლის 5 აგვისტოს, მეორე დაკითხვაზე, ივანე ცომაიამ განაცხადა, რომ 1918 წელს ჩოხატაურში აჯანყების დროს არ შეასრულა ბრძანება 8 ბოლშევიკი ტყვის დახვრეტის შესახებ, რის გამოც ნოე რამიშვილმა ის პასუხისგებაში მისცა.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 9 აგვისტოს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ ვარლამ ბურჯანაძე, ნინო ნაკაშიძე და პარმენ კახიანი.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 9 აგვისტოს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ძუკუ ლოლუას ნეშტის ქართველ მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალვის საკითხი განიხილეს და გადაწყვიტეს, საკითხი შესაბამისი ინსტრუქციით წარდგენამდე ღია დაეტოვებინათ.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 28 აგვისტოს წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტის თხოვნა 2 პედაგოგის გაგზავნის შესახებ. გამგეობამ დაადგინა, კავკავის სკოლაში ელიოზ ხუციშვილი გაეგზავნათ.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 28 აგვისტოს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ივანე როსტომაშვილის შვილების თხოვნა მამის ქართველ მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალვის შესახებ. გამგეობამ თხოვნა დააკმაყოფილა.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 28 აგვისტოს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ ვარლამ ბურჯანაძე, ნინო ნაკაშიძე და პარმენ კახიანი.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 28 აგვისტოს წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ივანე ავალიშვილის თხოვნა ბრეთის სამკითხველოსთვის წიგნების უფასოდ დათმობის შესახებ. გამგეობამ დაადგინა, სამკითხველოსთვის 10 მანეთის წიგნები გაეგზავნა.

1924

ტიპი: გარდაცვალება

1924 წლის 29 აგვისტოს სოფელ დიხაშხოში აჯანყებულებთან შეტაკებისას ერმილე ძაგნიძე დაიღუპა.

1924

ტიპი: თანამდებობა

1924 წლის 29 აგვისტომდე ერმილე ძაგნიძე იყო ვანის რაიონის პარტიული ინსტრუქტორი.

1924

ტიპი: თანამდებობა

1924 წლის 29 აგვისტომდე ერმილე ძაგნიძე იყო ვანის რაიონის სოფლის მასწავლებელი.

1924

ტიპი: გარდაცვალება

1924 წლის სექტემბერში ვანში ქედის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი გერონტი ლუკას ძე ავალიანი გარდაიცვალა.