ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46103

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 11 მაისს ვეჰიბ-მეჰმედიმ აკაკი ჩხენკელს მადლობის წერილი გაუგზავნა ბათუმში თურქი ტყვეების დასაცავად გენერალ ნაზარბეგოვის მიერ გატარებული ღონისძიებების გამო. დოკუმენტს ხელს აწერს ვეჰიბ-მეჰმედი, სისწორეს ადასტურებს სონოზი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს გ. ა. მანიხი, მართა მათეს ასული ოდაბიშიანი და ს. ა. ტერ-სტეპანიანი ახალქალაქის შერეული გიმნაზიის პედაგოგებად მუშაობდნენ. მათი ანაზღაურება 150 მანეთს შეადგენდა, ხოლო დამატების სახით იღებდნენ 120 მანეთს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ა. ს. ბადალიანი, ს. ა. კიაუკოვი, ვ. მ. კარაპეტიანი და ა. კ. მარკარიანი ახალქალაქის შერეული გიმნაზიის პედაგოგებად მუშაობდნენ. მათი ანაზღაურება 125 მანეთს შეადგენდა, ხოლო დამატების სახით იღებდნენ 106 მანეთს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ანა გრიგორის ასული ჟვანია, ი. ა. საიროსტრიანი და ს. კ. ტერ-გრიგორიანი ახალქალაქის შერეული გიმნაზიის პედაგოგებად მუშაობდნენ. მათი ანაზღაურება 25 მანეთს შეადგენდა, ხოლო დამატების სახით იღებდნენ 25 მანეთს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ნადეჟდა ილიას ასული კრიხოვი ახალქალაქის შერეული გიმნაზიის პედაგოგად მუშაობდა. მისი ხელფასი 100 მანეთს შეადგენდა და დამატების სახით 100 მანეთს იღებდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ნიკოლოზ პავლეს ძე კოროლიოვი ახალქალაქის შერეული გიმნაზიის პედაგოგად მუშაობდა. მისი ანაზღაურება 187 მანეთს შეადგენდა და დამატების სახით 50 მანეთს იღებდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის პირველ აგვისტოს შტატგარეშედ დარჩნენ ბათუმის დაწყებითი კლასების მასწავლებლები: ირაკლი ღლონტი, ლიუდმილა ჯუღელი, ემილია საბანიძე, ლიდია რუხაძე, რიფსიმე კვირკველია, ნინო ჭრელაშვილი, ალექსანდრე მელაძე, ნანა ფერაძე და თამარ მღებრიშვილი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის აგვისტოში ალექსანდრე გიორგის ძე ბერაძე ქუთაისის გუბერნიის ოზურგეთის მაზრის სახალხო სასწავლებელთა ინსპექტორის მოვალეობას ასრულებდა.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1918 წლის აგვისტოს სასწავლებლის დახურვის გამო შტატგარეშედ დარჩენენ ქობულეთის უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლის შემდეგი პედაგოგები: იულია გვახარია-ულინსკაია, ზაქრო ონისიმეს ძე წულაძე, მარიამ კონსტანტინეს ასული ესაკია.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 15 აპრილს, მწერალი ილია ჭყონია წერს წერილს თბილისში, ამიერკავკასიის რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს და საგარეო საქმეთა მინისტრს აკაკი ჩხენკელს, რომელშიც სთხოვს თურქეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებისას მისცეს რაიმე დანიშნულება, რათა შემდგომ აღწეროს ბათუმის დაკარგვის ამბები.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის ნოემბერში დ. როინიშვილი ოჩამჩირის ახლად დაფუძნებულ ვაჟთა გიმნაზიას ხელმძღვანელობდა. ის მათემატიკასა და ფიზიკას ასწავლიდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს მოსკოვის უმაღლესი ქალთა კურსების კურსდამთავრებული თამარ ჩერქეზიშვილი ოჩამჩირის ახლად დაფუძნებულ სკოლაში რუსული ენისა და ისტორიის მასწავლებლად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს პეტერბურგის უნივერსიტეტის ფსიქონევროლოგიური ინსტიტუტის მსმენელი დებორა ჟივი ოჩამჩირის ახლად დაფუძნებულ სკოლაში გერმანული ენის მასწავლებლად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს თბილისის უნივერსიტეტის სტუდენტი ლავ. მანჯგალაძე ოჩამჩირის ახლად დაფუძნებულ სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად მუშაობდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 8 ნოემბერს გაზეთ „ბარრიკადში“ „ტრისტან მაჩაბლის“ ფსევდონიმით გამოქვეყნდა წერილი „პოეტები წერის დროს", რომელიც ეხებოდათ: გრიგოლ რობაქიძეს, პაოლო იაშვილს, ტიციან ტაბიძეს, კოლაუ ნადირაძეს, სანდრო ცირეკიძეს, ვალერიან გაფრინდაშვლსა და ლელი ჯაფარიძეს.

