ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51180

2026

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის დამდეგიდან მასიურად იჭერდნენ ახალგაზრდებს, არც ცნობილ რევოლუციონერებს ერიდებოდნენ, გადასახლებიდან ახლად დაბრუნებული კონსტანტინე კანდელაკი კვლავ დაიჭირეს და 6 თვე ჩეკას ციხეში ტანჯეს, ბოლოს კი სხვებთან ერთად რუსეთში გადაასახლეს. უკანასკნელად რუსეთში გადაასახლეს 65-კაციანი ჯგუფი.

2026

ტიპი: ღონისძიება

1923 წელს ალექსანდრე ობოლაძემ გადაწვა მანწკავას ძმის, ვასილის, სახლი და თავისი ხელით ცოცხლად დაწვა სახლის პატრონის 12 წლის ვაჟი.

2026

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1927 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლაში“ (N26) დაბეჭდილი წერილის „ჩეკა და პოლიტიკური სამმართველო“ მიხედვით, ანეტა ვიბორგინი იყო ძველი კატორღელის, ნიკოლოზ ვიბორგინის შვილი.

2026

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 15 ივლისის ჟურნალ „თავისუფალ საქართველოში“ (N3) დაბეჭდილ წერილში „ნ. ჟორდანია ბელგიაში“ აღნიშნულია, რომ სოციალისტურმა ორგანიზაციამ ნოე ჟორდანია ბრიუსელიდან ანტვერპენში მიიწვია. მუშათა ორგანიზაციამ იგი დიდებულად მიიღო. სტუმარს ახლდნენ კამილ ჰიუსმანსი, ლუი დე ბრიუკერი, ეკელერი და სხვ. იგი წარადგინა ეკელერმა და მოკლედ დაახასიათა ბელგიისა და საქართველოს ბედის მსგავსება.

2027

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N29-30) დაიბეჭდა წერილი „წამება ჩეკაში“ იმ პირთა შესახებ, რომლებიც გახდნენ ინკვიზიციის მსხვერპლნი თბილისის, სოხუმის, ბათუმის, ქუთაისის, ოზურგეთის ჩეკაში, მათ შორის იყო ვლასა ბოხოხაძე.