რეგისტრირებული ფაქტები46103
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 14/27 აპრილს თბილისში ამიერკავკასიის საგარეო საქმეთა მინისტრი აკაკი ჩხენკელი სწერს წერილს გენერალ ვეჰიბ-ფაშას, რომელშიც სთხოვს, მხედველობაში მიიღოს ახალციხის ოლქში მცხოვრები მუსულმანების პოზიცია და არდაგანის საზღვრებთან შექმნას მშვიდი გარემო, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის კეთილდღეობას.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 14/27 აპრილს ამიერკავკასიის საგარეო საქმეთა მინისტრი აკაკი ჩხენკელი სწერს წერილს გენერალ ვეჰიბ-ფაშას, რომელშიც ადასტურებს, რომ ამიერკავკასიის ჯარები არ დაარღვევენ საზღვრებს, რადგან დიდი მნიშვნელობა აქვს მშვიდობიან თანაარსებობას. თურქეთისაგანაც მოითხოვს იგივეს, რათა განმტკიცდეს აზრი, რომ ოტომანთა ხელისუფლების პოლიტიკაში არ არის აგრესიული სურვილები.
1921
ტიპი: ავტორობა
1921 წლის 22 ივნისს ნოე ხომერიკმა წერილი მისწერა,პოლიტიკურ კომისიას პარიზში და შეატყობინა,რომ ისიდორე სტურუას გადმოცემით მენშევიკებს სასტიკად სდევნიან,თედო ღლონტს დაუკარგავს თავისი ზეგავლენა ბოლშევიკურ ჯგუფებზე,ასევე არც ლასხიშვილის ჯგუფი ეწევა აქტიურ ანტიბოლშევიკურ მუშაობას.ლეო შენგელია გამოსულა ლაზიური რევოლუციით,რის შემდეგაც დაკარგა ბოლშევიკებისა და საკუთარი მომხრეების მხარდაჭრა.
1921
ტიპი: ავტორობა
1921 წლის 22 ივნისს,ნოე ხომერიკი აცნობებს პოლიტიკურ კომისიას პარიზში,რომ ინჟინერი ელჩმანისგან მიიღო ინფორმაცია,თუ როგორი ცუდი მდგომარეობაა საქართველოში მრეწველობის მხვრივ,მალე საქართველოში ამუშავებული სახელოსნო და ქარხანა აღარ იქნება.ერქომაიშვილს განცხადება გაუკეთებია,რომ რუსეთიდან ვერაფერს მივიღებთ და ერთადერთი იმედი ახლა ოსმალეთია.აუცილებლად რამე უნდა ვიღონოთ,რომ ხალხი შიმშილით არ დაიხოცოს,ამასთან დაკავშირებით საჭიროა კ. კანდელაკთან მოლაპარაკება.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 22 აპრილს გამიდ-ბეი, აკაკი ჩხენკელის დავალებით, ტელეგრაფით გადასცემს ვეჰიბ-ფაშას შემდეგს: მიდის ინტენსიური მუშაობა ქართველ და თურქ მოსახლეობასთან კეთილგანწყობილი ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად და იმედოვნებს, რომ მიღწეული მშვიდობა არ შეირყევა.
1921
ტიპი: ავტორობა
1921 წლის 16 მაისს ნოე ხომერიკმა მისწერა პოლიტიკურ კომისიას პარიზში და შეატყობინა, რომ, ს. ხუნდაძის, გიორგი გვაზავას და დ. ქებაძის ცნობით, საქართველოში მოსახლეობის მდგომარეობა საშინელია, გახშირდა თვითმკვლელობები, კრიზისია ნავთსა და ზეთზე. სურსათი ძალიან გაძვირდა. ს. ხუნდაძის გადმოცემით, 440 ჯარისკაცს თავი მენშევიკად გამოუცხადებია. კვლავ იჭერენ მენშევიკებს. დააკავეს გრიგოლ ლორთქიფანიძე, ვლ. ჯიბლაძე, კ. ჭუმბურიძე.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 16 მაისს ნოე ხომერიკმა პარიზში პოლიტიკურ კომისიას აცნობა, რომ საქართველოში მთავრობა განახლდა. თავმჯდომარედ დაინიშნა ფილიპე მახარაძე, ფინანსთა და გარეშე კომისარი გახდა ალექსანდრე სვანიძე, სახალხო კომისარი – ბესარიონ კვირკველია, იუსტიციის მმართველი – სერგო ქავთარაძე, სამხედრო და საზღვაო კომისარი – შალვა ელიავა, სასურსათო კომისარი – მიხეილ ოკუჯავა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 12 დეკემბერს, სასახლის წინ, სახალხო გვარდიის დღეს გაიმართება სახალხო კონცერტი, თბილისის შეერთებული ორკესტრებისა კ. ფოცხვერაშვილის ხელმძღვანელობით.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 დეკემბერს საქართველოს პარლამენტში გაიმართა საზოგადო კრება, სადაც მოხსენებით გამოვიდა კ. აფხაზი საქართველოს პარლამენტი და მისი მოქმედება.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 23 აპრილს გამიდ-ბეიმ გადასცა აკაკი ჩხენკელის თხოვნა ვეჰიბ-ფაშას, რომელიც შეეხებოდა ტყვეების დაგეგმილ გამოსახლებას ბათუმიდან.
