ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები52221

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის მაისში გაზეთ „ივერიის“ მეოთხე ნომერში ილია ჭავჭავაძის „შინაური მიმოხილვა“ დაიბეჭდა.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის მაისში ილია ჭავჭავაძემ თბილისის სათავადაზნაურო ბანკის სხდომებში მონაწილეობა მიიღო.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის 10 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორ ალექსი ჭიჭინაძისგან გამოცდების ჩატარების თარიღთან დაკავშირებით შეტყობინება მიიღო.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის 10 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, საზოგადოების წლიური კრება დანიშნეს.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის 10 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, ცხინვალის სკოლის გამომძიებელ ნიკოლოზ ხიზანიშვილს ვახტან VI-ის „სამართლის წიგნის“ ხელნაწერი დროებით ათხოვეს.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის 11 მაისს ილია ჭავჭავაძემ წარმოდგენების გამართვასა და დრამატული საზოგადოების ხელმძღვანელობაზე უარი განაცხადა.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის 11 მაისს გაზეთ „შრომაში“ ესტატე მჭედლიძის სტატია „ბატ. ილ. ჭავჭავაძე და მისი ახალი პოემა „განდეგილი“ დაიბეჭდა.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის 11 მაისს გაზეთ „შრომაში“ დაიბეჭდა ესტატე მჭედლიძის სტატია „ბატ. ილ. ჭავჭავაძე და მისი ახალი პოემა „განდეგილი“.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის 28 მაისს გაზეთ „დროებაში“ ნიკო ხიზანიშვილის წერილი „ჩვენს ლიტერატურულ კეთილ-წესიერებაზედ“ დაიბეჭდა.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის ივნისში ჟურნალ „იზიაშჩნაია ლიტერატურას“ ნომერში ნიკო ნიკოლაძის მიერ თარგმნილი „გლეხთა განთავისუფლების პირველ-დროების სცენები“, გამოქვეყნდა.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის 3 ივნისს ილია ჭავჭავაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებას თავმჯდომარეობდა.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის 23 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, საგარეჯოში ახალგახსნილი ქალთა სახელოსნო სკოლის თხოვნა მასწავლებლის დანიშვნისა და დაფინანსების შესახებ ვერ დააკმაყოფილეს.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის 23 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ბათუმის სკოლის მასწავლებლის მოსე ნათაძის წლიური ანგარიში განიხილეს.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის 24 ივნისს ილია ჭავჭავაძემ წერილობით მიმართა თბილისის გუბერნიის სკოლების დირექტორს, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წესდების შესაბამისი პროგრამით სოფელ თონეთში სკოლის გახსნის ნებართვის თაობაზე.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის ივლისში ილია ჭავჭავაძეს ჟურნალ „ივერიაში“ თავისი ლექსის “ბაზალეთის ტბის“ გამოქვეყნება სურდა. მან ამონაბეჭდი წარადგინა საცენზურო კომიტეტში, მაგრამ მისი დაბეჭდვა აიკრძალა.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის ივლისიდან ილია ჭავჭავაძე დამოუკიდებლად განაგრძობს გაზეთ „ივერიის“ გამოცემას.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის ივლისში ივანე მაჩაბელმა გაზეთ „ივერიის“ თანარედაქტორობაზე უარი განაცხადა.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის ივლისის ჟურნალ „ივერიის“ მეხუთე-მეექვსე ნომრებში ილია ჭავჭავაძის „შინაური მიმოხილვა“ დაიბეჭდა.

1883

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ნინო იოსების ასული ბაქრაძე-ბოცვაძე, თბილისის რეალური სასწავლებლის უფროსი მასწავლებელი, დაიბადა 1883 წლის 12 ივლისს. იყო მართლმადიდებელი.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის 14 ივლისს ილია ჭავჭავაძემ ლექსი „ბაზალეთის ტბა“ დაწერა.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის 20 ივლისს ილია ჭავჭავაძემ საგურამოში იონა მეუნარგიას უმასპინძლა.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N7-8) დაიბეჭდა: ლორენცო ბენონის „წერილები“ (თარგმანი ელენე მამულაშვილისა), პეტრე უმიკაშვილის „ოსმალოს სომხეთის საქმე“, ალექსანდრე ყაზბეგის „წამება ქეთევან დედოფლისა“, რაფიელ ერისთავის: „ობოლი“, „ტეტიას მოთქმა“ და „აღზევანს მოვლა“.

1883

ტიპი: გარდაცვალება

1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N7-8) სერგეი მესხის გარდაცვალების ამბავი დაიბეჭდა.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 7-8; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთწარმოება (1882 წლის 15 მაისიდან 1883 წლის 15 მაისამდე), რომელშიც აღნიშული იყო, რომ საზოგადოების რიგებში 319 წევრი ირიცხებოდა, აქედან 118 – დამფუძნებელი, 8 ადგილი იყო თავისუფალი (წესდებით დამფუძნებელი წევრი 126 უნდა ყოფილიყო), ერთი – საპატიო წევრი (დ. ი. ჩუბინაშვილი, აირჩა 1880 წელს), ნამდვილი – 202, კანდიდატი – 28.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 7-8; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთ-წარმოება (1882 წლის 15 მაისიდან 1883 წლის 15 მაისამდე), რომელშიც აღნიშული იყო, რომ საზოგადოების დამფუძნებელ წევრებს გამოაკლდნენ ეკატერინე ჭავჭავაძე და გრიგოლ ორბელიანი.