ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51489

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წლის 26 მაისამდე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის ფუნქციებს ასრულებდა საქართველოს ეროვნული საბჭო, რომლის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოღვაწე კოტე აფხაზი იყო.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919-1920 წლებში კოტე აფხაზი ერთ-ერთი კომერციული ბანკის დირექტორად და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრად მუშაობდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წელს კოტე აფხაზი აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების შესახებ კანონის შემუშავებაში, რომელიც დამფუძნებელი კრების მიერ იმავე წლის ივლისში დამტკიცდა კიდეც.

1921

ტიპი: ორგანიზაცია

ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია-ანექსიის შემდგომ კოტე აფხაზი ქართველი ერის განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გახდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის თებერვალში საქართველოს გასაბჭოებისას კოტე აფხაზმა კატეგორიული უარი განაცხადა თბილისის დატოვებაზე. „თბილისი – საქართველოა, და ვინც თბილისს სტოვებს, ის ტოვებს საქართველოს“ – იყო მისი პასუხი.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წელს კოტე აფხაზისა და პოლკოვნიკ ქაქუცა ჩოლოყაშვილის თაოსნობით მოხდა აჯანყება ხევსურეთში, რომელმაც, მიუხედავად დამარცხებისა, საგრძნობი ზიანი მიაყენა საბჭოთა საოკუპაციო ჯარს.

1922

ტიპი: ორგანიზაცია

1922 წელს კოტე აფხაზი თანამოაზრეებთან ერთად იყო საქართველოს ინტერპარტიული პარიტეტული კომიტეტის (იგივე საქართველოს „დამოუკიდებლობის კომიტეტი”) შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი.

1922

ტიპი: ორგანიზაცია

1922 წელს კოტე აფხაზის თაოსნობით შეიქმნა დამოუკიდებლობის კომიტეტის „სამხედრო ცენტრი“.

1923

ტიპი: ნასამართლეობა

1923 წლის თებერვალში ჩეკისტებმა დააპატიმრეს გენერალი კოტე აფხაზი და „სამხედრო ცენტრის“ სხვა 14 წევრი.

1923

ტიპი: ნასამართლეობა

1923 წლის თებერვალში ჩეკას სპეციალურმა კოლეგიამ, ე.წ. „ტროიკამ“, კოტე აფხაზს სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა მიუსაჯა.

1923

ტიპი: გარდაცვალება

1923 წლის 20 მაისს კოტე აფხაზი დახვრიტეს თბილისში, დღევანდელი „ვაკის პარკის” ტერიტორიაზე.

1923

ტიპი: ავტორობა

კოტე აფხაზის ბოლო სიტყვები იყო: „მე ვკვდები სიხარულით, რადგან ღირსი გავხდი სამშობლოს სამსხვერპლოზე ზვარაკად მიტანისა, ჩვენი სიკვდილი გამარჯვებას მოუტანს საქართველოს!“

2023

ტიპი: ღონისძიება

საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, სამშობლოსათვის თავგანწირვისა და ქვეყნის წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის საქართველოს პრეზიდენტის 2023 წლის 4 ივლისის N04/07/02 განკარგულებით კოტე აფხაზი სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა საქართველოს ეროვნული გმირის ორდენით და მიენიჭა საქართველოს ეროვნული გმირის წოდება.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წელს კირილე ქუთათელაძე საარტილერიო სასწავლებლიდან კავკასიის გრენადერთა საარტილერიო ბრიგადაში მოხვდა.