ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50091

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წლის 14-18 მარტს საქართველოს კომუნისტური პარტიის მეორე ყრილობაზე ფილიპე იესეს ძე მახარაძე ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის შემადგენლობაში შეიყვანეს.

1921

ტიპი: ნასამართლეობა

1921 წლის მაისში საბჭოთა ხელისუფლებამ გიორგი ფაღავა დააპატიმრა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 5 თებერვალს პარიზში მცხოვრებ ქართველთა კრებაზე (თავმჯდომარე გრიგოლ ვეშაპელი) გენუის კონფერენციაზე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენლების დაშვების საკითხი განიხილეს.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 6 სექტემბერს თბილისში ხმოსანთა არჩევნების პირველ საარჩევნო ნაწილში პეტრე ალექსის ძე ოპოჩინინმა მიიღო 7 ხმა, არტემ სტეფანეს ძე ფირალოვმა – 30, ალექსანდრე თომას ძე ფრიდონოვმა – 77, ივანე ნიკოლოზის ძე რეიტერმა – 7, მიხეილ ივანეს ძე სვეჩნიკოვმა – 37, სტეფანე ქრისტეფორეს ძე სულხანოვმა – 8

1902

ტიპი: ნასამართლეობა

1902 წელს კონსტანტინე ბაგრატიონ-მუხრანსკის ვექილი ი. გუნცაძე სასამართლოს სთხოვდა, ა. აბაზაძისათვის დაევალებინა, წარედგინა 2 წლისა და 2 თვის ანგარიში იმ მამულების მართვა-გამგეობისა, რომლებიც თავიდანვე მას ჰქონდა ჩაბარებული.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 5 თებერვალს პარიზში გამართულ მცხოვრებ ქართველთა კრებას (თავმჯდომარე გრიგოლ ვეშაპელი) საქართველოდან გახიზნული ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი დაესწრო.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 6 სექტემბერს თბილისში ხმოსანთა არჩევნების პირველ საარჩევნო ნაწილში გრიგოლ იაგორის ძე კირაკოსოვმა მიიღო 43 ხმა, პეტრე ივანეს ძე კოჟინმა – 76, ალექსი ლვოვის ძე კოზლოვმა – 37, გრიგოლ არტემის ძე ქიუჩარიანცმა – 42, სტეფანე დანიელის ძე ლისიციანმა – 77, იაკობ ივანეს ძე მალინინმა – 42, კონსტანტინე იოსების ძე მესხიშვილმა – 40.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წლის 14-18 მარტს საქართველოს კომუნისტური პარტიის მეორე ყრილობაზე შალვა ელიავა ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის შემადგენლობაში შეიყვანეს.

1926

ტიპი: ღონისძიება

1926 წლის 6 ივლისს თბილისში ისიდორე რამიშვილი კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის კავკასიის ბიუროს კრებას ესწრებოდა.

1921

ტიპი: ნასამართლეობა

1921 წლის მაისში საბჭოთა ხელისუფლებამ გიორგი ნესტორის ძე ანჯაფარიძე დააპატიმრა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 5 თებერვალს პარიზში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტთა კრებაზე აღნიშნეს, რომ ბუდუ მდივანი რუსეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის დელეგატთა სიაში იყო ჩარიცხული.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის თებერვალ-მარტში თედო ღლონტი სოციალ-ფედერალისტთა პარტიის პრეზიდიუმის თავმჯდომარის თანაშემწედ აირჩიეს.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წელს ბაჭუა კუპრაშვილი, ვანო კალანდაძე, ალექსანდრა დარახველიძე, ანეტა სულაქველიძე და სხვ. ქუთაისში საფოსტო ეტლს დაესხნენ თავს.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წლის 14-18 მარტს საქართველოს კომუნისტური პარტიის მეორე ყრილობაზე მიხა ცხაკაია ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის შემადგენლობაში შეიყვანეს.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს რესტორან „ტილიპუჭურაში“ ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით ამიერკავკასიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის კონფერენცია გაიმართა.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წელს ქუთაისში საფოსტო ეტლზე თავდასხმის დროს მოპარული ფული ალექსანდრა დარახველიძემ და ანეტა სულაქველიძემ ტანზე შემოიკრეს და სიმონ ტერ-პეტროსიანსა და ბარონ ბიბინეიშვილს დანიშნულ ადგილზე გადასცეს.