ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50655

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 26 ივლისის ჟურნალ „თავისუფალი საქართველოში“ (N4) დაიბეჭდა სტაფანე ახმეტელიშვილის ნეკროლოგი.

1921

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1921 წლის 26 ივლისის ჟურნალ „თავისუფალი საქართველოში“ (N4) დაბეჭდილი სტეფანე ახმეტელიშვილის ნეკროლოგის მიხედვით, იგი საქართველოს დამოუკიდებლობამდე მსახურობდა რუსეთის შიდა გუბერნიებსა და ტაშკენტში და შემდეგ გადმოიყვანეს სამშობლოში.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 26 ივლისის ჟურნალ „თავისუფალი საქართველოს“ (N4) ცნობით, ბოლშევიკებმა, გამოცხადებული „ამნისტიის“ მიუხედავად, პირველი დღიდანვე დაიწყეს სოციალ-დემოკრატთა დაჭერა. ცეკა რევკომს რეპრესიების გაძლიერებას სთხოვდა. სტალინი თბილისში რომ ჩამოვიდა, ფილიპე მახარაძე, როგორც „რბილი“ მმართველი, გადააყენეს. მის ადგილას დანიშნეს ბუდუ მდივანი და დაიწყო ბოლშევიკების გაძლიერებული ძებნა და დაჭერა.

1921

ტიპი: ნასამართლეობა

1921 წლის 26 ივლისის ჟურნ. „თავისუფალი საქართველოს“ (N4) ცნობით, თბილისში დაიჭირეს ბევრი მოწინავე მუშა და ინტელიგენტი, მათ შორის: ალექსანდრე დგებუაძე, ნოე ცინცაძე, ანდრო ჭიაბრიშვილი და სხვ. ისინი მეტეხის ციხეში, საშინელ პირობებში მოათავსეს.

1921

ტიპი: ნასამართლეობა

1921 წლის 26 ივლისის ჟურნ. „თავისუფალი საქართველოს“ (N4) ცნობით, თბილისში დაიჭირეს ბევრი მოწინავე მუშა და ინტელიგენტი, მათ შორის: ალექსანდრე ფარნიევი, კ. გოგია, გერასიმე მახარაძე და სხვ. ისინი მეტეხის ციხეში, საშინელ პირობებში მოათავსეს.