ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46141

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წელს ილია ჭავჭავაძის ლაიფციგის კრებულში შესული რამდენიმე ლექსი უთარგნია არტურ ლაისტს.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886-98 წლებში ივლიანე ალფეზის ძე აბესაძე სოფ. ზოვრეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წელს ალოიზ მიზანდარის, ხარლამპი სავანელისა და კონსტანტინე ალიხანოვის დაარსებული მუსიკალური სკოლა სამუსიკო სასწავლებლად, 1917 წელს კი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიად გადაკეთდა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წელს შიო ისაკის ძე შიუკაშვილი ოზურგეთის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წელს შიო ისაკის ძე შიუკაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებული იყო ოზურგეთში.

1886

ტიპი: ორგანიზაცია

1886 წელს გიორგი ექვთიმეს ძე წერეთელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წელს სოფრომ მგალობლიშვილმა ფეხი მოიტეხა, ექიმებმა მას თბილისის აბანოებზე სიარული ურჩიეს.

1886

ტიპი: ორგანიზაცია

1886 წელს „ივერიის“ რედაქციის მუდმივი წევრები იყვნენ: გიგო ყიფშიძე, იაკობ მანსვეტაშვილი, ილია ბახტაძე, სოფრომ მგალობლიშვილი და არტემ ახნაზაროვი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წელს ილია ხონელის „ივერიაში“ დასაბეჭდ ფელეტონებს ილია ჭავჭავაძე იწუნებდა და ისე ცვლიდა, რომ ავტორის მხოლოდ აზრიღა რჩებოდა, ამიტომ მან ქართული ფელეტონების წერას თავი დაანება.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წელს სოფრომ მგალობლიშვილი სასწავლებელში გამოცდების დასრულების შემდეგ გორიდან თბილისში ჩამოვიდა და „ივერიის“ რედაქციაში დაიწყო მუშაობა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წელს გიგო ყიფშიძემ სოფრომ მგალობლიშვილს გორში მისწერა, რომ ილია ჭავჭავაძემ „ივერიის“ თანამშრომელთა ხელფასი 5 თუმნამდე გაზარდა და ზაფხულში თბილისში ჩასულიყო სამუშაოდ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წელს თედო სახოკია ჟენევის უნივერსიტეტში ცნობილი ბუნებისმეტყველის, კარლ ფოხტის ლექციებს ესწრებოდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წელს თედო სახოკია ჟენევის უნივერსიტეტში ცნობილი ქიმიკოსის, გრებეს ლექციებს ესწრებოდა.

1886

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1886 წელს თედო სახოკიამ ჟენევაში ყოფნისას გაიცნო ივანე მაჭავარიანი და ამ პერიოდიდან მეგობრობდა მასთან.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წელს ანთიმოზ ჯუღელი აქტიურად იყო ჩართული პროგრესული იდეების განხორციელებაში და დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა სოხუმელთა შორის.

1886

ტიპი: ღონისძიება

1884 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის პერიოდში თედო სახოკია ამავე შენობაში განთავსებულ პანსიონში ცხოვრობდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წელს გაზეთში „თეატრი“ ოტიას ფსევდონიმით დაიბეჭდა დიმიტრი ხოშტარიას პირველი ლექსი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წელს გაზეთ „ივერიის“ №226-ში დაიბეჭდა ალექსი მირიანაშვილის წერილი „როგორ ვრცელდება ჩვენში ქართული წიგნები“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის გაზეთ „ივერიის“ №6-ში დაიბეჭდა ალექსი მირიანაშვილის წერილი „რა მოეთხოვება ქართულ ლიტერატურას?“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის გაზეთ „ივერიის“ №24-ში დაიბეჭდა ალექსი მირიანაშვილის წერილი „ესღა აკლდათ ქართველ ქალებს“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის გაზეთ „დროების“ №94-ში დაიბეჭდა ალექსი მირიანაშვილის წერილი „ჩვენი ხალხური სიმღერების გამო“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის გაზეთ „ივერიის“ №75-ში დაიბეჭდა ალექსი მირიანაშვილის წერილი „ჩვენი საერო პოეზიის შესახებ“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის გაზეთ „ივერიის“ 106-ე,109-ე და 112-ე ნომრებში დაიბეჭდა ალექსი მირიანაშვილის წერილი „ქალის მშვენიერების იდეალი ქართულ საერო ლექსებში“.

1886

ტიპი: განათლება

1886 წელს, ივანე მაჭავარიანის რჩევით, თედო სახოკია ჟენევაში დარჩა სწავლის გასაგრძელებლად.