ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები49180

1886

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1886 წელს იოსებ ლაღიაშვილმა წინააღმდეგობის გაწევის დროს ხელში დაჭრა პავლე ჩუდეცკის მეუღლე მარიამ მანჟელეი და მისი და ეკატერინე.

1885

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1885 წელს სილიბისტრო ჯიბლაძე ფეხის ტკივილის გამო თბილისის სასულიერო სემინარიის საავადმყოფოში იწვა.

1886

ტიპი: განათლება

1886 წელს შიო არაგვისპირელი თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 6 დეკემბერს კავკასიის მეფისნაცვალ მიხეილ რომანოვს ალექსანდროვის ბაღში შეხვდნენ სემინარიის სტუდენტები – დავით კეზელი, ალექსანდრე მაჭარაშვილი და სტეფანე ჭრელაშვილი, რომლებმაც მისალმებისას ქუდი არ მოიხადეს.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 14 დეკემბერს ქუთაისის საგუბერნიო ჟანდარმთა სამმართველოს უფროსმა თბილისის ჟანდარმთა სამმართველოს მისწერა, რომ შიო დედაბრიშვილმა და თედო სახოკიამ იოსებ ლაღიაშვილს კატორღაში გაუგზავნეს სახარება, რომლის ყდაში 400 მანეთი იყო დამალული.