1930
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1930 წელს საფრანგეთში დავით შარაშიძეს მეუღლის, ელენე ტუსენ-შარაშიძის ჭრილობის შეხვევაში ეხმარებოდა ლანჩხუთელი ფერშალი ებრალიძე.
1907
ტიპი: ნასამართლეობა
1907 წელს დავით შარაშიძე ციხეში იჯდა ქუთაისში, მასთან ერთად იყო ებრალიძეც, ფერშალი რომელსაც დავითი შემდეგ საფრანგეთში შეხვდა.
1930
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1930 წლის 4 აგვისტოს დავით შარაშიძემ საფრანგეთიდან საქართველოში წერილი გაუგზავნა დედას, ნინო ქიქოძეს და მისწერა, რომ მის შვილს, გოგის ოპერაცია გაუკეთეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 დეკემბრის გაზეთი „სახალხო საქმე“ იუწყება, რომ თბილისის მაზრის საერობო ხმოსანთა არჩევნებში ხმოსნებად აირჩიეს: კირილე ჭყონია, ანდრო ჭიაბრიშვილი, ლევან ასათიანი, დარჩო სუთიაშვილი, აშოტ გალუსტიანი, ივანე ხელაძე, მიხეილ ფ. წამალაშვილი, მიხეილ მ. იშხანოვი, ნიკო გვანცელაძე, ლევან ანტ. მამულაშვილი, მელქისედეკ ლებანიძე, გიორგი რატიშვილი, იოსებ ვაცაძე, არჩილ გ. ბილანიშვილი და ალექსანდრე ავ. არუთინოვი.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 4 თებერვალს პეტრე სოლომონის ძე ალღუზაშვილმა თბილისის გუბერნიის დაბალი სასწავლებლების მთავარგამგეობას მისწერა, რომ გორის რაიონის მთავარგამგეობას სთხოვა სასწავლებელთა კრების დადგენილება – მასწავლებლობის უფლების ჩამორთმევის შესახებ, როგორც არასამართლიანი და უკანონო შეეცვალათ და მასწავლებლად დაენიშნათ. ის ითხოვდა 1919 წლის პირველ იანვარს კუთვნილი ანაზღაურება მიეცათ.
1931
ტიპი: გარდაცვალება
1931 წლის 18 ივლისს დავით შარაშიძემ საფრანგეთიდან საქართველოში დედას, ნინო ქიქოძეს მისწერა, რომ გარდაიცვალა ექვთიმე თაყაიშვილის მეუღლე, ნინო პოლტორაცკაია.
1931
ტიპი: ღონისძიება
1931 წელს დავით შარაშიძის ცოლის ძმამ რენემ ტუსენმა დავითის მშობლებს, ნინო ქიქოძესა და გიორგი შარაშიძეს საფრანგეთიდან საქართველოში ამანათი გამოუგზავნა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთი „სახალხო საქმე“ გვაუწყებს, რომ ქართულმა დრამატულმა საზოდადოებამ თბილისში თეატრის ასაღორძინებლად საფუძვლის ჩაყრა მოიწადინა. ამ მიზნით მან ზოგიერთი კერძო პირის მატერიალური დახმარებით გაზაფხულიდან რეჟისორად გ. ჯაბადარი მიიწვია და მას დრამატული ხელოვნების სტუდიის მოწყობა მიანდო.