რეგისტრირებული ფაქტები46141
სორტირება თარიღი მზარდობით
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 5 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გაიმართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მიიღეს დადგენილება, გამოსაცემი ან სათარგმნი სახელმძღვანელოების პროექტი საგანგებოდ გამოყოფილ კომისიას წარმოედგინა.
1885
ტიპი: გარდაცვალება
1885 წლის 16 ნოემბერს ახალციხის საერო სასწავლებლის ინსპექტორი ივანე ზურაბის ძე გოპაძე გარდაიცვალა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის დეკემბერში ექვთიმე ხელაძის სტამბაში დაიბეჭდა სარეკლამო ფურცელი, რომ 1886 წლის 1 იანვრიდან ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით გამოვიდოდა ყოველდღიური გაზეთი „ივერია“.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის დეკემბერში ილია ჭავჭავაძემ ალექსანდრე ყაზბეგს, სოფრომ მგალობლიშვილს, ნიკო ლომოურს, ეგნატე იოსელიანს, დავით კარიჭაშვილს, მიხეილ მაჩაბელსა და სხვებს სტამბურად დაბეჭდილი წერილით აცნობა, რომ 1886 წლის 1 იანვრიდან გამოვიდოდა ყოველდღიური გაზეთი „ივერია“, ასევე გაუგზავნა პროგრამა და სთხოვა თანამშრომლობა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის დეკემბერში ილია ჭავჭავაძემ ილია ოქრომჭედლიშვილს გაუგზავნა წერილი, რომელშიც სთხოვა, რომ პეტერბურგში შეეძინა ქაღალდი გაზეთ „ივერიის“ დასაბეჭდად.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის დეკემბერში ილია ჭავჭავაძემ გაზეთ „ივერიის“ დასაბეჭდად ასოები საქართველოში ჩამოასხმევინა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის დეკემბერში ილია ჭავჭავაძემ ექვთიმე ხელაძის სტამბაში გაზეთ „ივერიის“ სარეკლამო ფურცელი და პროგრამა დაბეჭდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 3 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ილია ჭავჭავაძეს 9 ხელნაწერი წიგნის შეწირვისთვის მადლობა გადაუხადეს.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 3 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ზაქარია ჭიჭინაძისგან წიგნები, ხოლო პოლიევქტოს კარბელაშვილისგან ძველი მონეტები შეეძინათ.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 3 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ილია ჭავჭავაძის ინიციატივით ანტონ ფურცელაძეს ქართულად დაწერილი რომანის „ბაბა-ამირიანის“ გადაწერა დაავალეს.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 3 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ნიკოლოზ ცხვედაძეს დაავალეს მოემზადებინა წერილი სახალხო სკოლების დირექტორთან გასაგზავნად მცხეთისა და ვაყის სკოლების დირექტორებად სანდო კანდიდატების წარდგენასთან დაკავშირებით.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 3 დეკემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა, რომელზეც გამგეობამ უარი თქვა მათი ნებართვის გარეშე ფიზიკის თარგმნილი სახელმძღვანელოს დაბეჭდვაზე.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 4 დეკემბერს ბეჭდვით საქმეთა მთავარმა სამმართველომ წერილობით მიმართა კავკასიაში სამოქალაქო ნაწილის გამგეს ილია ჭავჭავაძისთვის ყოველდღიურ გაზეთ „ივერიის“ გამოცემის ნებართვის მისაცემად.
1885
ტიპი: ავტორობა
1885 წლის 9 დეკემბერს ბათუმის სკოლის მასწავლებელმა მოსე ივანეს ძე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას მისწერა, რომ ქუთაისის გუბერნიის სასოფლო სკოლების ინსპექტორმა პერევოზნიკოვმა სკოლა შეამოწმა და მხოლოდ მისი სანიტარული მდგომარეობა დაიწუნა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 18 დეკემბერს ილია ჭავჭავაძემ დაიწყო ხელმოწერების შეგროვება გაზეთ „ივერიაზე“.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 20 დეკემბერს ილია ჭავჭავაძემ ნიკო ნიკოლაძეს გაზეთ „ივერიისთვის“ სტატიების მიწოდება სთხოვა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 20 დეკემბერს ილია ჭავჭავაძემ საპასუხო ბარათი გაუგზავნა იონა მეუნარგიას, თან დაურთო გაზეთ „ივერიის“ პროგრამა და სთხოვა სტატიების მიწოდება.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 22 დეკემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების გამგეობა ოფიციალურ შეტყობინებას უგზავნის კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილს – საზოგადოების ნამდვილ წევრს 1879 წლიდან და უმორჩილესად სთხოვს გადაიხადოს 1885 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით მასზე დაკისრებული საწევრო 6 მანეთი. შეტყობინებას ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარე ილია ჭავჭავაძე და საქმის მწარმოებელი ნიკო მთვარელიშვილი.
1885
ტიპი: ავტორობა
1885 წლის 23 დეკემბერს მოსე ივანეს ძე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ განყოფილებას მისწერა, რომ აფხაზი თავადის, გიორგი მიხეილის ძე შარვაშიძის, ინიციატივით ბათუმში გამართული ჭიდაობიდან შემოსული თანხის მესამედი – 12. 92 მანეთი თავისი მმართველობის ქვეშ მყოფი სკოლისთვის გადაეცა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 30 დეკემბერს ილია ჭავჭავაძემ რაფიელ ერისთავი, აკაკი წერეთელი და დავით ერისთავი ახალი წლისა და გაზეთ „ივერიის“ პირველი ნომრის გამოსვლის ერთად აღსანიშნავად მიიწვია.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 31 დეკემბერს ილია ჭავჭავაძემ გაზეთ „ივერიის“ რედაქციის დარბაზში ახალბებუთოვის ქუჩაზე ახალი წლის და გაზეთის პირველი ნომრის მოლოდინში უმასპინძლა ორმოცამდე მწერალსა და საზოგადო მოღვაწეს, მათ შორის: რაფიელ ერისთავს, ნიკო ხიზანიშვილს, კოლა ერისთავს, გრიგოლ და ალექსანდრე ყიფშიძეებს, სტეფანე ჭრელაშვილს და სხვ.
1886
ტიპი: ორგანიზაცია
1886 წელს სამფსონ ალექსანდრეს ძე მაჭუტაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი გახდა.