რეგისტრირებული ფაქტები46141
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 10 მარტს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეშვიდე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, ექვთიმე თაყაიშვილი, ნიკოლოზ მთვარელიშვილი და ივანე რატიშვილი. სხდომაზე განიხილეს კიევის უნივერსიტეტის სტუდენტების თხოვნა, რომ გამგეობას მათთვის გაეგზავნა საზოგადოების ახლად გამოცემული წიგნები, რაზედაც გამგეობამ თანხმობა განაცხადა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 10 მარტს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეშვიდე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, ექვთიმე თაყაიშვილი, ნიკოლოზ მთვარელიშვილი და ივანე რატიშვილი. სხდომაზე წარმოადგინეს თონეთის, ქუთაისის, სენაკის და გომარეთის სკოლების 1897 წლის ანგარიში. გამგეობამ დაადგინა, საჭირო ცნობები ჩაეწერათ საზოგადოების ანგარიშში და ასევე თონეთის სკოლის მასწავლებლისთვის, თომა კევლიშვილისთვის მოეთხოვათ პასუხი, თუ რატომ არ აცნობა გამგეობას სკოლიდან მოსწავლეების დათხოვნის შესახებ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 10 მარტს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეშვიდე სხდომაზე თამარ ქართველიშვილმა წარმოადგინა საზოგადოების სასარგებლოდ ფულის შესაგროვებელი ყულაბა, საიდანაც გამგეობამ 16 მანეთი ამოიღო.
1897
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეშვიდე სხდომაზე ოლღა ჭავჭავაძისამ წარმოადგინა 1897 წლის 21 დეკემბერს გამართული კონცერტის ანგარიში, რომელიც გამგეობამ გაზეთებში გამოაცხადა და ასევე, თანხის გარკვეული ოდენობა გასცა ბაზრის გასამართავად.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 10 მარტს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეშვიდე სხდომაზე ილია ჭავჭავაძემ მოხსენებაში აღნიშნა, რომ ნოე ჟორდანიამ მოითხოვა, ნება დაერთოთ საზოგადოების სამი წლის პროტოკოლების გადამოწმებისა. გამგეობამ უპასუხა, რომ რადგან ნოე ჟორდანია საზოგადოების წევრი არ იყო, მისი თხოვნა უნდა განეხილათ, როცა სხდომას საზოგადოების ყველა წევრი დაესწრებოდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 10 მარტს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეშვიდე სხდომა. სხდომაზე გამგეობას ექვთიმე თაყაიშვილმა საჩუქრად გადასცა ხევსურეთში ნაპოვნი ხმალი, რომელიც მან მიიღო ლევან ჯანდიერისგან. გამგეობამ ნივთი ქართული მუზეუმისთვის გადასაცემად შეინახა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 17 მარტს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მერვე სხდომა ნ. ცხვედაძის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: ნიკო მთვარელიშვილი, ივანე რატიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი და მდივანი დავით კარიჭაშვილი.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 17 მარტს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მერვე სხდომა. სხდომაზე გამგეობამ დავით კარიჭაშვილს დაავალა, რომ ნოე ჟორდანიასთვის წასაკითხად წარედგინა საზოგადოების ის პროტოკოლები, რომლებსაც თავად ჩათვლიდა საჭიროდ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მერვე სხდომაზე დავით კარიჭაშვილმა გამგეობას მოახსენა ალექსანდრე როინაშვილის, კონსტანტინე მესხიშვილისა და გრიგოლ ტატიშვილის მოსაზრება მიხეილ საბინინის მიერ გამოგზავნილი სურათების ნიმუშების შესახებ. გამგეობამ მხატვარს სთხოვა, გამოეგზავნა სხვა კლიშეების სურათებიც, ხარჯის დასაფარად კი 20 თუმანი გაუგზავნა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 17 მარტს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მერვე სხდომა. სხდომაზე მოხსენება გააკეთა დავით კარიჭაშვილმა, რომ გამგეობას უნდა დაებეჭდა მესამე გამოცემად აკაკი წერეთლის მიერ გადმოღებული კრილოვის არაკები, რომელიც 40-მდე იყო მაღაზიაში. სასურველი იქნებოდა არაკების დასურათებაც.