ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50020

1930

ტიპი: ავტორობა

1930 წლის 10 ივნისს დუტუ მეგრელის დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ ალექსანდრე ხახანაშვილმა დაწერა წიგნი „Очерки по истории грузинской словесности“.

1930

ტიპი: ავტორობა

1930 წლის 10 ივნისს დუტუ მეგრელის დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, მან დაწერა კომედია „ეშმაკების ბუდე“.

1930

ტიპი: ავტორობა

1930 წლის 10 ივნისს დუტუ მეგრელის დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, მან წერა ადრეულ ასაკში დაიწყო.

1930

ტიპი: ავტორობა

1930 წლის 10 ივნისს დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, დუტუ მეგრელის გვიანდელი პერიოდის ლექსები უმეტესად მისი პირადი განცდის ერთგვარ დღიურებს წარმოადგენდა.

1930

ტიპი: ავტორობა

1930 წლის 10 ივნისს დუტუ მეგრელის დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, მისი ლექსები რუსულ ენაზე ნათარგმნი ჰქონდა „ივან და მარიას“.

1930

ტიპი: ღონისძიება

1930 წლის 24 ივნისს დავით შარაშიძემ ლევილიდან ბახვში ღია ბარათი გაუგზავნა დედას, ნინო ქიქოძეს და მისწერა, რომ მის მეუღლეს, ელენე ტუსენ-შარაშიძეს მეორე მცირე ოპერაციაც დასჭირდა.

1930

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1930 წლის 4 აგვისტოს დავით შარაშიძემ საფრანგეთიდან საქართველოში წერილი გაუგზავნა დედას, ნინო ქიქოძეს და მისწერა, რომ მის შვილს, გოგის ოპერაცია გაუკეთეს.

1930

ტიპი: ავტორობა

1930 წლის 4 აგვისტოს საფრანგეთიდან დავით შარაშიძემ დას, ქრისტინე შარაშიძეს წერილით გადაუხადა მადლობა გაგზავნილი წიგნებისთვის და გრიგოლ გიორგაძის ორი წიგნი სთხოვა: საქართველოში ფეოდალიზმის შესახებ და „თვითმყოფადობა და რევოლუცია“.

1930

ტიპი: ავტორობა

1930 წლის 10 სექტემბერს ვარშავის მთავრობის წარმომადგენელმა იოსებ სალაყაიამ წერილი მისწერა ევგენი გეგეჭკორს, რომელშიც ის საუბრობს ოპოზიციონერი პარტიის ლიდერების (ბარლიცკი, ლიბერმანი, ბაგინსკი) დატუსაღების შესახებ. გარდა ამისა, ის აღნიშნავს, რომ მემარცხენეთა ბლოკი დატოვეს ქრისტიან-სოციალისტებმა. ასევე, გააქტიურდნენ პოლონელი უკრაინელები, რომლებიც ატერორებენ მოსახლეობას და ცეცხლს უკიდებენ მამულებს.

1930

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1930 წლის 7 ოქტომბერს „სალიტერატურო გაზეთის“ რედაქციამ ტიციან ტაბიძეს მისწერა, რომ თბილისის სამეურნეო შტაბის გადაწყვეტილებით სარეიდო ბრიგადებს უხელმძღვანელებდნენ მწერლები - დემნა შენგელაია, ტიციან ტაბიძე, შალვა აფხაიძე, კონსტანტინე ლორთქიფანიძე, ლეო ქიაჩელი და მხატვრები - იაკობ ნიკოლაძე, ლადო გუდიაშვილი და მოსე თოიძე.

1930

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1930 წლის 18 ოქტომბერს პაოლო იაშვილმა გიორგი ლეონიძეს მოსკოვიდან მისწერა, რომ აბელ ენუქიძისთვის ეთხოვა დახმარება სულხან-საბა ორბელიანის საფლავთან დაკავშირებული საარქივო მასალების მოძიებაში.

