ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51132

1925

ტიპი: ღონისძიება

1925 წელს წიგნების გამომცემელმა და გამავრცელებელმა ქართველთა საზოგადოებამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამგეობას მისწერა, რომ თანახმა იყო წიგნსაცავ-მუზეუმი უნივერსიტეტისთვის გადაეცა. ეს საქმე დაავალეს წიგნსაცავ-მუზეუმის გამგეს, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილსა და გამგეობის მდივანს, ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძეს.

1925

ტიპი: ავტორობა

1925 წლის პირველი იანვრისთვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების წიგნის მაღაზიას ნაშთი 953 მან. და 30 კაპ. ჰქონდა დარჩენილი. ანგარიშს ხელს აწერს მაღაზიის გამგე გრიგოლ ბურჭულაძე.

1925

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1925 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების წიგნის მაღაზიის მეთვალყურე გრიგოლ ბურჭულაძე საცხოვრებლად თბილისში გადასვლას აპირებდა.

1925

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1925 წელს სოლომონ კონსტანტინეს ძე ზალდასტანიშვილი პოლიტიკური დევნის გამო ემიგრაციაში წავიდა.

1925

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1925 წელს ზაქარია პეტრეს ძე ფალიაშვილს საქართველოს სსრ სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა.

1925

ტიპი: ღონისძიება

1925 წლით დათარიღებული ბაგრატ მირიანაშვილის მინაწერიდან, რომელიც მან დაურთო თავისი ძმის, ალექსი მირიანაშვილის ავტობიოგრაფიას ირკვევა, რომ უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში ალექსის გულის ასთმა აწუხებდა.

1925

ტიპი: ავტორობა

1925 წლის 17 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების წიგნის მაღაზიის გამგემ, გრიგოლ ბურჭულაძემ, მთავარ გამგეობას მაღაზიის წინა წლის ანგარიში გაუგზავნა.

1925

ტიპი: ღონისძიება

1925 წლის 28 იანვარს ზაქარია ჭიჭინაძემ რაჟდენ გვეტაძეს მისწერა, რომ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ქართველი სპარსელების შესახებ შეხვედრების გამართვას აპირებდა.

1925

ტიპი: ღონისძიება

1925 წლის 28 იანვარს ზაქარია ჭიჭინაძემ რაჟდენ გვეტაძეს მისწერა, ავადმყოფობის გამო შენთან მოსვლა ვერ მოვახერხეო.

1925

ტიპი: ავტორობა

1925 წლის 23 თებერვალს ალექსი მირიანაშვილმა დაამთავრა ავტობიოგრაფიის წერა.

1925

ტიპი: ავტორობა

1925 წლის 25 თებერვალს საქართველოს საბჭოების პირველ ყრილობაზე ფილიპე მახარაძემ წაიკითხა მოხსენება საქართველოს საერთაშორისო და საშინაო მდგომარეობის შესახებ.

1925

ტიპი: ღონისძიება

1925 წლის 25 თებერვალს თბილისში ფილიპე მახარაძის მიერ გახსნილ საქართველოს საბჭოების პირველ ყრილობაზე ამიერკავკასიის ფედერაციის შექმნაზე იმსჯელეს.

1925

ტიპი: ავტორობა

1925 წლის 25 თებერვალს თბილისში გახსნილ საქართველოს საბჭოების პირველ ყრილობაზე მოხსენებით გამოვიდნენ შალვა ელიავა და სერგო ორჯონიკიძე.

1925

ტიპი: ღონისძიება

1925 წლის 25 თებერვალს თბილისში გამართულ საქართველოს საბჭოების პირველ ყრილობაზე (გახსნა ფილიპე მახარაძემ) იმსჯელეს სასურსათო და საფინანსო მდგომარეობასა და სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოს ანგარიშზე.

1925

ტიპი: ღონისძიება

1925 წლის 25 თებერვალს თბილისში გამართულ (გახსნა ფილიპე მახარაძემ) საქართველოს საბჭოების პირველ ყრილობაზე იმსჯელეს საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კონსტიტუციაზე, საადგილმამულო პოლიტიკასა და ქართული წითელი არმიის შექმნაზე.

1925

ტიპი: ავტორობა

1925 წლის 26 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მდივანმა, ვარლამ ბურჯანაძემ თელავის განყოფილების წიგნის მაღაზიის მეთვალყურეს, გრიგოლ ბურჭულაძეს მისწერა, რომ, რადგან საცხოვრებლად თბილისში გადმოდიოდა, თელავში კი მისი შემცვლელი არ ჰყავდათ, წიგნები ან უნდა გაეყიდა, ან თბილისში გაეგზავნა.

1925

ტიპი: გარდაცვალება

1925 წლის 27 მარტის საგანგებო კომისიის დადგენილებით, ივანე ქრისტეფორეს ძე ასლამაზაშვილი ანტიპარტიულ მუშაობას ეწეოდა და შეიარაღებულ აჯანყებას ამზადებდა. იგი ვასილ კიკვაძესა და გრიგოლ ურუშაძესთან ერთად დახვრიტეს.

1925

ტიპი: ავტორობა

1925 წლის 20 აპრილიდან 1929 წლის 29 ივნისის პერიოდში ჟენევაში საქართველოს დამხმარე საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟან მარტინმა წერილები გაუგზავნა ევგენი გეგეჭკორს საქართველოს შესახებ (ფრანგული და ინგლისურენოვანი გაზეთებიდან ამონარიდები).

1925

ტიპი: ნასამართლეობა

1925 წლის 21 აპრილს დაპატიმრებული მუსავატელი გიულ ახმედოვი 1927 წლამდე ძიების ქვეშ იმყოფებოდა.

1925

ტიპი: გარდაცვალება

1925 წლის 24 აპრილს გარდაიცვალა ალექსი მირიანაშვილი.

1925

ტიპი: გარდაცვალება

1925 წლის 27 აპრილს დიდუბის მწერალთა პანთეონში დაკრძალეს ალექსი მირიანაშვილი.

1925

ტიპი: ნასამართლეობა

1925 წლის 7 ივნისს ბათუმში, „გოროდოკში“, დააპატიმრეს კოწია სულაქველიძე, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ძველი მოღვაწე.

1925

ტიპი: ავტორობა

1925 წლის ივლისის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N1) დაიბეჭდა აკაკი ჩხენკელის, ანჩინის ფსევდონიმით, წერილი „ქართული საკითხი“.