რეგისტრირებული ფაქტები52185
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 15 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე მთავრობის დეკლარაციის განხილვის დროს გაიმართა კამათი რიგ საკითხებთან დაკავშირებით, რომელშიც მონაწილეობდნენ: სამსონ ფირცხალავა, კონსტანტინე აფხაზი, დავით ჩიქოვანი, ნოე რამიშვილი, იოსებ გობეჩია, გიორგი ჟურული, გრიგოლ ვეშაპელი, ირაკლი წერეთელი, ნოე ხომერიკი და მიხეილ მაჩაბელი. ეროვნული საბჭოს უმრავლესობამ გადაწყვიტა დეკლარაციის განხილვის 16 ივნისისთვის გადადება.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 16 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე ნიკოლოზ ჩხეიძემ წაიკითხა და დასამტკიცებლად წარადგინა სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის შემუშავებული პროექტი, რომლის თანახმად საქართველოს ეროვნული საბჭო სრულ ნდობას უცხადებდა დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველ მთავრობას. წინადადება ერთხმად მიიღეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 16 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე გერონტი ქიქოძემ წაიკითხა ნაციონალ-დემოკრატების პროექტი, რომლის თანახმად მთავრობის სამხედრო, აგრარული და ფინანსური პოლიტიკა საფრხეს უქმნიდა ქვეყანას. საბჭო საჭიროდ თვლის მთავრობის ორგანიზებას კოალიციური პლატფორმის საფუძველზე, სახელმწიფოებრივ და სოციალისტურ ელემენტებს შორის პარიტეტის პრინციპით. აღნიშნული პროექტი არ დამტკიცდა საბჭოს მიერ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 23 აგვისტოს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებას თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე; პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ: იესე ბარათაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი და იოსებ აბაკელია; მდივანი – დავით ონიაშვილი. სხდომაზე განიხილეს კანონპროექტი ეროვნული უმცირესობების ეროვნულ საბჭოში წარმომადგენლობის შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 23 აგვისტოს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებას თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე; პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ: იესე ბარათაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი და იოსებ აბაკელია; მდივანი – დავით ონიაშვილი. სხდომაზე განიხილეს კანონპროექტი სხვადასხვა უწყების ქვეშ მყოფი სკოლების განათლების სამინისტროსთვის გადაცემის შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 23 აგვისტოს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებას თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე; პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ: იესე ბარათაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი და იოსებ აბაკელია; მდივანი – დავით ონიაშვილი. სხდომაზე განიხილეს სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის წინადადება ეროვნული საბჭოს სახელწოდების შეცვლის შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 27 აგვისტოს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებას თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე. პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ: იესე ბარათაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი და იოსებ აბაკელია; მდივანი – დავით ონიაშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 27 აგვისტოს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებას თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე. პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ: იესე ბარათაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი და იოსებ აბაკელია; მდივანი – დავით ონიაშვილი. სხდომაზე განათლების მინისტრის კანონპროექტი სახალხო სკოლების მასწავლებელთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ გადაეცა განათლებისა და საფინანსო კომისიას.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 27 აგვისტოს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებას თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე. პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ: იესე ბარათაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი და იოსებ აბაკელია; მდივანი – დავით ონიაშვილი. სხდომაზე იუსტიციის მინისტრის კანონპროექტი სპეკულაციასთან ბრძოლის შესახებ გადაეცა იურიდიულ კომისიას.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 12 იანვარს საფინანსო სექციის სხდომას თავმჯდომარეობდა კონსტანტინე მესხი; ესწრებოდნენ: სამსონ ასათიანი, თევდორე ღლონტი, რაჯდენ დათეშიძე, გიორგი ლასხიშვილი, პავლე საყვარელიძე, ვლადიმერ ყიფიანი, მიხეილ ლოლუა, ბესარიონ ჭილაძე, ვლადიმერ ჯაფარიძე. მდივანი – ბარნაბა გამსახურდია.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 12 იანვარს საფინანსო სექციის სხდომას თავმჯდომარეობდა კონსტანტინე მესხი; ესწრებოდნენ: სამსონ ასათიანი, თევდორე ღლონტი, რაჯდენ დათეშიძე, გიორგი ლასხიშვილი, პავლე საყვარელიძე, ვლადიმერ ყიფიანი, მიხეილ ლოლუა, ბესარიონ ჭილაძე, ვლადიმერ ჯაფარიძე. მდივანი – ბარნაბა გამსახურდია. სხდომაზე სამხედრო გადასახადი გადაეცა ეროვნულ საბჭოს ჯარის მოსაწყობად.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 12 იანვარს საფინანსო სექციის სხდომას თავმჯდომარეობდა კონსტანტინე მესხი; ესწრებოდნენ: სამსონ ასათიანი, თევდორე ღლონტი, რაჯდენ დათეშიძე, გიორგი ლასხიშვილი, პავლე საყვარელიძე, ვლადიმერ ყიფიანი, მიხეილ ლოლუა, ბესარიონ ჭილაძე, ვლადიმერ ჯაფარიძე. მდივანი – ბარნაბა გამსახურდია. სხდომაზე ეროვნული ბანკის სესხების გასანაღდებლად შეიქმნა ბანკების კონსორციუმი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 12 იანვარს საფინანსო სექციის სხდომას თავმჯდომარეობდა კონსტანტინე მესხი; ესწრებოდნენ: სამსონ ასათიანი, თევდორე ღლონტი, რაჯდენ დათეშიძე, გიორგი ლასხიშვილი, პავლე საყვარელიძე, ვლადიმერ ყიფიანი, მიხეილ ლოლუა, ბესარიონ ჭილაძე, ვლადიმერ ჯაფარიძე. მდივანი – ბარნაბა გამსახურდია. სხდომაზე გადაწყდა ვაჭარ-მრეწველთა კავშირის შექმნა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ აკაკი წერეთლის მიერ თარგმნილი კრილოვის იგავ-არაკების გამოცემის უფლება მოიპოვა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 3 ნოემბერს რუსეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის კავბიუროს თათბირზე შალვა ელიავას ხელმძღვანელობით გამოყვეს კომისია, რომელსაც ამიერკავკასიის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების სამოკავშირეო საბჭოს კონსტიტუციის პროექტის შემუშავება დაევალა.
1907
ტიპი: გარდაცვალება
1907 წლის თებერვალში სვერში აფრასიონ მერკვილაძე, დუგლაძე და გაჩეჩილაძე ილარიონ მახარაძის მცველებმა ორმხრივი სროლის დროს დახოცეს.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 23 ნოემბერს სერგო ივანეს ძე ქავთარაძე საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის სხდომას დაესწრო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 თებერვალს კახელ მევენახეთა საზოგადოებამ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს გაუგზავნა წერილი 1-3 თებერვალს თელავში გამართული კრების შესახებ, სადაც გამგეობის თავმჯდომარედ ლევან ვაჩნაძის ნაცვლად ესტატე პაატაშვილი აირჩიეს.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 1-3 თებერვალს კახელ მევენახეთა საზოგადოებამ თელავში გამართულ კრებაზე გამგეობის წევრებად აირჩია გიორგი მაჭავარიანი და იოსებ ჯანდიერი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის გამგეს, გიორგი გვაზავას წერილი მისწერა მსახიობთა საპროფესორო კავშირის საბჭომ კაფე "პარიზის" ტერიტორიის მათი დაქვემდებარების ქვეშ გადაცემის შესახებ.