ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51113

1927

ტიპი: ავტორობა

1927 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლაში“ (N26) დაიბეჭდა შალვა ზინობის ძე აბდუშელიშვილის, ფსევდონიმით შ. აბდ-ი, წერილი „დამოუკიდებლობის სადარაჯოზე“ (ძმები დოსიფე და ამბროსი გაჩეჩილაძეები).

2026

ტიპი: ავტორობა

1927 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლაში“ (N26) დაბეჭდილი წერილის „აგვისტოს გმირთა ხსოვნას“ ცნობით, დუმის თავმჯდომარემ, ხომიაკოვმა ხომიაკოვმა ნოე ხომერიკის სამკურნალოდ გადაყვანის შუამდგომლობაზე შინაგან საქმეთა მინისტრისგან მიიღო უარყოფითი პასუხი. მას დართული ჰქონდა პოლიციის დეპარტამენტის ცნობა, რომ ხომერიკი ათ წელზე მეტი რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი, მისი ლიდერი და რევოლუციური საქმეების სულისჩამდგმელი იყო.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის აგვისტოს ჟურნ. „ბრძოლაში“ (N26) დაბეჭდილი წერილის „აგვისტოს გმირთა ხსოვნას“ ცნობით, ნოე ხომერიკის სამკურნალოდ გადაყვანის შუამდგომლობის პასუხად დუმის თავმჯდომარის, ხომიაკოვისთვის გამოგზავნილ ცნობაში აღნიშნულია, რომ ნოე ხომერიკის ხელმძღვანელობით ჩატარდა სახელმწიფო დუმის სამივე საარჩევნო კამპანია ამიერკავკასიაში, რომლებიც უკიდურეს სოციალისტთა არჩევით დამთავრდა, ის არსებული საზოგადოებრივი და სახელმწიფო წყობილების ყველაზე საშიშ მტერთა კატეგორიას ეკუთვნოდა, ამიტომ მისი სასჯელის შემსუბუქება დაუსჯელობის გრძნობას ჩანერგავდა რევოლუციონერთა შეგნებაში.

1927

ტიპი: გარდაცვალება

1927 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლაში“ (N26) დაბეჭდილ წერილში „აჯანყების მსხვერპლნი ჭიათურაში“ მოყვანილია აგვისტოს აჯანყებას შეწირულთა სია – მასწავლებლები, სოციალ-დემოკრატები: ძმები, სერაპიონ და ვალიკო მაჭარაშვილები, ალექსანდრე მაჭარაშვილი, კონსტანტინე უგლავა და სხვ.

1927

ტიპი: სახელი

1927 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლაში“ (N26) დაიბეჭდა წერილი „ძვირფას მეგობრის ხსოვნას“ (ნიკო ხარშილაძე).

1922

ტიპი: გარდაცვალება

1922 წელს ოზურგეთის ჩეკას თავმჯდომარემ თავისი ხელით დახვრიტა ათი პოლიტიკური პატიმარი, მათ შორის იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი გიორგი მამულაიშვილი.

1903

ტიპი: ორგანიზაცია

გიორგი მამულაიშვილი 1903 წლიდან იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი.

1927

ტიპი: გარდაცვალება

1927 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლაში“ (N26) დაბეჭდილ წერილში „აჯანყების მსხვერპლნი ჭიათურაში“ მოყვანილია აგვისტოს აჯანყებაში დაღუპულთა სია – მუშები, სოციალ-დემოკრატები: მიხა აბესაძე, ისაკ სალარიძე, დიანოს მოდებაძე, სოციალისტ-რევოლუციონერი ლადო ვაშაძე და სხვ.

1927

ტიპი: გარდაცვალება

1927 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლაში“ (N26) დაბეჭდილ წერილში „აჯანყების მსხვერპლნი ჭიათურაში“ მოყვანილია აგვისტოს აჯანყებაში დაღუპულთა სია – მიწის მუშები, სოციალ-დემოკრატები: პოლიკარტე მიქაძე, გიორგი ხელაძე, გრიგოლ ჭიჭინაძე, მიხეილ მიხელიძე და სხვ.

1927

ტიპი: გარდაცვალება

1927 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლაში“ (N26) დაბეჭდილ წერილში „აჯანყების მსხვერპლნი ჭიათურაში“ მოყვანილია აგვისტოს აჯანყებაში დაღუპულთა სია – მიწის მუშები, სოციალ-დემოკრატები: მოსე ვარდოსანიძე, მაქსიმე ბრეგვაძე, შალიკო გაფრინდაშვილი და სხვ.

1927

ტიპი: გარდაცვალება

1927 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლაში“ (N26) დაბეჭდილ წერილში „აჯანყების მსხვერპლნი ჭიათურაში“ მოყვანილია აგვისტოს აჯანყებაში დაღუპულთა სია – მოწაფეები და სტუდენტები, სოციალ-დემოკრატები, ყველანი – მშრომელთა შვილები: კოწია სამყურაშვილი, პორფირეს შვილი, პარმენ სამხარაძე, ნიკო ხარშილაძე, ნიკო შარაშიძე და სხვ.

1927

ტიპი: გარდაცვალება

1927 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლაში“ (N26) დაბეჭდილ წერილში „აჯანყების მსხვერპლნი ჭიათურაში“ მოყვანილია აგვისტოს აჯანყებაში დაღუპულთა სია – მოწაფეები და სტუდენტები, სოციალ-დემოკრატები, ყველანი – მშრომელთა შვილები: კოლია სარალიძე, ვანო ფხალაძე, მიშა ჯაჯანიძე, თენგიზ ჯაფარიძე და სხვ.

1927

ტიპი: გარდაცვალება

1927 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლაში“ (N26) დაბეჭდილ წერილში „აჯანყების მსხვერპლნი ჭიათურაში“ მოყვანილია აგვისტოს აჯანყებაში დაღუპულთა სია – მოწაფეები და სტუდენტები, სოციალ-დემოკრატები, ყველანი – მშრომელთა შვილები: ჭუკია კოკაიშვილი, რაჟდენ ლოსაბერიძე, სოციალ-ფედერალისტი გრიშა კეკელიძე, ჭუნია იაშვილი.