რეგისტრირებული ფაქტები51443
სორტირება თარიღი მზარდობით
1950
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1950 წლის პირველ თებერვალს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს ურჩია, რომ რეინლანდიაში არ ეცხოვრა. მოკითხვა შეუთვალა კონსტანტინე კრომიადს და დავით ვაჩნაძის ავადმოყოფობის გამო მწუხარება გამოთქვა.
1950
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1950 წლის 15 მარტიდან ამავე წლის 8 აპრილამდე ქრისტინე შარაშიძე საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგიის ინსტიტუტის კლინიკურ სტაციონარში იმყოფებოდა.
1950
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1950 წლის 14 აპრილს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს სთხოვა, ქართველი ტყვის ანტონ წეროძის შვილისთვის გადაეცა, რომ მამამისს რომში არ იცნობდნენ. ერთადერთი ქართველი არველაძე იყო, ვინც უთხრა, რომ ბათუმში წეროძეებს იცნობდა.
1950
ტიპი: ღონისძიება
1950 წლის 14 აპრილს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ ანტონ წერაძის შესახებ ინფორმაციის მისაღებად მის ქალიშვილს საკონსულოში გაეგზავნა წერილი. მისი აზრით, თუ წერაძის ქალიშვილი გერმანიაში მყოფ რუსულ ოფიციალურ წრეებს მამის შესახებ ინფორმაციას სთხოვდა, არაფერი დაშავდებოდა.
1950
ტიპი: ღონისძიება
1950 წლის 14 აპრილს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ რომიდან გამგზავრებას აპირებდა, რადგან მას მღვდელი თარხნიშვილი კონსტანტინოპოლში, ქართულ კათოლიკურ მონასტერში გადასვლას სთხოვდა. ასევე შეატყობინა, რომ იქ მემუარების დაწერას გეგმავდა.
1950
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1950 წლის 14 აპრილს რომიდან შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ ვალის დასაბრუნებლად ქართულიდან რუსულ ენაზე გადათარგმნა არველაძის მოთხრობა და საღირაშვილს კუთვნილი 34.000 ლირა დაუბრუნა.
1950
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1950 წლის 2 მაისს პაკისტანიდან შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ საღირაშვილს 357 გერმანული მარკის ანგარიშით ვალი დაუბრუნა.
1950
ტიპი: ღონისძიება
1950 წლის 10 დეკემბერს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს შეატყობინა, რომ იგი სასამართლოში არ გამოუძახებიათ. შეატყობინა, რომ მიხეილ ალშიბაიას საქმე გართულდა.
1951
ტიპი: თანამდებობა
1951 წელს ქრისტინე შარაშიძე სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილებაში მუშაობდა.
1951
ტიპი: ღონისძიება
1951 წელს გამოქვეყნდა ევგენი გეგეჭკორის პუბლიცისტური წერილი მეორე მსოფლიო ომის შემდგომი საერთაშორისო მდგომარეობის შესახებ, რომელშიც ის საუბრეობს ჩერჩილის, ჰიტლერისა და სტალინის მიერ განხორციელებულ სხვადასხვა გეგმაზე.
1951
ტიპი: ავტორობა
1951 წელს გამოქვეყნდა ევგენი გეგეჭკორის წერილები ბოლშევიზმის წინააღმდეგ მებრძოლ ამერიკულ კომიტეტთან კავშირის დამყარების თაობაზე. წერილის თანახმად, „რუსეთის ხალხთა გათავისუფლების ამერიკულმა კომიტეტმა“ მიმართა ქართულ ემიგრაციას პროპაგანდისტული მიზნით, მონაწილეობა მიეღოთ ანტიბოლშევიკური ბლოკის შექმნაში, თუმცა ამაზე უარყოფითი პასუხი მიიღო.
1951
ტიპი: ავტორობა
1951 წელს გამოქვეყნდა ევგენი გეგეჭკორის მოხსენება „დღევანდელი საერთაშორისო ვითარება და მისი გამომწვევი მიზეზები“, რომელშიც ის საუბრობს მოსკოვისა და დასავლეთის ურთიერთობის სიძნელეებზე, მე-2 მსოფლიო ომზე, აზიაში გამძვინვარებულ სტიქიაზე და ამ პირობებში, ქართველ ხალხს ისევ მოუწოდებს თავისუფლებისთვის ბრძოლისკენ.
1951
ტიპი: ავტორობა
1951 წელს გამოქვეყნდა ევგენი გეგეჭკორის პუბლიცისტური წერილი „საქართველოს დაპყრობის ისტორიიდან“ საქართველოში ბოლშევიკების შემოსვლის 30 წელთან დაკავშირებით, რომელშიც ნათქვამია, რომ 1921 წლის 4 იანვარს პოლიტბიუროს სხდომაზე სერგო ორჯონიკიძემ წამოჭრა საქართველოს იარაღით დაპყრობის საკითხი. მას მხარი დაუჭირეს სტალინმა და ფილიპე მახარაძემ, თუმცა ლენინმა მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მეორე დღეს სხდომაზე საიდუმლოდ ითათბირეს ტროცკი-სტალინმა და გზა დაულოცეს ორჯონიკიძეს დაგეგმილ მზაკვრულ გეგმაში.
1951
ტიპი: ავტორობა
1951 წელს ევგენი გეგეჭკორმა გამოაქვეყნა საპროტესტო წერილი გაზეთის „Русская мысль“ რედაქტორისადმი ე.წ „პარიზის ბლოკის“ მიერ ბოლშევიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ამერიკული კომიტეტისათვის წარსადგენი მემორანდუმის (რომელსაც ხელს აწერს ევგენი გეგეჭკორი) გადაკეთებული სახით დაბეჭვდის გამო (რუსულ ენაზე).
1951
ტიპი: ავტორობა
1951 წლის 11 მაისს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკდემიის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტმა ქრისტინე შარაშიძეს გასაცნობად გაუგზავნა ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის, რენე შმერლინგის სადისერტაციო ნაშრომის „Художественное оформление грузинской рукописи IX, X и XI веков“ ავტორეფერატი.
1951
ტიპი: ავტორობა
1951 წლის 6 ივნისს ქრისტინე შარაშიძემ განცხადებით მიმართა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტის დირექციას, რომ ავადმყოფობის გამო ვერ შეძლო საკანდიდატო მინიმუმის ჩაბარება და ითხოვა დაებრუნებინათ 1948 წლის შემოდგომაზე წარდგენილი სადისერტაციო ნაშრომი „ვახუშტი ნათარგმნ შრომებში“ (სამ ცალად). ნაშრომის გამოტანას ის თინათინ ენუქიძეს ანდობდა.
1952
ტიპი: ავტორობა
1952 წლის სამუშაო გეგმის მიხედვით, ქრისტინე შარაშიძეს A ფონდის (ყოფილი საეკლესიო მუზეუმის) 100 ხელნაწერი უნდა აღეწერა და სასტამბოდ მოემზადებინა, საქართველოს ისტორიის მასალების XV-XIII საუკუნეების ტექსტები (ნაკვეთი II) გამოეკვლია, დასაბეჭდად გადაცემული H ფონდის ხელნაწერთა 84 აღწერილობის კორექტურა გაეკეთებინა და „აღწერილობათა“ VI ტომისათვის საძიებელი შეედგინა.