ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46127

1884

ტიპი: ღონისძიება

1884-1885 წლებში ვინაიდან მიხა ცხაკაიას ოჯახიდან არავინ ეხმარებოდა მატერიალურად, ბინის ქირაობის მთელ ხარჯს თედო სახოკია ფარავდა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884-1885 წლებში მიხა ცხაკაია სემინარიელებს სხვადასხვა თემას აძლევდა რეფერატების დასაწერად და შემდეგ ფარულ წრეებში წასაკითხად. მათ შორის: „Влияние И. Добролюбова на русскую молодежь“, „Писарев как мыслитель“ და სხვ.

1884

ტიპი: მფლობელობა

1884 წელს გახსნილი ალექსანდრე ჯაბადარისა და ივანოვის კერძო ბიბლიოთეკა, შემდგომში კავშირგაბმულობის სამმართველოს შენობაში მდებარეობდა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში ალექსანდრე ჟორდანიასთან სარწმუნოებრივ საკითხებზე გასაუბრებამ თედო სახოკიას და მის მეგობრებს ურყევ ჭეშმარიტებათა ხელახლა გააზრებისა და კრიტიკისაკენ უბიძგა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წელს თბილისის სასულიერო სემინარიის მოსწავლე ალექსანდრე ჟორდანია ირონიით უყურებდა და აქტიურად აკრიტიკებდა სარწმუნოებრივ საკითხებს.

1884

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1884 წლის აღდგომის დღეს მოწყობილმა ექსკურსიამ განსაკუთრებით დაახლოვა თედო სახოკია სოსო ლაღიაშვილსა და შიო დედაბრიშვილთან.

1884

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1884-1885 წლებში შიო დედაბრიშვილიც და თედო სახოკიაც თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდნენ და საცხოვრებელიც ერთი ჰქონდათ − სემინარიის პანსიონი.

1884

ტიპი: განათლება

1884-1885 წლებში თედო სახოკიამ საშუალო განათლება თბილისის სასულიერო სემინარიაში მიიღო.

1884

ტიპი: განათლება

თბილისის სასულიერო სასწავლებელში, სადაც თედო სახოკია 1884-1885 წლებში სწავლობდა, სემინარიელთა უმრავლესობა სოფლიდან იყო ჩამოსული.

1884

ტიპი: სახელი

1884-1885 წლებში თედო სახოკიას თბილისის სასულიერო სასწავლებელში სწავლის პერიოდში სემინარიის პანსიონში (ბურსაში) მცხოვრებთ ბურსაკებს ეძახდნენ.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის პერიოდში „ახალი მიმართულების“, სოციალიზმის, მოძღვრების შეთვისებაში თედო სახოკიას განსაკუთრებით დაეხმარა შიო დედაბრიშვილთან და სოსო ლაღიაშვილთან გატარებული დრო.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884-1885 წლებში სოსო ლაღიაშვილი და შიო დედაბრიშვილი მოძღვრავდნენ თედო სახოკიას, აღუწერდნენ სემინარიის იმდროინდელი ხელმძღვანელობის დამღუპველ გავლენას ახალგაზრდებზე და ახალი პროგრესული იდეებით სავსე ცხოვრებას უსახავდნენ.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884-1885 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში თედო სახოკიას სწავლის პერიოდში, სააღდგომოდ სემინარიის პანსიონში რჩებოდნენ უსახლკარო და უდედმამო მოსწავლეები ან ისინი ვისაც სამგზავრო ფული არ მოეპოვებოდა.

1884

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1884 წლის 5 იანვარს ილია ჭავჭავაძემ, ილია ოქრომჭედლიშვილს წერილი გაუგზავნა მოსკოვში და სთხოვა ეცნობებინა, მისაღები იყო თუ არა ქართული თეატრალური დასისთვის მის მიერ გაგზავნილი თანხის განაწილების სქემა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 7 იანვარს პეტრე უმიკაშვილს „ვისრამიანის“ კორექტირებასა და ბეჭდვაზე გაწეული ზედამხედველობისთვის 160 მანეთი გადასცეს.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის 10 იანვარს იაკობ გოგებაშვილმა მოხსენებაში აღნიშნა, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აგენტურები ოთხი წლით უნდა აერჩიათ.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 10 იანვარს იაკობ გოგებაშვილმა მოხსენებაში აღნიშნა, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აგენტურების დაარსება საქართველოს ყველა მაზრაში იყო საჭირო.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 10 იანვარს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ჩოლოყაშვილმა ილია ჭავჭავაძეს აცნობა, რომ რუსეთის სამიწათმოქმედო-საკრედიტო დაწესებულებების წარმომადგენელთა V ყრილობაზე მიიწვიეს.

1884

ტიპი: თანამდებობა

1884 წლის 13 იანვარს კონსტანტინე მიხეილის ძე ბერეკაშვილი თბილისის ფოსტაში ფოსტალიონად მიიღეს.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 18-21 იანვარს ილია ჭავჭავაძე პეტერბურგში საადგილმამულო ბანკების წარმომადგენელთა მეხუთე ყრილობის ოთხივე სექციის შეხვედრას დაესწრო.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 18 იანვარს ილია ჭავჭავაძე პეტერბურგში ვასილ მაჩაბლის ოჯახში დაბინავდა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 21 იანვრის გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა ინფორმაცია, რომ გრიგოლ არწრუნის თეატრში სათაურით „გლახა ჭრიაშვილი“ ილია ჭავჭავაძის „გლეხთა განთავისუფლების პირველ-დროების სცენებს“ წარმოადგენდნენ, დივერტისმენტად კი – „განდეგილს“.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 21 იანვარს პეტერბურგში მყოფმა ილია ჭავჭავაძემ საგირავნო ფურცლებთან დაკავშირებით თბილისიდან ქრისტოფერ ხაჩატუროვის წერილი მიიღო.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 29 იანვარს ილია ჭავჭავაძე ავადმყოფობის გამო რუსეთის საადგილმამულო ბანკების წარმომადგენელთა მეხუთე ყრილობაზე სიტყვით ვერ გამოვიდა.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N1) დაიბეჭდა პეტრე მირიანაშვილის პუბლიკაცია „არიელ ენათა ჯგუფი და საქართველო“, რომელშიც ავტორი ფრანგი და გერმანელი ლინგვისტების მხრიდან ქართული ენის მეცნიერული შესწავლის დიდი ინტერესის შესახებ საუბრობდა.