რეგისტრირებული ფაქტები46136
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1879
ტიპი: ორგანიზაცია
1879 წლის 15 მაისს ივანე მაჩაბელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობის წევრად აირჩიეს.
1880
ტიპი: თანამდებობა
1880 წლის 20 იანვარს თედო ჟორდანია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საგანგებო ყრილობაზე მმართველობის წევრად აირჩიეს.
1879
ტიპი: ორგანიზაცია
1879 წლის 15 მაისს ნიკო ცხვედაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობის წევრად აირჩიეს.
1879
ტიპი: ორგანიზაცია
1879 წლის 15 მაისს იაკობ გოგებაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობის წევრად აირჩიეს.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის 6 მაისს აკაკი როსტომის ძე წერეთელი დაესწრო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას.
1879
ტიპი: თანამდებობა
1879 წლის 15 მაისს დიმიტრი ყიფიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარედ აირჩიეს.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის 6 მაისს ილია ჭავჭავაძის ნაცვლად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ხელმძღვანელობდა ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის 6 მაისს იოსებ რომანოზის ძე მრევლიშვილი დასწრო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას.
1894
ტიპი: ორგანიზაცია
1894 წლის 6 მაისს ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი.
1894
ტიპი: თანამდებობა
1894 წლის 6 მაისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მდივანი.
1894
ტიპი: ორგანიზაცია
1894 წლის 6 მაისს ნიკოლოზ (ნიკო) ვასილის ძე მთვარელიშვილი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის 6 მაისს დავით ნიკოლოზის ძე დათეშიძე დასწრო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას.
1894
ტიპი: ორგანიზაცია
1894 წლის 6 მაისს გიორგი ნიკოლოზის ძე იოსელიანი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წლის ივნისში რაფიელ ერისთავმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადასცა თავისი გალექსილი „იგავ-არაკნის“ 250 ეგზემპლარი.
1879
ტიპი: მფლობელობა
1879 წლის ნოემბრიდან კონსტანტინე ბაგრატიონ-მუხრანსკიმ თავისი ქარხანა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას დაუთმო სკოლის ავეჯის დასამზადებლად.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 3 იანვარს ექვთიმე თაყაიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სთხოვა, რომ მათ მიერ გამოცემული წიგნების თითო ეგზემპლარი ხარკოველი სტუდენტებისთვის უფასოდ გაეგზავნათ. მისი თხოვნა დააკმაყოფილეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 3 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მდივან პეტრე მირიანაშვილის სიტყვიერი მოხსენება მიხეილ ქორიძის დაწერილი ნოტების გამოცემის შესახებ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 19 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილის, ნიკოლოზ ცხვედაძის თხოვნა, ფოტოსახელოსნოსთვის ბინა დაექირავებინათ ერევნის მოედანზე, ხარაზოვის სახლში, რომელსაც სახლის მფლობელი სპეციალურად სახელოსნოსთვის ააშენებდა სწორედ იმ ადგილას, სადაც ადრე ალექსანდრე როინაშვილის ფოტოსახელოსნო იყო.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 19 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გამგეობამ დაადგინა, გამგეობის წევრის, იაკობ გოგებაშვილის მოხსენება კომისიების შესახებ მისი თანდასწრებით განხილულიყო. ოქმს ხელს აწერს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1908
ტიპი: ავტორობა
1908 წელს ივანე ჯავახიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადასცა საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოს პირველი ნაწილი და მიიღო სრული საფასური, რის გამოც მოვალე იყო, სახელმძღვანელოს მეორე ნაწილიც მათთვის გადაეცა. ნასყიდობის წიგნი დაამოწმეს პეტრე სურგულაძემ და სიმონ ფირცხალავამ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 19 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თონეთის სკოლის მასწავლებლის, ლავრენტი აღლაძის თხოვნა, მისი იანვრის ხელფასიდან 20 მან. გადაეცათ მისი ძმის, გიორგი აღლაძისთვის თბილისში, მისთვის კი გაეგზავნათ 20 მანეთი, ასევე 15 მან. – სკოლის მერხებისა და საკლასო დაფის შესაღებად.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 3 იანვარს ერასტი გორდელაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სთხოვა, გომარეთის სკოლისთვის გაეგზავნათ „მოამბე", „ცისკარი" – კარბელაშვილის სტატიით და საანგარიშო ბარათი.
1894
ტიპი: ორგანიზაცია
1894 წლის 6 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მომავალი წლის ანგარიშის შესამოწმებლად სარევიზიო კომისიის წევრებად აირჩიეს: ვლადიმერ დავითის ძე ვაჩნაძე, ანტონ ივანეს ძე ნატროშვილი, იოსებ რომანოზის ძე მრევლიშვილი და გრიგოლ (გიგო) ნიკოლოზის ძე დიასამიძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 19 იანვრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაადგინა, ფოტოსახელოსნოსთვის ბინის დაქირავების საკითხი მინდობოდათ ნიკოლოზ ცხვედაძესა და დავით კარიჭაშვილს, რომელთაც უნდა ექირავათ ხარაზოვის ქვრივის სახლი. ოქმს ხელს აწერს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 19 იანვარს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომა, რომელსაც დაესწრნენ თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე, მდივანი დავით კარიჭაშვილი, წევრები – ექვთიმე თაყაიშვილი, გიორგი იოსელიანი, გრიგოლ ყიფშიძე, ივანე ზურაბიშვილი. სხდომას თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ცხვედაძე.