რეგისტრირებული ფაქტები46141
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1919
ტიპი: ღონისძიება
ოზურგეთის ქალთა გიმნაზის უფროსი ან. მგელაძე სწერს განათლების სამინიტროს, რომ ანა გეგელაშვილმა დაიმსახურა ერთგული, მშრომელი მასწავლებლის სახელი. ის კარგ გავლენას ახდენდა მოსწავლეებზე დინჯი და აუჩქარებელი ხასიათიდან გამომდინარე და მასწავლებელთა კორპორაციის სასურველი წევრი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 14 ოქტომბერს გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი უმორჩილესი თხოვნით მიმართავს გამგეობას – გაათავისუფლონ როგორც მმართველობის წევრობიდან, ისე ხაზინადრობიდან, რადგან მოუცლელობის გამო მას აღარ ძალუძს დაკისრებულ მოვალეობათა შესრულება.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 12 სექტემბერს პარმენ გიორგის ძე ჯავრიშვილი ჯავახეთის ახალქალაქიდან გამგეობას უგზავნის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ აკრეფილ საწევრო თანხასა (23 მან.) და გადამხდელ პირთა სიას: შტაბსკაპიტანი მიხეილის ძე მუსხელიშვილი (6 მან.), „ნადვორნი სოვეტნიკი“ სვიმონ ალექსანდრეს ძე ლარნერი (5 მან.), ალექსანდრე მიხეილის ძე სუმბათაშვილი (6 მან.), ვასილ იოსების ძე ორბელიანი (6 მან.). საზოგადოების საქმისმწარმოებელი ნიკოლოზ მთვარელიშვილი ამავე ბარათზე სათანადო წარწერითა და ხელმოწერით ადასტურებს ფულის მიღებას.
1919
ტიპი: ღონისძიება
ზესტაფონის ქალთა გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი სწერს უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგეს, რომ თამარ ნიკოლოზის ასული გაჩეჩილაძე-ბედია დაამტკიცონ გიმნაზიის ხელსაქმის შტატის მასწავლებლად.
1918
ტიპი: თანამდებობა
განათლების სამინისტრო სწერს ქუთაისის რეალური სასწავლებლის დირექტორს ივანე გაჩეჩილაძეს, რომ ქსენოფონტე გაჩეჩილაძე დაინიშნა გიმნაზიის საქმისმწარმოებლად.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ დავით კლდიაშვილს წიგნებზე მუშაობისთვის 8 მანეთი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ კოწია თავართქილაძეს წიგნების ანგარიშში 100.60 მანეთი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ იაკობ გოგებაშვილს წიგნების ანგარიშში 87 მანეთი და 65 კაპიკი გადაუხადა.
1901
ტიპი: გარდაცვალება
1901 წლის 27 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ოჯახს დიმიტრი ნაკაშიძის გარდაცვალება მიუსამძიმრა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 31 აგვისტოს, ილია ჭავჭავაძის გარდაცვალების წლისთავზე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მის საფლავზე ძეგლის დადგმა დაევალა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 იანვარს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხარაგაულის მოსახლეობასა და მასწავლებლებს მისწერა, რომ თუ გამგეობა ადგილს გამოყოფდა, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება სამკითხველოს გახსნაში დაეხმარებოდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
ქუთაისის რეალური სასწავლებლის დირექტორი ივანე გაჩეჩილაძე სწერს საშუალო სასწავლებლის მთავარგამგეს, რომ 1918 წლის პირველი დეკემბრიდან სასწავლებლის კანცელარიის შტატის საქმისმწარმოებლად მიიწვია ქუთაისის სახაზინო პალატის უფროსი ბუღალტერი და მესამე განყოფილების უფროსის თანამდებობის დროებით შემსრულებელი ქსენოფონტე გაჩეჩილაძე, რომელიც ქუთაისის პალატის გაუქმების შემდეგ შტატის გარეშე დარჩა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 10 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძემ, ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილმა, პართენ ალექსანდრეს ძე გოთუამ, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილმა და ივანე გიორგის ძე რატიშვილმა ისაუბრეს ვლადიკავკაზის ეპარქიის შესახებ.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ რაჟდენ ჯაჯანაშვილის ნაწარმოებთა კრებული გამოსცა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ გამოსცა არისტო ქუთათელაძის „წყარო. სახელმძღვანელო მოსამზადებელი კლასებისათვის, ნაწილი II“.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 10 იანვარს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად ვლადიკავკაზის სკოლას 100 მანეთი გადაეცა.
1908
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ თხოვნით მიმართა თბილისის ქართული გიმნაზიის ინსპექტორს, ალექსანდრე მდივანს ამავე სკოლის მასწავლებელი ზაქარია ფალიაშვილი 1908 წლის 24-27 ოქტომბერს გაეთავისუფლებინა ილია ჭავჭავაძის საღამოსთვის ორკესტრის მოსამზადებლად.
1901
ტიპი: მფლობელობა
1901 წლის 27 იანვარს დიმიტრი ნაკაშიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ანდერძით ათას ათი თუმანი გადასცა. ამ თანხიდან გურიანთის სასოფლო სკოლისთვის ყოველთვიური გადასახადი უნდა გადაეცათ.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 10 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს იოსებ ალექსანდრეს ძე გუნცაძის მოხსენება ქვრივ მართა ბაქრაძის მიერ საზოგადოებისათვის ნაანდერძალი 1100 მანეთის ვექსილებისა და 410 მანეთის ნივთების შესახებ.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 10 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძემ, ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილმა, პართენ ალექსანდრეს ძე გოთუამ, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილმა და ივანე გიორგის ძე რატიშვილმა განიხილეს სნოს სკოლის მასწავლებლის თხოვნა წიგნების გაგზავნის თაობაზე.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 28 სექტემბერს საზოგადოების ნამდილი წევრი, თავადი მიხეილ ალექსანდრეს ძე ნაკაშიძე გამგეობას უგზავნის ორი წლის (1885, 1886) საწევროს – 12 მანეთს, ბოდიშს უხდის გადასახადის დაგვიანებისთვის და სთხოვს თანხის მიღების დამადასტურებელი ქვითარი გაუგზავნონ თემირ-ხან-შურაში.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 19 მარტს ნიკო ხიზანიშვილი თიანეთიდან ორი წლის საწევროს (12 მან.) უგზავნის ნიკო მთვარელიშვილს – უახლოეს მეგობარსა და ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების საქმისმწარმოებელს და ბოდიშს უხდის გადასახადის დაგვიანებისთვის, მიზეზად ქართველთათვის დამახასიათებელ დაუდევრობას ასახელებს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 19 მარტს ნიკო ხიზანიშვილი თიანეთიდან წერილს უგზავნის უახლოეს მეგობარსა და ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების საქმისმწარმოებელს – ნიკო მთვარელიშვილს: ადრესანტი კმაყოფილებას გამოთქვამს ვახტანგ მეექვსის სამართლის წიგნის გამოცემის გადაწყვეტილების გამო და ატყობინებს, რომ ამ მიზნით უგზავნის „კანონთა“ ხელნაწერს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 19 მარტს ნიკო ხიზანიშვილი თიანეთიდან ნიკო მთვარელიშვილისთვის გაგზავნილ წერილში ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოებას ურჩევს, რომ ვახტანგ მეექვსის სამართლის წიგნის გამოცემის წინასიტყვაობისა და მეფის ბიოგრაფიის დაწერა სთხოვონ დიმიტრი ბაქრაძეს – ისტორიასა და იურისპრუდენციაში ზედმიწევნით განსწავლულ მეცნიერს.