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 17 მარტს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მერვე სხდომა. სხდომაზე მოხსენება გააკეთეს ანასტასია წერეთლისამ და დავით კარიჭაშვილმა ლუკა რაზიკაშვილის ნაწერების წიგნად გამოცემის შესახებ. საკითხის განხილვა გამგეობამ მომდევნო სხდომისთვის გადადო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 17 მარტს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მერვე სხდომა. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა ბათუმის სკოლის პედაგოგმა ისიდორე რამიშვილმა, რომ გაუგზავნონ სკოლის ბიბლიოთეკისთვის და მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო წიგნები, ასევე ხულოს სკოლის მასწავლებელ ა. მგელაძეს გაუგზავნონ სასწავლო წიგნები. გამგეობამ განაცხადა, რომ ისიდორე რამიშვილისთვის მოეთხოვათ საჭირო წიგნების სია.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 13 იანვარს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პირველი სხდომა. სხდომაზე ზაქარია გრიქუროვს წიგნების ანგარიშში გადასცეს 48 მანეთი, გრიგოლ ტატიშვილს – 12 მან., ი. მაჭავარიანს – 7 მან., გ. სკანდარნოვს – 2 მან., ილო ოქრომჭედლიშვილის გვირგვინისთვის გადაინახეს 9 მან., ასევე გაიცა წიგნების გასაგზავნი თანხა: ვასილ ბეჟანიშვილთან – 80 კაპ., მ. შურღაიასთან – 27 კაპ., მ. სარალიძესთან – 26 კაპ., ალ. არაბიძესთან – 26 კაპ., ილო იმერლიშვილთან – 1 მანეთი.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900-1901 სასწავლო წელს თონეთის სკოლა დაათვალიერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრმა დავით კარიჭაშვილმა, რომლის მოხსენების მიხედვით, სკოლაში სწავლის საქმე კარგად მიდიოდა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900-1901 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრმა გიორგი იოსელიანმა მოინახულა კავკავის სკოლა და მასთან არსებული საკვირაო სკოლა უფროსებისათვის.
1901
ტიპი: ღონისძიება
1900-1901 სასწავლო წელს ხელთუბნის სკოლა დაათვალიერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრმა იაკობ გოგებაშვილმა, რომლის მოხსენების მიხედვით, სკოლაში სწავლის საქმე პირველ კლასში კარგად მიდიოდა, მეორე და მესამე კლასებში შედარებით სუსტად, ხოლო მეოთხე კლასი იმ წელს საერთოდ არ შემდგარა.
1900
ტიპი: თანამდებობა
1900 წელს გიორგი გრიგოლის ძე ნათაძე, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, ალექსანდრა ივანეს ძე ხახიშვილი და ნიკოლოზ სვიმონის ძე კურდღელაშვილი კავკავის სკოლის პედაგოგები იყვნენ.
1900
ტიპი: თანამდებობა
1900 წლის 19 დეკემბერს ივანე გიუნაშვილი წინარეხის სკოლის მასწავლებლად დაინიშნა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ექვთიმე თაყაიშვილი გაგზავნა გომარეთის სკოლის შენობის საკითხის მოსაგვარებლად.
1900
ტიპი: თანამდებობა
1900 წელს თონეთის სკოლაში მუშაობდა ერთადერთი მასწავლებელი – ლავრენტი დავითის ძე აგლაძე (აღლაძე).
1900
ტიპი: თანამდებობა
1900 წელს სიმონ თოთიბაძე ბათუმის სკოლიდან ქალთა გიმნაზიაში გადავიდა მასწავლებლად.