ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50557

1883

ტიპი: განათლება

1883-1889 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში შიო არაგვისპირელის სწავლის პერიოდში იგი ისე დაუტანჯავს ბერძნული ენის მასწავლობელს, რომ რაღაც დროის მერე საერთოდ შეშვებია ბერძნულს და სემინარიის დამთვარებამდე აღარ მობრუნებია ამ საგანს, თუმცა ოთხზე ნაკლები ნიშანი არასდროს აღარ ჰქონია.

1883

ტიპი: ღონისძიება

შიო არაგვისპირელს ღვთისმოყვარეობა სასულიერო სემინარიაში ჩაბარებამდე გაჰყოლია, შემდეგ კი მისი რწმენა 1883 წელს ერთ დღეში დამსხვრეულა.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883-1889 წლებში შიო არაგვისპირელი ყოველთვის თვალცრემლიანი შესთხოვდა ღმერთს დახმარებას, როცაკი ამხანაგებისა თუ მასწავლებლებისგან უსამართლო დამოკიდებულებას გადაეყრებოდა.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883-1889 წლებში თბილისში სწავლის პერიოდში შიო არაგვისპირელი და მისი ძმა, გიორგი საზაფხულო არდადეგებზე მშობლიურ სოფელში ჩადიოდნენ.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლამდე შიო არაგვისპირელი მღვდლობაზე ოცნებობდა.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლამდე შიო არაგვისპირელი მეტად ღვთისმოყვარე ახალგაზრდა გახლდათ.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883-1884 წლებში 15-16 წლის თედო სახოკია იყო ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო ყველა იმდროინდელი მოქალაქე რუსეთის იმპერიისა, კანონმორჩილი და ერთგული ქვეშევრდომი იმპერატორ ალექსანდრე მესამისა.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წელს იაკობ გოგებაშვილი წერდა, რომ ახალმა ეგზარქოსმა ქართველების მიმართ არაერთხელ გამოავლინა უპატივცემულობა და საზოგადოების გულისწყრომა დაიმსახურა.

1883

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1883 წელს სილიბისტრო ჯიბლაძე, ჯერ კიდევ მოწაფე, გამოვიდა რევოლუციურ ასპარეზზე. იგი 30 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა პარტიას და 3 წელი იჯდა ციხეში.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის 5 იანვარს გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „გავლილი წელიწადი ევროპაში“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის 6 იანვარს გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „გავლილი წელიწადი რუსეთში“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის 9 იანვარს გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა ვახტანგ ორბელიანის პოეტური გამოხმაურება ილია ჭავჭავაძის ლექსზე: „ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია?“.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის 9 იანვარს გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „გამბეტას დამარხვა“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის 11 იანვარს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „შარშანდელი წელიწადი ჩვენში“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის 12 იანვარს გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „გახშირებული ავადმყოფობა“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის 14 იანვრის გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ილია ჭავჭავაძის სტატია „წმინდა ნინოს დღესასწაული“ გამოქვეყნდა. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის 19 იანვრის გაზეთ „დროებაში“ ილია ჭავჭავაძის სტატია „ქალაქის თავის არჩევანი“ გამოქვეყნდა. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის 21 იანვრის გაზეთ „დროებაში“ ილია ჭავჭავაძის სტატია „ჩვენი თავადაზნაურობა და ერობა“ გამოქვეყნდა. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის 22 იანვრის გაზეთ „დროებაში“ ილია ჭავჭავაძის სტატია „საფრანგეთში“ გამოქვეყნდა. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის 25 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, სამოსწავლო ოლქის მზრუნველ კირილ იანოვსკისთვის გაგზავნილ და უკან დაბრუნებულ დოკუმენტზე ბათუმის სკოლაში მუსლიმური რჯულის სწავლების პროგრამის დამტკიცებასთან დაკავშირებით იმსჯელეს.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის 25 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე არ გაითვალისწინეს იაკობ გოგებაშვილის მოსაზრება, რომ თონეთისა და ხელთუბნის სკოლებში რუსული ენის სწავლება პირველი კლასის მეორე სემესტრიდან დაეწყოთ.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის 25 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გიორგი თუმანიშვილს დრამატული ნაწარმოებების შერჩევა დაავალეს.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის 25 იანვარს ბათუმის სკოლის მასწავლებელმა მოსე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას აცნობა, რომ შედგა დრამატული წრე, რომელიც საზოგადოების ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად წარმოდგენებს გამართავდა.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის 25 იანვარს ბათუმის სკოლის მასწავლებელმა მოსე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ორგანიზაციის ახალი წევრებისგან მოკრებილი თანხა გაუგზავნა.