ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47965

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 12 ივლისის „დროებაში“ დაიბეჭდა ნინო ერისთავის მიერ თარგმნილი მოთხრობის „ძველი მუფტა“ მეორე ნაწილი.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 13 ივლისის „დროებაში“ იოსებ ბაქრაძის ლექსი „ჰეინედამ“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 13 ივლისის „დროებაში“ ნინო ერისთავის მიერ თარგმნილი მოთხრობის „ძველი მუფტა“ მესამე ნაწილი დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 15 ივლისს ილია ჭავჭავაძე საგურამოში გაემგზავრა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 16 ივლისის „დროების“ ცნობით, ვ. დერინგის მიერ გამართულ წარმოდგენაზე, რომელიც წმ. ნინოს სახელობის სასწავლებლის სასარგებლოდ გაიმართა, დამსწრე საზოგადოებამ შეწირულობის სახით 500 მანეთამდე თანხა გაიღო.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 16 ივლისის „დროებაში“ ნინო ერისთავის ნათარგმნი მოთხრობის „ძველი მუფტა“ დასასრული დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 16 ივლისის „დროების“ ცნობით, გრიგოლ დიმიტრის ძე ორბელიანის ძეგლის ასაგებად ხელმოწერები მიიღებოდა თბილისის გამგეობაში.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 18 ივლისის „დროების“ ცნობით, ეფროსინე იაკობის ასული ჭიჭინაძისა ქუთაისში მოსამზადებელი სასწავლებლის გახსნას აპირებდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 19 ივლისის „დროებაში“ ელენე მამულაშვილის მიერ თარგმნილი „საზარელი მკვლელი“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 21 ივლისის „დროების“ ცნობით, გაზეთი „თეატრი“ ქუთაისში, ვარლამ ჭილაძის მაღაზიაში, იყიდებოდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 21 ივლისის „დროების“ ცნობით, გაზეთი „თეატრი“ თბილისში, გრიგოლ ჩარკვიანის მაღაზიაში, იყიდებოდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 24 ივლისის „დროებაში“ ილია ჭყონიას სტატია „გურიის ცხოვრებიდან“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 24 ივლისის „დროების“ ცნობით, მიხეილ ნასიძის შედგენილი „ქართული ქრისტომათია“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 25 ივლისის „დროების“ ცნობით, ვ. დერინგმა თბილისის წმ. ნინოს სახელობის სასწავლებელს 423.50 მანეთი შესწირა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 25 ივლისის „დროების“ ცნობით, ქუთაისში ეფროსინე ჭიჭინაძის ინიციატივით გახსნილ მოსამზადებელ სასწავლებელში სწავლის საფასური წელიწადში 45 მანეთი იყო.

1885

ტიპი: განათლება

1885 წლის 25 ივლისის „დროების“ ცნობით, ეფროსინე ჭიჭინაძემ სანკტ-პეტერბურგის უმაღლესი საქალებო სასწავლებელი დაამთავრა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 25 ივლისის „დროებაში“ მიხეილ ჯორჯაძის ლექსი დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 25 ივლისის „დროების“ ცნობით, იური ნეჩაევ-მალცოვმა თბილისის წნ. ნინოს სახელობის სასწავლებელს 500 მანეთი შესწირა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 26 ივლისის „დროებაში“ დაიბეჭდა თბილისის სათავადაზნაურო ბანკის ივლისის ბალანსი, რომელსაც ხელს აწერენ ილია ჭავჭავაძე, ალექსანდრე ჩოლოყაშვილი, ივანე მაჩაბელი და ხ. ხაჩატურიანი.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 26 ივლისის „დროებაში“ ილია ზარაფიშვილის სტატია „ხმა ქიზიყიდან“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 26 ივლისის „დროებაში“ სამსონ ყიფიანის სტატია „თუ შრომა არა, შრომის სამაგიერო მაინც“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 27 ივლისის „დროების“ ცნობით, გიორგი წერეთელი სურათებიანი ჟურნალის გამოცემისთვის ნებართვას პეტერბურგიდან ელოდებოდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 28 ივლისს ბარბარე ბარათაშვილისა და ელიზბარ გუგუშვილის თაოსნობით თიანეთში ღარიბი მოსწავლის სასარგებლოდ წარმოდგენა გაიმართა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 30 ივლისის გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა ზაქარია ჭიჭინაძის სტატია „ამირანდარეჯანიანის“ შესახებ.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 30 ივლისის „დროებაში“ კონსტანტინე ცხვედაძის სტატია „ქარელი“ დაიბეჭდა.