რეგისტრირებული ფაქტები50557
სორტირება თარიღი მზარდობით
1884
ტიპი: ღონისძიება
1884-1889 წლებში, თიანეთის მაზრის სოფელ ტოლათსოფელში ვასილ კოპტონაშვილის მასწავლებლობის პერიოდში, იქაური ხევსურები და ფშავლები მუდმივად ვაჟა-ფშაველას ქებაში იყვნენ.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884-1889 წლებში, თიანეთის მაზრის სოფელ ტოლათსოფელში ვასილ კოპტონაშვილის მასწავლებლობის პერიოდში, იქაური ხევსურები და ფშავლები დიდი ხალისით ეცნობოდნენ ვაჟა-ფშაველას თხზულებებს, ვინაიდან იგი მათი სისხლი და ხორცი იყო.
1884
ტიპი: თანამდებობა
1884-1889 წლებში, თიანეთის მაზრის სოფელ ტოლათსოფელში ვასილ კოპტონაშვილის მასწავლებლობის პერიოდში გაზეთის „ივერია“ მუდმივი თანამშრომლები იყვნენ: ალექსანდრე ნანეიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, სტეფანე ჭრელაშვილი.
1884
ტიპი: თანამდებობა
1884-1889 წლებში თიანეთის მაზრის სოფელ ტოლათსოფელში ვასილ კოპტონაშვილის მასწავლებლობის პერიოდში გაზეთის „ივერიის“ მუდმივი თანამშრომლები იყვნენ: ილია ხონელი (ბახტაძე), არტემ ახნაზაროვი, გრიგოლ ვოლსკი.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884-1890 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლისას თევდორე კიკვაძე მოწაფეთა არალეგალურ წრეში ირიცხებოდა.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884-1890 წლებში, თბილისის სასულიერო სემინარიაში მისი სწავლისას თევდორე კიკვაძის ბინა გაჩხრიკეს სემინარიის ინსპექტორმა სტეპანოვმა და სემინარიის მეთვალყურე ვასილ ბარნოვმა.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884-1890 წლებში, თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლისას თევდორე კიკვაძის ბინა გაჩხრიკეს სემინარიის ინსპექტორმა სტეპანოვმა და სემინარიის მეთვალყურე ვასილ ბარნოვმა. სახლში შემოსვლისას ბარნოვმა მითითება მისცა მას დაემალა ყველა აკრძალული წიგნი და ამით გადააჩინა სემინარიიდან გარიცხვას.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884-1890 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში თევდორე კიკვაძის სწავლის პერიოდში, მის მხარეში არსებობდა ერთკლასიანი სამინისტრო სკოლა, თუმცა მშობლიური მაკვანეთის მოსახლეობა სიშორის გამო ვერ სწავლობდა იქ.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884-1890 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიის ლექტორი, არქიმანდრიტი ნიკოლოზი მიუხედავად ცუდი დამოკიდებულებისა მოწინავე მოწაფეთა მიმართ, მებრძოლ და განვითარებულ ახალგაზრდებში რაღაც განსაკუთრებულს ხედავდა და ამისათვის აფასებდა მათ.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884-1890 წლებში, თბილისის სასულიერო სემინარიაში თევდორე კიკვაძის სწავლის პერიოდში მას სემინარიის რექტორი ნიკოლოზი ყველაზე სასტიკად ეპყრობოდა.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884-1890 წლებში, სემინარიაში სწავლის პერიოდში, თევდორე კიკვაძე აქტიურად უწყობდა ხელს კულტურის განვითარებას.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884-1890 წლებში, სემინარიაში სწავლის პერიოდში, თევდორე კიკვაძე აქტიურად იცავდა ქალთა ემანსიპაციას და მსჯელობდა საღ პედაგოგიკურ პრინციპებზე.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884-1890 წლებში, სემინარიაში სწავლის პერიოდში, თევდორე კიკვაძე არ ერიდებოდა სასწავლებლიდან გამორიცხვას და გულწრფელად აღწერდა იმდროინდელი მშრომელი გლეხობის ტანჯულ ყოფას.
1884
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1884 წლის 5 იანვარს ილია ჭავჭავაძემ, ილია ოქრომჭედლიშვილს წერილი გაუგზავნა მოსკოვში და სთხოვა ეცნობებინა, მისაღები იყო თუ არა ქართული თეატრალური დასისთვის მის მიერ გაგზავნილი თანხის განაწილების სქემა.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის 7 იანვარს პეტრე უმიკაშვილს „ვისრამიანის“ კორექტირებასა და ბეჭდვაზე გაწეული ზედამხედველობისთვის 160 მანეთი გადასცეს.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის 10 იანვარს იაკობ გოგებაშვილმა მოხსენებაში აღნიშნა, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აგენტურების დაარსება საქართველოს ყველა მაზრაში იყო საჭირო.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის 10 იანვარს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ჩოლოყაშვილმა ილია ჭავჭავაძეს აცნობა, რომ რუსეთის სამიწათმოქმედო-საკრედიტო დაწესებულებების წარმომადგენელთა V ყრილობაზე მიიწვიეს.
1884
ტიპი: თანამდებობა
1884 წლის 13 იანვარს კონსტანტინე მიხეილის ძე ბერეკაშვილი თბილისის ფოსტაში ფოსტალიონად მიიღეს.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის 18-21 იანვარს ილია ჭავჭავაძე პეტერბურგში საადგილმამულო ბანკების წარმომადგენელთა მეხუთე ყრილობის ოთხივე სექციის შეხვედრას დაესწრო.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის 18 იანვარს ილია ჭავჭავაძე პეტერბურგში ვასილ მაჩაბლის ოჯახში დაბინავდა.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის 21 იანვრის გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა ინფორმაცია, რომ გრიგოლ არწრუნის თეატრში სათაურით „გლახა ჭრიაშვილი“ ილია ჭავჭავაძის „გლეხთა განთავისუფლების პირველ-დროების სცენებს“ წარმოადგენდნენ, დივერტისმენტად კი – „განდეგილს“.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის 21 იანვარს პეტერბურგში მყოფმა ილია ჭავჭავაძემ საგირავნო ფურცლებთან დაკავშირებით თბილისიდან ქრისტოფერ ხაჩატუროვის წერილი მიიღო.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის 29 იანვარს ილია ჭავჭავაძე ავადმყოფობის გამო რუსეთის საადგილმამულო ბანკების წარმომადგენელთა მეხუთე ყრილობაზე სიტყვით ვერ გამოვიდა.