ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები52195

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის მარტში დავით მაჭავარიანი გადადგა სამხედრო სამსახურიდან და ცხოვრობდა თბილისში.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 25 ოქტომბერს დავით მაჭავარიანი საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისათვის წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წელს დავით მაჭავარიანი საბრძოლო დამსახურების და სამსახურში წარჩინებისათვის წმინდა სტანისლავის II ხარისხის ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1907

ტიპი: ღონისძიება

საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის დავით მაჭავარიანი 1907 წელს წმინდა ანას III ხარისხის ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს დავით მაჭავარიანი საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისათვის წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წელს დავით მაჭავარიანი საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისათვის წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1923

ტიპი: ორგანიზაცია

1923 წელს შექმნილ სამხედრო ცენტრში 15 პირი შედიოდა, გენერლები: კოტე აფხაზი, ვარდენ წულუკიძე და როსტომ მუსხელიშვილი, პოლკოვნიკები: გიორგი ხიმშიაშვილი, ელიზბარ გულისაშვილი, ალექსანდრე მაჭავარიანი და დიმიტრი ჩრდილელი, როტმისტრები: ლევან კლიმიაშვილი და სიმონ ბაგრატიონ-მუხრანელი, კაპიტანი ფარნაოზ ყარალაშვილი, ნიკოლოზ ზანდუკელი, იასონ კერესელიძე, სიმონ ჭიაბრიშვილი და ივანე ქუთათელაძე.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 8 და 10 ოქტომბერს თბილისის რკინიგზის დეპოებში, ფაბრიკა-ქარხნებში და სხვ. მუშებმა გამართეს თათბირი მოსკოვის სოვნარკომისა და საქართველოს რევკომის მიერ საქართველოს ფაქტობრივ გაბათილებაზე და გადაწყვიტეს წარმომადგენელთა გაგზავნა რევკომში წერილობითი განცხადების გადასაცემად, რომელსაც 5 132 მუშამ მოაწერა ხელი. შემდეგ მუშებმა აირჩიეს 3 პირი პოლიტიკურ პარტიებთან და 9 პირისგან შემდგარი დელეგაცია საქართველოს რევკომთან მოსალაპარაკებლად, ამ უკანასკნელში – იასონ ჩაჩუა, იაკობ ასიტოვი, ლეონტი თომაძე, ანდრო თოდუა, იასონ კახაბრიშვილი, ვასილ ოსიძე, პეტრე ხარაძე, იოსებ ავალიძე და ნიკოლოზ გოგინაშვილი.

1926

ტიპი: გარდაცვალება

1926 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლაში“ (N14) დაიბეჭდა ვანო ღლონტის ნეკროლოგი.

1926

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1926 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლის“ (N14) ცნობით, ვანო ღლონტი იყო ღარიბი ოჯახიდან.

1895

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ვანო ღლონტი დაიბადა სოფ. მელექედურში 1895 წელს.

1926

ტიპი: ორგანიზაცია

1926 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლის“ (N14) ცნობით, ვანო ღლონტი იყო სოფლის სოციალ-დემოკრატიული რევოლუციური მოძრაობის ტიპური წარმომადგენელი და გამავრცელებელი.

1926

ტიპი: განათლება

1926 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლის“ (N14) ცნობით, ივანე ბეგლარის ძე ღლონტს პირველდაწყებითი განათლება ჰქონდა მიღებული.

1926

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1926 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლის“ (N14) ცნობით, ვანო ღლონტი სოფლის მეურნეობას მისდევდა.

1926

ტიპი: ღონისძიება

1926 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლის“ (N14) ცნობით, ახალგაზრდა ვანო ღლონტი ბრძოლაში ჩაება იმ დროს, რომელიც გურიაში ცნობილია ტოლმაჩევის ეპოქად. ტოლმაჩევი მუსრს ავლებდა რევოლუციურ ორგანიზაციებს, ასობით მოწინავე გლეხს იჭერდა და ჩრდილო რუსეთის მხარეში ასახლებდა.

1926

ტიპი: ავტორობა

1926 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლაში“ (N14) დაიბეჭდა ნოე ჟორდანიას მოწინავე „სადღეისო“, მიძღვნილი 1924 წლის აჯანყების ორი წლისთავისადმი.

1925

ტიპი: ავტორობა

1925 წლის 22 ივლისს კოტე ანდრონიკაშვილმა თბილისში, დამოუკიდებელი კომიტეტის წევრთა სასამართლო პროცესზე, წარმოთქვა პირველი სიტყვა.

2026

ტიპი: ორგანიზაცია

1926 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლის“ (N14) ცნობით, ვანო ღლონტი გურიაში ტოლმაჩოვის რეაქციის დროს სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობას მიკედლა, ორგანიზაციების მუშაობაში ჩაება ორგანიზაციის თვალსაჩინო წევრი გახდა.

1926

ტიპი: განათლება

1926 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლის“ (N14) ცნობით, დავით ქარცივაძემ მიიღო სამხედრო განათლება.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის რევოლუციის დროს დავით ქარცივაძე სარიყამიშში პორუჩიკის თანამდებობაზე მუშაობდა და უკვე სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის რევოლუციის დროს დავით ქარცივაძემ შვებულება აიღო, სარიყამიშიდან საქართველოში გამოემგზავრა და აქტიურად ჩაება რევოლუციური მოძრაობაში.