ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები49156

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 10 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ივანე ჩერქეზიშილის ინიციატივით აღმასრულებელ კომიტეტს ეროვნული საბჭოსა და ამიეკავკასიის კომისარიატის დამოკიდებულების შესახებ მოხსენების მოამზადება და წარდგენა დაევალა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 10 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე კონსტანტინე მესხმა სხვადახვა სექციებისგან ხარჯთაღრიცხვების წარდგენა მოითხოვა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 10 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე დავით ვაჩნაძემ დამსწრე საზოგადოებას მოახსენა, რომ სამხედრო სექციამ დააჩქარა დამატებითი პოლკების შედგენა, ჯარის ნაწილებში დაიწყო კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობა და სახალხო მილიციის პროექტის შემუშავება.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 17 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი; პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ: გიორგი ლასხიშვილი, გრიგოლ ვეშაპელი, კონსტანტინე მესხი და პავლე საყვარელიძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 23 აგვისტოს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებას თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე; პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ: იესე ბარათაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი და იოსებ აბაკელია; მდივანი – დავით ონიაშვილი.

1929

ტიპი: ღონისძიება

1929 წელს შიო მღვიმელის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, მისი ძმები, გიორგი და სანდრო, სოციალისტებს თანაუგრძნობდნენ.