რეგისტრირებული ფაქტები46141
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 10 თებერვლის განცხადება იუწყება, რომ ოთხშაბათს, 12 თებერვალს, საღამოს 7 საათზე გაიმართება საზოგადოების წევრთა კრება, რომელიც, წინა კრებაზე აღძრულ საკითხთა გარდა, განიხილავს ბატონ გიორგი ნიკოლოზის ძე იოსელიანის მიერ წარმოდგენილ „საღმრთო ისტორიას“. განცხადებას ხელს აწერს საქმისმწარმოებელი ნიკოლოზ მთვარელიშვილი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 8 თებერვალს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების გამგეობა ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძეს, კირილე ბეჟანის ძე ლორთქიფანიძესა და სილოვან თომას ძე ხუნდაძეს ატყობინებს, რომ სამივე არჩეულია დამხმარე წევრად ქ. ქუთაისში და სთხოვს თავად აირჩიონ თავმჯდომარე, რომლის სახელზეც შესაძლებელი გახდება საქმიანი მიმოწერის გამართვა. შეტყობინებას ხელს აწერს საქმისმწარმოებელი ნიკოლოზ მთვარელიშვილი.
1886
ტიპი: ღონისძიება
განცხადება საზოგადოების გამგეობის წევრებს აცნობს 4 თებერვლის საღამოს 7 საათზე დანიშნული კრების დღის წესრიგს, სახელდობრ: სხვა საკითხებთან ერთად, ისინი მოისმენენ ბათუმის სკოლის მასწავლებლის მოხსენებას მაჰმადიან მოსწავლეთა მიერ სწავლაზე გულის აცრუების შესახებ და ასევე – ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის სარჩელის განჩინებებს. განცხადებას ხელს აწერენ: ნიკო მთვარელიშვილი (საქმისმწარმოებელი), ნიკო ცხვედაძე, გიორგი იოსელინი, გიორგი ქართველიშვილი, ანტონ ფურცელაძე, ალექსი მირიანაშვილი.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 24 იანვარს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ისაუბრეს 1905 წლის პირველიდან 24 იანვრამდე საზოგადოებაში შესული და დახარჯული თანხების შესახებ.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 24 იანვარს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 10 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძემ, ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილმა, პართენ ალექსანდრეს ძე გოთუამ, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილმა და ივანე გიორგის ძე რატიშვილმა ისაუბრეს ესტატე გიორგის ძე ლომიძის მოხსენებაზე რეხის სკოლის შესახებ.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 10 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძემ, ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილმა, პართენ ალექსანდრეს ძე გოთუამ, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილმა და ივანე გიორგის ძე რატიშვილმა განიხილეს ახალციხის დეკანოზ დიმიტრი გიორგის ძე ხახუტაშვილის თხოვნა წიგნების გაგზავნის შესახებ.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 10 იანვარს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად იაკობ გოგებაშვილს „ბუნების კარისთვის“ 390 მანეთი გადაეცა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 10 იანვარს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად აკაკი როსტომის ძე წერეთელს ჯამაგირად გადაეცა 150 მანეთი, ხოლო „ჩემი თავგადასავლისთვის“ – 200 მანეთი.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 10 იანვარს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად თონეთის მასწავლებელს ჯამაგირი 40 მანეთი გადაეცა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ გიორგი გუნდიევს სურათებისთვის, მაუდისა და ქიშმირისთვის 4.75 მანეთი გადაუხადა.
1919
ტიპი: განათლება
1918-19 სასწავლო წლის დასაწყისში განათლების სამინისტროს განცხადებით მიმართა და ქუთაისის ხოჯევანოვის სახელობის გიმნაზიაში პროგიმნაზიული კლასების ფრანგული ენის პედაგოგის ადგილს ითხოვდა მოსკოვის ტიხომიროვის სახ. უმაღლესი პედაგოგიური კურსების მსმენელი და მოსკოვის ქალთა გიმნაზიის თანამშრომელი ევგენია ექვთიმეს ასული გრიგალაშვილი.
1919
ტიპი: განათლება
1919 წლის 25 სექტემბერს ქალაქ ქუთაისში ნადეჟდა დიმიტრის ასულმა ივანოვმა გახსნა კერძო რუსულენოვანი გიმნაზია, რომელშიც პედაგოგებად მუშაობდნენ: ნინა გერასიმეს ასული ალავერდოვა (რუსული ენა, ისტორია, გეოგრაფია), პ. კ. რეეზე (გერმანული ენა), ნინა სებასტიანოვი (ფრანგული ენა), ელენე გერასიმეს ასული ბორისოვა და ოლღა სიმონის ასული ბარქაია (საანბანო განყოფილება).
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 31 აგვისტოს კრებაზე განიხილეს ილია ჭავჭავაძის ფონდის საკითხი, რომლის თანხაც შეადგენდა 10818 მანეთსა და 79 კაპიკს. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წინადადებით, ეს თანხა ხელუხლებლად უნდა დარჩენილიყო, ხოლო სარგებელი მოხმარებოდა ილია ჭავჭავაძის სახელობის სკოლის დაარსებასა და მწერლის პუბლიცისტური, კრიტიკული და ისტორიული ნაშრომების გამოცემას.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 31 აგვისტოს, 7 საათზე, იაკობ ღულაძის თავმჯდომარეობით გაიხსნა სხვადასხვა დაწესებულების წარმომადგენლებისა და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრება, რომელზეც განიხილეს ილია ჭავჭავაძის ფონდის მდგომარეობა და ილიას ძეგლის დადგმის საკითხი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ დიმიტრი ნაკაშიძის გარდაცვალების გამო ტელეგრაფით გაგზავნილ ცნობაში 1.70 მანეთი გადაიხადა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 31 აგვისტოს კრებაზე ნინო ბეჟანის ასულმა ყიფიანმა და სამსონ გიორგის ძე ფირცხალავამ დაასახელეს ის დაწესებულებები, რომლებიც ილია ჭავჭავაძის ფონდს ფინანსურად ეხმარებოდნენ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ზაქარია ლაბაურს 42 მანეთი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ თონეთის სკოლის მასწავლებელ ლავრენტი აგლაძეს 40 მანეთი გადაუხადა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 15 ივნისის კრებაზე 11 სხვადასხვა დაწესებულება და კერძო პირი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას დაჰპირდა, რომ ილია ჭავჭავაძის ძეგლისთვის თანხას გაიღებდნენ, თუმცა 31 აგვისტოს მხოლოდ 5 მათგანიღა იყო თანახმა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის მიხედვით, ივანე მერაბიშვილმა საზოგადოების წევრებს სთხოვა, უდის სამკითხველოსთვის 48 მანეთი შეეწირათ.