ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50429

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წელს, მეორე სახელმწიფო დუმის რწმუნებულთა არჩევნების წინ დაპატიმრებულმა თევდორე კიკვაძემ იოლად დააღწია თავი ციხეს.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს თევდორე კიკვაძემ მოულოდნელად ბარათი მიიღო ზვანის ჩაის პლანტაციის გამგე ერმილე ნაკაშიძისგან. ნაკაშიძე კიკვაძეს მასთან დაუყოვნებლივ ჩასვლას თხოვდა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს თევდორე კიკვაძე ზვანში გამოიძახა იქაური პლანტაციის გამგე ერმილე ნაკაშიძემ და უთხრა, რომ სტრაჟნიკთა ურიადნიკ ივანე ნინიძეს ტერორისტთა ხელმძღვანელად ის ჰყავდა დასახელებული. გენერალ ტოლმაჩოვის განკარგულებით მისი დაჭერა, ღამით ციხეში გაგზავნა და გზაში მოკვლა იგეგმებოდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 30 აგვისტოს იესე ბარათაშვილის თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე განიხილეს და მიიღეს კანონპროექტი ეროვნული საბჭოს სტენოგრაფიული ოქმების შემდგენელთა ჯამაგირების გათანასწორების შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 30 აგვისტოს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე დადგინდა, რომ სამანდატო კომისიაში გიორგი გვაზავასა და იასონ ლორთქიფანიძის ნაცვლად რევაზ გაბაშვილი და სპირიდონ კედია დაინიშნებოდნენ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 30 აგვისტოს იესე ბარათაშვილის თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე დადგინდა სამანდატო კომისიისთვის ერთი კვირით ვადის გაგრძელება ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლობის შესახებ კანონპროექტის გადამუშავებისთვის.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 27 აგვისტოს ნიკოლოზ ჩხეიძის თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე კანონპროექტი წინამძღვრიანთკარის სასოფლო სამეურნეო სკოლის სახელმწიფო სკოლად გამოცხადების შესახებ განათლებისა და საფინანსო კომისიას გადაეცა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 27 აგვისტოს ნიკოლოზ ჩხეიძის თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე კანონპროექტი ეროვნული საბჭოს კანცელარიის საფინანსო-საბიუჯეტო განყოფილების საქმეთა მართველის ანაზღაურების გაზრდის შესახებ საფინანსო კომისიას გადაეცა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 27 აგვისტოს ნიკოლოზ ჩხეიძის თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე განიხილეს კანონპროექტი ქართული უნივერსიტეტის სახელმწიფო უნივერსიტეტად გადაკეთების შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 27 აგვისტოს ნიკოლოზ ჩხეიძის თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე განიხილეს კანონპროექტი სასამართლო სისტემის თანამშრომელთა ანაზღაურების გაუმჯობესების შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 27 აგვისტოს ნიკოლოზ ჩხეიძის თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე განიხილეს კანონპროექტი საბაჟო დაწესებულებათა მოწყობის შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 30 აგვისტოს იესე ბარათაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე მთავრობის წინადადება სახელმწიფო კონტროლიორისათვის ანაზღაურების დანიშვნის შესახებ საფინანსო კომისიას გადაეცა განსახილველად.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 30 აგვისტოს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებას თავმჯდომარეობდა იესე ბარათაშვილი; პრეზიდიუმის წევრებიდან ესწრებოდნენ: ექვთიმე თაყაიშვილი, იოსებ აბაკელია. მდივანი – დავით ონიაშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 29 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე თავმჯდომარედ აირჩიეს ნიკოლოზ ჩხეიძე, რის შემდეგაც სიტყვით გამოვიდა ქართველ-ებრაელთა წარმომადგენელი მოქალაქე კოკიელოვი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 20 იანვარს სამხედრო კავშირის კომიტეტმა წერილი მისწერა საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს ყოფილი სამხედრო მინისტრის, ალექსანდრე თუმანიშვილის გარდაცვალებისა და მისი ოჯახის მატერიალურად დახმარების თაობაზე.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 10 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს" ცნობით, საქართველოს კათალიკოსობის კანდიდატად დასახელდა პეტერბურგის უნივერსიტეტის დამსახურებული პროფესორი, ალექსანდრე ცაგარელი, რომელიც საეკლესიო საკითხების კარგ მცოდნედ ითვლებოდა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 12 სექტემბერს პეტერბურგში მოწვეულ დემოკრატიული ორგანიზაციების წარმომადგენლების ყრილობაზე პარტიათა შეთახმებით გაიგზავნა ქართულ პოლიტიკურ პარტიათა წარმომადგენლობა, რომლის შემადგენლობაშიც შალვა ამირეჯიბი, აკაკი ჩხენკელი და სიმონ მდივანი იყვნენ.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 5 ივლისის გაზეთ „საქართველოს" ცნობით, სოციალ-დემოკრატებმა სამოსწავლო ოლქის საბჭოს კომისრად ლევან ნათაძე დაასახელეს.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 1 ივნისის გაზეთ „საქართველოს" ცნობით, გაზეთის რედაქციამ მიიღო შიო მღვიმელის ახალი საბავშვო წიგნები: „ძუნწი და ნატვრა", „სამი ცელქი“ და „რჩეული ლექსები".

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 6 მაისის გაზეთ „საქართველოს" ცნობით, ქართული საქველმოქმედო საზოგადოების მთავარმა გამგეობამ თავის წარმომადგენლებად გადმოხვეწილთა კომისარიატში მიხეილ მაჩაბელი და პართენ გოთუა აირჩია.

1947

ტიპი: ავტორობა

1947 წლის 7 აპრილს ხარიტონ შავიშვილმა სარეკომენდაციო წერილი მისწერა ევგენი გეგეჭკორს ბერიძის, მიხეილ კედიას და გრიგოლ რობაქიძის საქმიანობასთან დაკავშირებით (ფრანგულ ენაზე).

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 10 იანვარს გორის ეპისკოპოსი ანტონი (გიორგაძე) პეტერბურგში გაემგზავრა ქართველთა კოლონიის ეკლესიის კურთხევაზე დასასწრებად და ნინოობის წირვის აღსავლენად.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 1-ელ აპრილს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სამხედრო კომიტეტს გაუგზავნა წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ სამხედრო სექციის წევრები ვეღარ ასრულებენ მოვალეობას და თავდაცვის კომისიამ ჟურულის თავმჯდომარეობით სამხედრო სექციის ფუნქციები უნდა იკისროს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 8 მარტს კავკასიის მინერალური წყლების კომიტეტმა ეროვნულ საბჭოს გაუგზავნა წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ იოსებ ხუხუნაიშვილის მოხსენების მოსმენის შემდეგ ჩრდილოეთ კავკასიის საოლქო აღმასრულებელმა კომიტეტმა სასურსათო კომისიას ხორბლეულის საქართველოსთვის მიწოდების ორგანიზება დაავალა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 13 აგვისტოს თბილისში მოსკოვის სახალხო ბანკის განყოფილების დირექტორად კონსტანტინე კანდელაკი დაინიშნა.