ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46141

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 18 აგვისტოს სურამში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ უნდა გამართულიყო წარმოდგენა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ ნატო გაბუნია-ცაგარლისა და კონსტანტინე ყიფიანი.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 18 აგვისტოს „დროების“ ცნობით, ნიკოლოზ ერისთავი ბათუმის საპატიმროთა მზრუნველობის განყოფილების დირექტორად დანიშნეს.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 18 აგვისტოს „დროების“ ცნობით, არქიმანდრიტ მაკარ მატათაშვილს ნეველის ორდენი გადასცეს.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 18 აგვისტოს „დროებაში“ ნინო ორბელიანის ლექსი დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 20 აგვისტოს ილია ჭავჭავაძე მეუღლესთან ერთად საცხოვრებლად სოლოლაკში გადავიდა.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 20 აგვისტოს „დროების“ ცნობით, ლ. ჟვანია სასულიერო და სათავადაზნაურო სკოლის მასწავლებელი იყო.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 20 აგვისტოს „დროებაში“ დაიბეჭდა დიმიტრი ყიფიანის წერილი, რომელიც მან ბათუმის ბეგების წარმომადგენელს, ხუსეინბეგ სანჯაკ ბეგზადეს მისწერა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 21 აგვისტოს „დროებაში“ სამსონ ყიფიანის წერილი დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 21 აგვისტოს „დროების“ ცნობით, ტაურეკმა ბათუმში გამართული წარმოდგენიდან მიღებული თანხა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სკოლას შესწირა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 21 აგვისტოს „დროების“ ცნობით, ზ. ი. ოგანეზოვმა პერევისის სოფლის სკოლას 20 ცალი სასწავლო წიგნი შესწირა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 22 აგვისტოს ილია ჭავჭავაძემ განცხადება შეიტანა ბეჭდვით საქმეთა მთავარ სამმართველოში გაზეთ „დროების“ რედაქტორად მისი დამტკიცების თაობაზე.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 22 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე სოფელ დიდი თონეთის სკოლის ანგარიში განსახილველად იაკობ გოგებაშვილს გადასცეს.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 22 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მიიღეს დადგენილება ზაქარია ჭიჭინაძისგან წიგნების გარკვეულ ფასად შესყიდვის შესახებ.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 22 აგვისტოს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით, რომელზეც გადაწყვიტეს ბათუმის სკოლისთვის შენობის დასაქირავებელი თანხა გაეგზავნათ.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 22 აგვისტოს გაზეთ „დროების“ გამომცემელმა გიორგი ქართველიშვილმა თხოვნით მიმართა ბეჭდვით საქმეთა და კავკასიის მთავარ სამმართველოებს, რომ ივანე მაჩაბლის გადაყენების გამო „დროების“ რედაქტორად ილია ჭავჭავაძე დაემტკიცებინათ.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 22 აგვისტოს „დროებაში“ ზაქარია ჭიჭინაძის სტატია „სოფ. გლდანი“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 22 აგვისტოს „დროებაში“ ნინო ერისთავის მიერ თარგმნილი ფ. მერიეტის მოთხრობის „დედა“ პირველი ნაწილი დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 23 აგვისტოს „დროების“ ცნობით, მიხეილ ცისკარიშვილმა ყვარელში აფთიაქი გახსნა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 23 აგვისტოს „დროებაში“ ნინო ერისთავის მიერ თარგმნილი ფ. მერიეტის მოთხრობის „დედა“ მეორე ნაწილი დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 24 აგვისტოს „დროების“ ცნობით, სოლომონ შოშიევს ავლაბარში ერთკლასიანი სამრევლო სკოლის გახსნა სურდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 24 აგვისტოს „დროების“ ცნობით, ნიკო ლომოურის მოთხრობა „ქაჯანა“ გამოიცა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 24 აგვისტოს „დროებაში“ ნინო ერისთავის მიერ თარგმნილი ფ. მერიეტის მოთხრობის „დედა“ მესამე ნაწილი დაიბეჭდა.

1885

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ვალენტინა ივანეს ასული გამყრელიძე-ბაღათუროვი დაიბადა 1885 წლის 25 აგვისტოს. ის იყო მართლმადიდებელი სარწმუნოების. მისი წლიური ჯამაგირი იყო 783 მანეთი და 33 კაპიკი.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 25 აგვისტოს „დროების“ ცნობით, გრიგოლ ჩარკვიანის წიგნის მაღაზია ზუბალოვის სახლში გადაიტანეს.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 25 აგვისტოს „დროების“ ცნობით, ლევან ჯანდიერმა ფოსტაზე თავდამსხმელთაგან ერთი მოკლა, მეორე დაჭრა, მესამემ კი გაქცევა მოახერხა.