1930

ტიპი: გარდაცვალება

1930 წლის 7 დეკემბერს პარიზში სოციალ-დემოკრატიული პარტიის კრებაზე მიმავალი ნოე რამიშვილი ქართველმა ემიგრანტმა მოკლა.

1930

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1930 წლის 24 დეკემბერს მარიამ მაჭავარიანმა სერგო კლდიაშვილს სიმონეთიდან მისწერა, რომ მამა, დავით კლდიაშვილი, სულ უფრო სუსტად გრძნობდა თავს და სთხოვა, მალე ჩამოსულიყო სოფელში მის მოსანახულებლად.

1930

ტიპი: ავტორობა

1930 წლის 30 დეკემბერს ქრისტინე შარაშიძემ მშობლებს მისწერა, რომ მიიღო მათი დაზღვეული და დაუზღვეველი წერილები და მამას მასალაც.

1930

ტიპი: ავტორობა

1930 წლის 30 დეკემბერს ქრისტინე შარაშიძემ მშობლებს მისწერა, რომ ივანე ჯავახიშვილი საქართველოს ეკონომიკური ისტორიის საკითხებს ამუშავებდა და ცდილობდა, საქართველოში ლობიოს კულტურის გავრცელების დრო და გზები გაერკვია.

1930

ტიპი: ღონისძიება

1930 წელს ქრისტინე შარაშიძემ გიორგი შარაშიძეს სთხოვა, გაეგზავნა გურიაში გავრცელებული ლობიოს ჯიშებისა და კერძების სახელწოდებები, რომლებიც ივანე ჯავახიშვილის გამოკვლევისთვის გამოადგებოდა.

1931

ტიპი: ღონისძიება

1931 წელს დავით შარაშიძის ცოლის ძმამ რენემ ტუსენმა დავითის მშობლებს, ნინო ქიქოძესა და გიორგი შარაშიძეს საფრანგეთიდან საქართველოში ამანათი გამოუგზავნა.

1931

ტიპი: ავტორობა

1931 წელს დავით შარაშიძემ საფრანგეთიდან დედას, ნინო ქიქოძეს, მოსწერა, რომ მისმა ერთი წლის შვილმა, გოგიმ ქართულად დაიწყო ლაპარაკი. ქართულს სწავლობდნენ მისი მეუღლე ელენე და მეუღლის ძმა რენეც.

1931

ტიპი: თანამდებობა

1931-1936 წლებში ბუდუ გურგენის ძე მდივანი მსუბუქი მრეწველობის სახალხო კომისარი იყო.

1931

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1931 წელს პაოლო იაშვილმა ვალერიან გაფრინდაშვილს მოსკოვიდან მისწერა, რომ თარგმანებს უგზავნიდა და სთხოვა, თვალი გადაევლო კორექტურისთვის და ტექსტი მბეჭდავისთვის თავად ეკარნახა.

1931

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1831 წელს სერგო კლდიაშვილმა ალიო მირცხულავას წერილით სთხოვა, მარჯანიშვილის თეატრის დირექციასთან ეშუამდგომლა, რომ დავით კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვლის“ დადგმისთვის გათვალისწინებული ჰონორარის ნაწილი მისი ძმის, გიორგი კლდიაშვილისთვის გადაეხადათ.

1931

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1831 წელს სერგო კლდიაშვილმა ალიო მირცხულავას მისწერა, რომ მარჯანიშვილის თეატრის დირექცია მის და-ძმას ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამემკვიდრეო ჰონორარის გადახდას უგვიანებდა, რომელიც მათ დავით კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვლის“ დადგმისთვის ერგებოდათ.

1931

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1931 წელს დავით კლდიაშვილმა სერგო კლდიაშვილს სიმონეთიდან მისწერა, რომ ნიკოლო მიწიშვილს ძალიან ემადლიერებოდა თავისი წიგნების გამოცემის მეთვალყურეობის გამო.