ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46141

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 7 სექტემბრის „დროების“ ცნობით, ვასილ პეტრიაშვილი, სტეფანე მელიქიშვილი და ივანე მუხრანბატონი. ნოვოროსიისკის უნივერსიტეტის ქიმიის პროფესორები იყვნენ.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 8 სექტემბრის „დროებაში“ ნიკოლოზ ხიზანაშვილის სტატიის „ძველი ქართული ოჯახი“ მესამე ნაწილის დასასრული დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 10 სექტემბრის „დროების“ ცნობით, გრიგოლ ჩარკვიანის მაღაზიაში ალექსანდრე მირიანაშვილის მიერ შედგენილი მოძრავი ასოები იყიდებოდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 10 სექტემბრის „დროების“ ცნობით, ზაქარია ჭიჭინაძემ ბესარიონ გაბაშვილის ლექსები დაბეჭდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 11 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ილია ჭავჭავაძე გამოვიდა ინიციატივით, რომ საზოგადოებისთვის ვერაზე ორსართულიანი სახლი შეეძინათ, მაგრამ არასაკმარისი თანხის გამო მისი წინადადება არ დააკმაყოფილეს.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 11 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა გადაწყვიტეს, რომ თონეთის სკოლის პედაგოგი ერთი თვის ჯამაგირით დაეჯილდოვებინათ.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 11 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა გადაწყვიტეს, რომ წინამძღვრიანთკარის სკოლისთვის სასკოლო ნივთები და სახელმძღვანელოები გაეგზავნათ.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 11 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წარმომადგენლებმა წინარეხის სკოლის მზრუნველ იოსებ ცხვედაძის თხოვნის საფუძველზე გუბერნატორს აცნობეს, რომ სოფლის მოსახლეობას სკოლის შესანახად ევალებოდა 250 და არა 300 მანეთის აკრება.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 11 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა გადაწყვიტეს, რომ დარღვევების გამოსასწორებლად ხელთუბნის სკოლის მასწავლებლად სასულიერო სემინარიადამთავრებული სეით გამრეკელის დანიშვნა და მცხეთისა და ვაყის სკოლების გამართვის ნებართვა მოეთხოვათ.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 12 სექტემბრის „დროების“ ცნობით, ანა ამილახვრის ხელმძღვანელობით გორის საქალებო სასწავლებლის სასარგებლოდ ლატარეა–ალეგრი უნდა გამართულიყო.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 13 სექტემბრის „დროებაში“ ვლადიმერ მიქელაძის სტატია „დათა გუგუნავა“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 13 სექტემბრის „დროებაში“ დიმიტრი ჯანაშვილის „უკანასკნელი სურვილი“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ორგანიზაცია

1885 წლის 14 სექტემბრის „დროების“ ცნობით, თბილისში ურთიერთშორის დამხმარე საზოგადოება მასწავლებელი და მოსწავლე ქალებისა დააარსეს ა. თუმანოვისამ, პ. სულხანოვისამ, ს. ბაბაევისამ, მ. მ. მელიქოვისამ, მარიამ არღუთინსკი-დოლგორუკოვისამ, ა. იაკოვლევისამ და მ. მანუჩაროვისამ.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 14 სექტემბრის „დროებაში“ სოფრომ მგალობლიშვილის სცენა „მოლოდინი კრების შემდეგ“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 25 სექტემბერს ილია ჭავჭავაძემ კავკასიის საცენზურო კომიტეტისგან ჟურნალ „ივერიის“ გამოცემის ნებართვის დადასტურება მოითხოვა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 28 სექტემბერს ბათუმის სკოლის მასწავლებელმა მოსე ივანეს ძე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ სექტემბერში სწავლა 34-მა ქრისტიანმა მოსწავლემ დაიწყო, მაჰმადიანი ბავშვები კი სკოლაში ოქტომბრიდან ივლიდნენ.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 29 სექტემბერს იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას მისწერა, რომ ბათუმის სკოლის მასწავლებელ მოსე ივანეს ძე ნათაძეს ძალიან მძიმე ფინანსური მდგომარეობა ჰქონდა, ხელფასი არ ჰყოფნიდა, მიუხედავად ამისა, დაკისრებულ მოვალეობას კარგად ასრულებდა, ამიტომ სთხოვდა, დაეჯილდოებინა იგი 10 თუმნით და მისი ხელფასიდან არ გამოერიცხა ბათუმის სკოლის სასარგებლოდ გამართული ცირკის წარმოდგენიდან შემოსული ფული.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის ოქტომბერში გრიგოლ დიმიტრის ძე გაბაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობის მინდობილობით იულია დავითის ასულ ჩხეიძისას სთხოვა, მიმდინარე სასწავლო წელს ბათუმის სკოლაში ესწავლებინა. ი. ჩხეიძე გაბაშვილის წინადადებას ასეთი პირობით დათანხმდა: დღეში ერთ საათს არითმეტიკას ასწავლიდა სამ კლასს და წლის ბოლოს 200 მანეთ ანაზღაურებას მიიღებდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის გაზეთ „PARIS-ის“ ოქტომბრის ნომერში ილია ჭავჭავაძის „განდეგილი“ გამოქვეყნდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის ოქტომბერში იაკობ გოგებაშვილის მიერ შედგენილ „ბუნების კარში“ ილია ჭავჭავაძის ლექსები დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის ოქტომბერში ალექსანდრე ჭყონიამ ნიკო ნიკოლაძეს პეტერბურგში შეატყობინა, რომ საცენზურო კომიტეტიდან პეტერბურგში გადაგზავნეს ილია ჭავჭავაძის თხოვნა გაზეთ „ივერიის“ გამოცემის ნებართვის თაობაზე და საზოგადოების სახელით სთხოვდა პასუხის გაგებას.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის ოქტომბერში ილია ჭავჭავაძემ წერილი მიიღო დავით მესხისგან, რომ ქუთაისში უარი განაცხადეს დახმარებოდნენ ივანე მაჩაბელს გაზეთ „დროების“ ვალის გადახდაში.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 3 ოქტომბერს კავკასიის საცენზურო კომიტეტმა გამოსცა ცნობა, რომ ილია ჭავჭავაძეს ჰქონდა ჟურნალ „ივერიის“ გამოცემის უფლება.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 3 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გადაწყვიტეს, საზოგადოების კანცელარიისა და წიგნსაცავისთვის შენობა ექირავებინათ.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 3 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გადაწყვიტეს, რომ ილია ბაგრატიონ-მუხრანელისგან „ქართლის ცხოვრების“ მე-17 საუკუნის ხელნაწერი შეეძინათ.