ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50429

2000

ტიპი: განათლება

2000 წელს გამოცემული წიგნის „სოსო ჯუგაშვილის ამბავის“ ცნობით, სოლომონ დოდაშვილი, დანიელ ჭონქაძე, გაბრიელ ეპისკოპოსი (ქიქოძე), დიმიტრი ბაქრაძე, ალექსანდრე ცაგარელი, ნიკო ლომოური, იაკობ გოგებაშვილი და ბევრი სხვა თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებულები იყვნენ.

2000

ტიპი: თანამდებობა

2000 წელს გამოცემული წიგნის „სოსო ჯუგაშვილის ამბავის“ ცნობით, სოფრომ მგალობლიშვილი გორის სასულიერო სასწავლებელში ქართულს ასწავლიდა.

2023

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1931 წლის 13 აგვისტოს შალვა აფხაიძემ სერგო კლდიაშვილს სიმონეთში მისწერა, რომ სახელგამი მისთვის ჰონორარის გადახდას არ აპირებდა, რადგან მამამისს, დავით კლდიაშვილს, რამდენიმე წლის წინ ავანსად 4000 მანეთი აუღია.

2024

ტიპი: პირადი ინფორმაცია

დავით გიორგის ძე ნახუცრიშვილი 1876 წელს სოფელ ხაშმში დაიბადა.