ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46127

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის ივნისში ჟურნალ „ივერიის“ მეხუთე-მეექვსე ნომერი ერთ წიგნად გამოვიდა, რომელშიც გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის მიერ „ვეფხისტყაოსნიდან“, „ქილილა და დამანადან“ და „გურამიანიდან“ ამოკრეფილი „საანდაზო ლექსები“ და არტურ ლაისტის წერილის „ქართული ლიტერატურა“ თარგმანი, რომელშიც მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობოდა ილია ჭავჭავაძის შემოქმედებას.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის ივნისში ილია ჭავჭავაძე არტურ ლაისტთან ერთად წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლის გამოცდებს დაესწრო.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის პირველ ივნისს ილია ჭავჭავაძემ სხვა ქართველ მწერლებთან და საზოგადო მოღვაწეებთან ერთად არტურ ლაისტს უმასპინძლა.

1884

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1884 წლის ზაფხულში ვასილ კოპტონაშვილმა ცოლი შეირთო.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 2 ივნისს ილია ჭავჭავაძემ არტურ ლაისტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბიბლიოთეკა დაათვალიერებინა.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის 5 ივნისს გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა სტატია „ჩვენი სტუმარი არტურ ლაისტი“, რომელშიც ილია ჭავჭავაძის სიტყვის დასასრულიც ჩართული იყო.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 7-8; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთწარმოება (1883 წლის 15 მაისიდან 1883 წლის 15 მაისამდე), რომელშიც აღნიშული იყო, რომ საზოგადოების რიგებში 315 წევრი ირიცხებოდა, აქედან 115 – დამფუძნებელი, 11 ადგილი იყო თავისუფალი (წესდებით დამფუძნებელი წევრი 126 უნდა ყოფილიყო), ერთი – საპატიო წევრი (დ. ი. ჩუბინაშვილი, აირჩა 1880 წელს), ნამდვილი – 200, კანდიდატი – 11.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 9 ივნისს დიდი თონეთის სკოლის პირველი განყოფილების გამოცდები ჩაიბარეს ამავე სკოლის მზრუნველმა კონსტანტინე იოსების ძე ყავრიშვილმა და მასწავლებელმა ბესარიონ ჭილაძემ.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 9 ივნისს გაზეთ „დროებაში“ გაზეთ „ნოვოე ობოზრენიში“ გამოქვეყნებული ნაპოლეონ ამატუნისა და ილია ჭავჭავაძის წერილების სტატია „საბანკო დავიდარაბა გაზეთების ფურცლებზედ“ დაიბეჭდა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 10 ივნისს ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობა მიიღო თბილისის გუბერნიის შეუძლებელ მოსწავლეთა შემწეობისათვის მოწვეულ თავადაზნაურთა საზოგადოების საგანგებო კრებაში.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 13 ივნისს გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა თბილისის გუბერნიის შეუძლებელ მოსწავლეთა შემწეობის საზოგადოების კრების მიმოხილვის დასასრული. კრებას ილია ჭავჭავაძე ესწრებოდა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 14 ივნისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორ ალექსი ჭიჭინაძის თხოვნა სამოგზაუროდ წასვლასთან დაკავშირებით მისთვის შვებულების მიცემის თაობაზე დააკმაყოფილეს.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 14 ივნისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გორის საოსტატო სემინარიადამთავრებული სტიპენდიატებისთვის დაფინანსების შეწყვეტის საკითხი განიხილეს.

