ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47984

1883

ტიპი: ორგანიზაცია

1883-1889 წლებში გიმნაზიაში სწავლის პერიოდში იაკობ ფანცხავას ჩამოყალიბებულ პოლიტიკით დაინტერესებულ მეგობართა წრეში ვალოდია ლორთქიფანიძისა და ივანე ლუზინის გარდა კიდევ სამი ყმაწვილი შედიოდა.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883-1889 წლებში გუსევმა იაკობ ფანცხავასთვის ჩამორთმეული მიხაილოვსკის წიგნები მეორე დღეს პედაგოგიურ საბჭოს წარუდგინა.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883-1889 წლებში კინშინმა და გუსევმა გიმნაზიის დირექტორი სტოიანოვისგან იაკობ ფანცხავას სასტიკად დასჯა მოითხოვეს.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883-1889 წლებში სტოიანოვმა უარი თქვა იაკობ ფანცხავას დასჯაზე, რადგან მის სახლში აღმოჩენილი წიგნები ცენზურის მიერ ნებადართული იყო და მათი მოსწავლისთვის დაბრუნება ბრძანა.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883-1889 წლებში, გიმნაზიაში სწავლის პერიოდში, იაკობ ფანცხავამ ამხანაგებთან ერთად შეკრიბა საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოვლენებით დაინტერესებულთა ჯგუფი.

1883

ტიპი: ავტორობა

1883-1889 წლებში, ქუთაისის გიმნაზიაში სწავლის პერიოდში, იაკობ ფანცხავას მასწავლებელმა სოსო ღოღობერიძემ შეატყობინა, რომ დირექტორ სტოიანოვის გადაწყვეტილებით მას სასწავლებლიდან არ გააგდებდნენ.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883-1889 წლებში იაკობ ფანცხავას ქუთაისის გიმნაზიაში დატოვების ერთადერთი საფუძველი მისი წარმატებული აკადემიური მოსწრება იყო.

1883

ტიპი: ავტორობა

1883-1889 წლებში დაწერილ იაკობ ფანცხავას ლექსების კრებულში ერთი ლექსი ალექსანდრე მესამესაც ეძღვნებოდა.

1883

ტიპი: ავტორობა

1883-1889 წლებში იაკობ ფანცხავას დაწერილი ლექსების კრებული ილია ჭავჭავაძის შემოქმედების გავლენით იყო შექმნილი..

1883

ტიპი: ღონისძიება

1883-1889 წლებში გიმნაზიაში სწავლის პერიოდში იაკობ ფანცხავამ საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოვლენებით დაინტერესებულ მეგობრებს წაუკითხა მოხსენება „В вихре современности“.

1883

ტიპი: ავტორობა

1883-1889 წლებში იაკობ ფანცხავას დაწერილი მოხსენება „В вихре современности“ ალექსანდრე მესამის ეპოქის პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების აღწერას ეძღვნებოდა.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883-1889 წლებში იაკობ ფანცხავამ თავისი მოხსენება „В вихре современности“ სამეგობრო წრესთან წარდგენის დღესვე დაწვა მისი სარისკო შინაარსის გამო.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883-1887 წლებში გორის სამაგალითო სკოლაში სწავლის პერიოდში შიო მღვიმელი ლადო ხმალაძესთან და მის ოჯახთან ატარებდა დროის უმეტეს ნაწილს.

1883

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1883-1887 წლებში შიო მღვიმელი წელიწადში მხოლოდ ერთი-ორი კვირით სტუმრობდა დედას.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883-1887 წლებში ალექსანდრე ხმალაძეს ირმებზე ნადირობისას ხშირად ახლდნენ შვილები – ლადო და გოლა, აგრეთვე შიო მღვიმელი.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წელს რუსეთში გადასახლებამდე მიხეილ ყიფიანმა გორის სემინარიიის დირექტორ სემიონოვს სთხოვა, შიო მღვიმელისთვის მეურვეობა გაეწია.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წელს გორის სემინარიის საავადმყოფოში გამწესებული შიო მღვიმელი პანსიონერების გამოკვების შემდეგ მოსამსახურეებთან ერთად სადილობდა.

1883

ტიპი: ავტორობა

1883-1889 წლებში იაკობ ფანცხავამ მოხსენება „В вихре современности“ შჩედრინის „Мелочи жизни“- ს მიხედვით დაწერა.

1883

ტიპი: ავტორობა

1883-1889 წლებში იაკობ ფანცხავას დაწერილი მოხსენება „В вихре современности“ ალექსანდრე მესამის საქართველოში ვიზიტს ეხებოდა.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლამდე თედო სახოკიას ტრაპეზის მსახურად გახდომა ჰქონდა განზრახული, მამამისის სურვილისამებრ.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლამდე თედო სახოკიას მამას სურდა, იგი ტრაპეზის მსახური გამოსულიყო.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883-1889 წლებში ქუთაისის თეატრში წარმოდგენების ანტრაქტების დროს ახალგაზრდებს შორის, რომლებიც დიდხანს იხმობდნენ მსახიობებს, ყვიროდნენ და სკამებს ამტვრევდნენ, განსაკუთრებით გამოირჩეოდა ნიკო თავდგირიძე.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883-1889 წლებში ადგილობრივი თეატრის წამყვანი მსახიობი, კოტე მესხი ნაპოლეონ პირველის როლს თამაშობდა.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883-1889 წლებში, ჯერ კიდევ გიმნაზიაში ყოფნის პერიოდში, იაკობ ფანცხავა დაინტერესებული იყო საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოვლენებით.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წელს შიო არაგვისპირელი თბილისის სასულიერო სასწავლებელში შეხვდა მასწავლებელს, რომელმაც მას სწავლა შეაყვარა.