ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51507

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 23 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა მ. ადამაშვილის (მიხეილ ჯავახიშვილის) წერილი „სოფელი და ქალაქი“.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 22 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მინისტრი ნოე გიორგის ძე ხომერიკი ანეტა ივანეს ასული ხომერიკის მეუღლე იყო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 22 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოში“ ანეტა ივანეს ძე ხომერიკის გარდაცვალებას იუწყებოდნენ მეუღლე ნოე გიორგის ძე ხომერიკი და შვილი ვიქტორ ხომერიკი.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 24 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, 25 თებერვალს ქართული და რუსული დრამის არტისტების მიერ „საზოგადო კლუბის“ შენობაში გამართულ ლიტერატურულ-მუსიკალურ-საცეკვაო საღამოზე მონაწილეობას მიიღებდნენ: სტოგინა, დავიდოვა, მასკინა, ვართანოვი, კაევი, ვასილ ურუშაძე, დესპინე ივანიძე, ჩაროვი, გიორგი ჯაბაური.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 24 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ჟურნალ „ფასკუნჯის“ პირველი ნომერში, რომელიც მარტში გამოვიდოდა, გენდეგილის (დომენიკა ზურაბის ასულ ერისთავის), ეკ. გაბაშვილის, კ. მაყაშვილის, ს. შანშიაშვილის, ტ. რამიშვილის და ა. სარაჯიშვილის ნაწარმოებები დაიბეჭდებოდა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 24 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ჟურნალ „ფასკუნჯის“ პირველი ნომერში, რომელიც მარტში გამოვიდოდა, ნ.მარის, კ. აბაშიძის, გრ. რობაქიძის, ე. თაყაიშვილის და ილ. ჭავჭავაძის წერილები დაიბეჭდებოდა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 24 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, კონსტანტინე ჩითანის ძე თავართქილაძესთან დეკანოზ ნესტორ დიმიტრის ძე ყუბანეიშვილის მიერ შედგენილი „სამღვთო სჯულის სახელმძღვანელო“ იყიდებოდა.