1918

ტიპი: ავტორობა

1919 წლის ივლისში ახალციხის მაზრის სოფ. ღრელის მოსახლეობამ თხოვნით მიმართა განათლების სამინისტროს, რომ სოფ. ღრელსა და მიმდებარე სოფლებში გაეხსნათ ქართული სკოლა. თხოვნას ხელს აწერენ: პედაგოგი იესე ნებაძე, იაკობ სუდაძე, ოსმან სელებ-ოღლი, ემან ალი-ოღლი, ისმაილ ალი-ოღლი, გულალი ჯოშხუნ-ოღლი, ლუკა ალავიძე, სტეფანე ნებაძე, იოსებ ნებაძე, იობა ნებაძე, შიო ნებაძე, ესტატე ნებაძე, სოლომონ ნებაძე, ბასილ ნებაძე, არჩილ ნებაძე, გიორგი მურვანიძე, ლაზარე მურვანიძე, თედორე იაძე, გიორგი იაძე, ლუარსაბ იაძე, თომა ალავიძე, გიორგი ალავიძე, ბაგრატ ალავიძე, სერგო ალავიძე, ლუარსაბ ალავიძე, სანდრო ზაზაძე, ლევან ხმალაძე და ისიდორე შადრაძე.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 22 იანვარს რუსულ წიგნში „საქართველოს პოეტები“ შევიდა: სერგეი რაფალოვიჩის, ოსიპ მანდელშტამის, სერგეი გოროდეცკის, ვალერიან გაფრინდაშვილის და სხვათა თარგმანები.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 8 მარტის „ერთობა“ იუწყება, რომ ამიერკავკასიის სეიმის გადაწყვეტილების თანახმად, ფოთის ქალაქისთავის, დავით ონიაშვილის ნაცვლად იოსებ სალაყაია უნდა დაენიშნათ.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წელს მთავარმა სახელოვნო კომიტეტმა გერონტი ქიქოძეს ქანდაკების თეორიის ტერმინოლოგიის დამუშავება დაავალა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის გაზეთ „ვოლნი გორეცთან“ ინტერვიუში საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი რაჟდენ არსენიძე აცხადებდა: „თავისუფლებისმოყვარე მთიელთა ბრძოლამ ჩრდილოური ანარქიისა და რეაქციის ნიაღვრისაგან დაიცვა ამიერკავკასიის რესპუბლიკები. რუსეთის მტრული დამოკიდებულება არა მარტო სახელმწიფოებრიობისთვისაა საშიში, არამედ საერთოდ კლდოვან ხეობებში გამომწყვდევით ემუქრება თვითონ მთიელებს“.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის გაზეთ „ვოლნი გორეცთან“ ინტერვიუში საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი რჟდენ არსენიძეს სირთულეების მიუხედავად, შესაძლებლად მიაჩნდა მთიელთა სახელმწიფოს შექმნა, რომლის საუკეთესო ფორმადაც ფედერაციული მოწყობა ესახებოდა, სახელდობრ – ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა კანტონებად, მთიანი შვეიცარიის მსგავსად.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 22 სექტემბრის გაზეთ „ვოლნი გორეცთან“ ინტერვიუში საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი რჟდენ არსენიძე მთიელთა კეთილგანწყობის დასტურად იხსენებდა შემთხვევას, თუ როგორ დაუბრკოლებლად და უსაფრთხოდ გაიყვანეს ინგუშებმა ყუბანიდან მომავალი, უსაშვოდ დარჩენილი ქართველი დელეგატები ომის ხანძარში გახვეული ვლადიკავკაზიდან.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 2 მარტის „ერთობა“ იუწყება, რომ ქუთაისის გუბერნიის კომისრად გრიგოლ გიორგაძის ნაცვლად, რომელიც სეიმის წევრად აირჩიეს, ივანე კაჩუხოვი დაინიშნა.

1924

ტიპი: ავტორობა

1924 წლის 6 იანვარს გაზეთ „ბარრიკადში“ დაიბეჭდა ალი არსენიშვილის წერილი „კოტე მარჯანიშვილი“.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 28 თებერვალს თბილისის ქალთა უმაღლესი კურსების კრებაზე სოფიო ლონდარიძემ წინადადება წამოაყენა ქალთა სანიტარული რაზმის დაარსების შესახებ. აირჩიეს კომისია: თავმჯდომარედ – ს. ლონდარიძე, მდივნად – ს. ნამგალაური, ხაზინადრად – პ. ფხალაძე.