1884

ტიპი: თანამდებობა

1884 წლის 25 ივნისს ილია სოლომონის ძე ალხაზაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას ახალქალაქის აგენტობაზე დასთანხმდა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 25 ივნისს ილია სოლომონის ძე ალხაზაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას წევრად მიღება სთხოვა.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N5-6) გამოქვეყნდა პროფესორ ა. ა. ცაგარლის მიერ მოსკოვში, პალესტინის საზოგადოების სხდომაზე, წაკითხული მონოგრაფია „ქართველთა ძველი ცხოვრების კვალი წმ. ქვეყნებში და სინას მთაზე“, რომელშიც ავტორი აღნიშნავდა, რომ ქართული ეკლესია მეოთხე საუკუნეში ანტიოქიის საპატრიარქოს მიეწერა.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალ „ივერიაში“ (N5-6) გამოქვეყნდა პროფ. ალექსანდრე ცაგარლის მიერ მოსკოვში, პალესტინის საზოგადოების სხდომაზე, წაკითხული მონოგრაფია „ქართველთა ძველი ცხოვრების კვალი წმ. ქვეყნებში და სინას მთაზე“, რომელშიც ნათქვამია, რომ ქართული მატიანეების მიხედვით, პალესტინაში წმინდა ადგილების მოსანახულებლად ყოფილან მირიან მეფე და ვახტანგ გორგასალი, რომელმაც იერუსალიმში მიწები შეიძინა და ქართული მონასტერი დააფუძნა.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 5-6; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) გამოქვეყნდა პროფესორ ა. ა. ცაგარლის მიერ მოსკოვში, პალესტინის საზოგადოების სხდომაზე წაკითხული მონოგრაფია „ქართველთა ძველი ცხოვრების კვალი წმ. ქვეყნებში და სინას მთაზე“, რომელშიც აღნიშნულია, რომ მეხუთე საუკუნის დამდეგს პალესტინაში მოღვაწეობდა კონსტანტინოპოლში აღზრდილი ქართველი ბატონიშვილი მურვანი, რომელიც პეტრე იბერის, მაიუმის (ქალაქი ღაზასთან) ეპისკოპოსის სახელით იყო ცნობილი.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 5-6; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) გამოქვეყნდა პროფესორ ა. ა. ცაგარლის მიერ მოსკოვში, პალესტინის საზოგადოების სხდომაზე წაკითხული მონოგრაფია „ქართველთა ძველი ცხოვრების კვალი წმ. ქვეყნებში და სინას მთაზე“, რომელშიც ვკითხულობთ, რომ მეხუთედან მერვე საუკუნის ჩათვლით პალესტინაში ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ ბერძნულიდან და არაბულიდან საღვთო წერილის ქართულად მთარგმნელები: დავითი და სტეფანე.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 5-6; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) გამოქვეყნდა პროფესორ ა. ა. ცაგარლის მიერ მოსკოვში, პალესტინის საზოგადოების სხდომაზე წაკითხული მონოგრაფია „ქართველთა ძველი ცხოვრების კვალი წმ. ქვეყნებში და სინას მთაზე“, რომელშიც ავტორი აღნიშნავს, რომ  მე-7 საუკუნის დამდეგს, როდესაც პალესტინაში არაბები ჩნდებიან, ქართველებს ისინი უფრო ნაკლებად ავიწროვებდნენ, ვიდრე ბერძნები.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 5-6; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) გამოქვეყნდა პროფესორ ა. ა. ცაგარლის მიერ მოსკოვში, პალესტინის საზოგადოების სხდომაზე წაკითხული მონოგრაფია „ქართველთა ძველი ცხოვრების კვალი წმ. ქვეყნებში და სინას მთაზე“, რომელშიც აღნიშნულია, რომ სალადინის მიერ იერუსალიმის აღების (1187 წლის 3-4 ივლისი) შემდეგ ქართველები წმ. ქვეყანაში უფრო ძლიერნი იყვნენ, ვიდრე ლათინთა დროს.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალში „ივერია“ გამოქვეყნდა პროფესორ ა. ა. ცაგარლის მიერ მოსკოვში, პალესტინის საზოგადოების სხდომაზე წაკითხული მონოგრაფია „ქართველთა ძველი ცხოვრების კვალი წმ. ქვეყნებში და სინას მთაზე“, რომელშიც ვკითხულობთ: „მეცამეტე საუკუნის მოგზაური ბართლომე დესალინიაკი წერდა: ქართველები ეგვიპტეს მიმავალნი არ იხდიდნენ ხარკს ეგვიპტის ხონთქრისთვის და იერუსალიმში გაშლილი დროშებით შედიოდნენ.“

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 5-6; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) გამოქვეყნდა პროფესორ ა. ა. ცაგარლის მიერ მოსკოვში, პალესტინის საზოგადოების სხდომაზე წაკითხული მონოგრაფია „ქართველთა ძველი ცხოვრების კვალი წმ. ქვეყნებში და სინას მთაზე“, რომელშიც ვკითხულობთ, რომ შაჰ-აბასის შემოსევების შედეგად საქართველო იერუსალიმში ხარკს ვეღარ იხდიდა და თურქებმა ქართული მონასტრების სხვებზე გადაცემა დაიწყეს.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 5-6; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) გამოქვეყნდა პროფესორ ა. ა. ცაგარლის მიერ მოსკოვში, პალესტინის საზოგადოების სხდომაზე წაკითხული მონოგრაფია „ქართველთა ძველი ცხოვრების კვალი წმ. ქვეყნებში და სინას მთაზე“, რომელშიც ვკითხულობთ, რომ მეთვრამეტე საუკუნეში ქართველმა არქიეპისკოპოსმა ტიმოთემ იმოგზაურა იერუსალიმში, სადაც მოინახულა მირქმის დედათა მონასტერი, რომელშიც ყველა მონაზონი და წინამძღვარი ქართველი ქალები იყვნენ.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალ „ივერიაში“ (N5-6) გამოქვეყნებულ პროფესორ ალექსანდრე ცაგარლის მიერ მოსკოვში, პალესტინის საზოგადოების სხდომაზე, წაკითხულ მონოგრაფიაში „ქართველთა ძველი ცხოვრების კვალი წმ. ქვეყნებში და სინას მთაზე“, ნათქვამია, რომ იერუსალიმის 15 ქართული მონასტრიდან მე-19 საუკუნეში 8 ისევ ქართველებს ეკუთვნოდათ, დანარჩენები – ბერძნებს, სომხებსა და მაჰმადიანებს.