ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51843

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის პირველ დეკემბერს ჟურნალ „ივერიის“ მეთერთმეტე ნომერში ილია ჭავჭავაძის მიერ „ვეფხისტყაოსნიდან“, „ქილილა და დამანადან“ და „დავითიანიდან“ ამოკრეფილი საანდაზო ფრაზები დაიბეჭდა.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის პირველ დეკემბერს ჟურნალ „ივერიის“ მეთერთმეტე ნომერში ილია ჭავჭავაძის „შინაური მიმოხილვა“ დაიბეჭდა.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის დეკემბერში ილია ჭავჭავაძე ნიკო ხიზანიშვილსა და ელისაბედ ჩერქეზიშვილს ესტუმრა და მათი ახალშობილი მოინახულა.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის დეკემბერში ილია ჭავჭავაძემ გუბერნიის სახალხო სკოლების დირექტორ ნიკოლაი დარსკის აცნობა, რომ თონეთის სკოლაში სწავლა თავდაპირველად ქართულ ენაზე დაიწყებოდა, რუსული კი წლის მეორე ნახევრიდან დაემატებოდა.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის დეკემბერში ილია ჭავჭავაძის პოემა „განდეგილი“ ცალკე წიგნად დაიბეჭდა.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883-1889 წლების ზამთარში ქუთაისში ჩავიდა რუს მსახიობთა დასი, რომლის წევრი იყო ლადო ალექსი-მესხიშვილი.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883-1889 წლების ზამთარში ლადო ალექსი-მესხიშვილს ქუთაისის საზოგადოებამ აკაკი წერეთლის „თამარ ცბიერის“ ქართულ დადგმაში მონაწილეობა სთხოვა.

1883

ტიპი: განათლება

1883-1889 წლებში ქუთაისში ჩამოსულმა ლადო ალექსი-მესხიშვილმა ქართული საერთოდ არ იცოდა.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883-1889 წლებში ქუთაისში რუს მსახიობთა დასთან ერთად ჩამოსულმა ლადო ალექსი-მესხიშვილმა „თამარ ცბიერის“ ქართულ დადგმაში გოჩას როლი შეასრულა.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883-1889 წლების ზამთარში ქუთაისში ჩასულ რუს მსახიობთა დასის წევრ ლადო ალექსი-მესხიშვილს „თამარ ცბიერის“ ქართულ დადგმაში გოჩას როლის ტექსტი რუსულად ჰქონდა დიდი ასოებით დაწერილი, რადგან იმ ხანებში თურმე სრულებით არ იცოდა ქართული.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883-1889 წლების ზამთარში „თამარ ცბიერის“ ქართულ დადგმაში ლადო ალექსი-მესხიშვილის მიერ გოჩას როლის თამაშით უზომოდ მოხიბლული დარჩა იაკობ ფანცხავა.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის 10 დეკემბერს ილია ჭავჭავაძემ პეტრე უმიკაშვილთან და ალექსანდრე სარაჯიშვილთან ერთად „ვისრამიანის“ რამდენიმე ხელნაწერის რედაქტირება დაამთავრა.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის 18 დეკემბერს ცენზურამ ილია ჭავჭავაძის ლექსის „ბაზალეთის ტბა“ დაბეჭდვა აკრძალა.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის 23 დეკემბერს ივანე მაჩაბელმა მოხსენებაში აღნიშნა, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამოცემული წიგნების დიდ ქალაქებში გასავრცელებლად სანდო პირების არჩევა იყო საჭირო, რომლებსაც ეგზემპლარების გაყიდვა და საზოგადოებისთვის ფულის წარდგენა დაევალებოდათ.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის 23 დეკემბერს ივანე მაჩაბელმა მოხსენებაში აღნიშნა, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების არსებობის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ხალხში ქართული წიგნების გავრცელება იყო. მისი თქმით, რაც შეიძლება მალე უნდა დაეწყოთ წიგნების ბეჭდვა.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის 23 დეკემბერს ივანე მაჩაბელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ქალაქებში წიგნების გასავრცელებლად სანდო პირები შესთავაზა.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის 29 დეკემბრის გაზეთ „დროებაში“ ილია ჭავჭავაძემ სიძესთან, ნიკოლოზ აფხაზთან ერთად, თავისი დის, ნინო ჭავჭავაძე-აფხაზის გარდაცვალების შესახებ განცხადება გამოაქვეყნა.

1884

ტიპი: განათლება

1884-1887 წლებში ვასილ წერეთელი სწავლობდა ოდესის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე (ორ წელს) და იურიდიულზე (ერთს წელს).

1884

ტიპი: განათლება

1884 წელს ქუთაისის ვაჟთა მეორე გიმნაზიისა და მასთან არსებული დაწყებითი სასწავლებლის სამი კლასის ისტორიისა და გეოგრაფიის მასწავლებელმა, დეკანოზმა ივლიანე აბესაძემ დაასრულა თბილისის სასულიერო სემინარიის კურსი პირველი ხარისხის სტუდენტის წოდებით.

1884

ტიპი: თანამდებობა

1884 წლიდან ივლიანე აბესაძე მოღვაწეობდა პედაგოგიურ ასპარეზზე სხვადასხვა დაბალ და საშუალო სასწავლებელში.

1884

ტიპი: განათლება

1884 წელს მიხეილ ყარამანის ძე ზაალიშვილი ბაქოს რეალური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ თბილისში დაბრუნდა და სამასწავლებლო ინსტიტუტში განაგრძო სწავლა. 1887 წელს მან პოლონეთში სოფლის მეურნეობისა და მეტყევეობის ინსტიტუტი დაამთავრა, 1897 წელს კი – მოსკოვის სამეურნეო ინსტიტუტი.

1884

ტიპი: თანამდებობა

1884-1885 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე იყო ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე.

1884

ტიპი: თანამდებობა

1884-1885 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოების თავმჯდომარე იყო ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანბატონი (მუხრანსკი).

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წელს თედო სახოკია თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის პერიოდში კარლ ფოხტისა და მოლეშოტის ნაწერებს ეცნობოდა.

1884

ტიპი: თანამდებობა

1884 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და გამგეობის თავმჯდომარე იყო ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე.