ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50589

1922

ტიპი: ორგანიზაცია

1922 წლის 15 მარტის „თავისუფალი საქართველოს“ (N18) ცნობით, სილიბისტრო ჯიბლაძე იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის დამაარსებელი და ბელადი.

1922

ტიპი: გარდაცვალება

1922 წლის 17 თებერვალს, ღამის 11 საათზე, ხანმოკლე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა სილიბისტრო ჯიბლაძე.

1922

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1922 წლის 15 მარტის „თავისუფალი საქართველოს“ (N18) ცნობით, სილიბისტრო ჯიბლაძე დაიბადა გურიაში, სოფ. ამაღლებაში.

1922

ტიპი: განათლება

1922 წლის 15 მარტის „თავისუფალი საქართველოს“ (N18) ცნობით, სილიბისტრო ჯიბლაძე ჯერ სწავლობდა ოზურგეთის სასულიერო სემინარიაში, შემდეგ – თბილისის სემინარიაში.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 15 მარტის „თავისუფალი საქართველოს“ (N18) ცნობით, სილიბისტრო ჯიბლაძე ფიზიკურად გაუსწორდა თბილისის სემინარიის რექტორს, მტარვალს, გამარუსებელი პოლიტიკის გამტარებელს, რომელმაც ქართულ ენას შეურაცხყოფა მიაყენა.

1922

ტიპი: ნასამართლეობა

1922 წლის 15 მარტის „თავისუფალი საქართველოს“ (N18) ცნობით, სილიბისტრო ჯიბლაძე თბილისის სემინარიის რექტორის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის სამართალში მისცეს და 4 წლით დისციპლინურ ბატალიონში გაგზავნეს.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 15 მარტის „თავისუფალ საქართველოში“ (N18) დაიბეჭდა ნოე ჟორდანიას, ნოე რამიშვილისა და კარლო ჩხეიძის პარიზიდან გამოგზავნილი სამგლოვიარო დეპეშები სილიბისტრო ჯიბლაძის გარდაცვალების გამო.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 15 მარტის „თავისუფალ საქართველოში“ (N18) დაიბეჭდა ევგენი გეგეჭკორისა და აკაკი ჩხენკელის პარიზიდან გამოგზავნილი სამგლოვიარო დეპეშები სილიბისტრო ჯიბლაძის გარდაცვალების გამო.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 15 მარტის ჟურნ. „თავისუფალ საქართველოში“ (N18) დაიბეჭდა ბენია ჩხიკვიშვილისა და კონსტანტინე საბახტარაშვილის პარიზიდან გამოგზავნილი სამგლოვიარო დეპეშები სილიბისტრო ჯიბლაძის გარდაცვალების გამო.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 15 მარტის ჟურნ. „თავისუფალ საქართველოში“ (N18) დაიბეჭდა ჭიჭიკო ასათიანის პარიზიდან გამოგზავნილი სამგლოვიარო დეპეშა სილიბისტრო ჯიბლაძის გარდაცვალების გამო.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 15 მარტის ჟურნ. „თავისუფალ საქართველოში“ (N18) დაიბეჭდა ნოტა, გადაცემული რუმინეთის, პოლონეთის, ფინეთის, ლიტვისა და ლატვიის სახელმწიფოებისთვის 1922 წლის 27 იანვარს. ხელს აწერს აკაკი ჩხენკელი

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 27 იანვარს რუმინეთის, პოლონეთის, ფინეთის, ლიტვისა და ლატვიის სახელმწიფოებს გადაეცა ნოტა (ხელს აწერს აკაკი ჩხენკელი), რომელიც მათგან მოითხოვდა, მათი დელეგაციისთვის გენუის კონფერენციაზე მიეცათ მანდატი შემდეგი მოთხოვნებით: 1. საქართველოს ევაკუაცია რუსეთის ჯარებისგან; 2. საქართველოს წარმომადგენლის დაშვება კონფერენციაზე.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 15 მარტის ჟურნ. „თავისუფალ საქართველოში“ (N18) დაიბეჭდა ნოე ჟორდანიას „საქართველოს დასაცველათ“ (პასუხი ოპონენტებს). წერილი გამოქვეყნდა ინგლისის სოციალ-დემოკრატიულ გაზეთ „ფორვარდში“.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 15 მარტის ჟურნ. „თავისუფალ საქართველოში“ (N18) დაიბეჭდა კონსტანტინე გვარჯალაძის კონსტანტინეპოლიდან გამოგზავნილი სამგლოვიარო დეპეშა სილიბისტრო ჯიბლაძის გარდაცვალების გამო.