ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46141

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 5 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა განცხადება, რომ 6 იანვარს, ორშაბათს, თბილისის „კრუჟოკის“ დარბაზში ბარბარე გიორგის ასული ბარათაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართებოდა მეჯლისი სათავადაზნაურო სკოლის სასარგებლოდ. ბილეთები იყიდებოდა შავერდოვის სააგენტოში და ღირდა ორი მანეთი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 5 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ქართული დრამატიული საზოგადოების თავმჯდომარის რაფიელ დავითის ძე ერისთავის განცხადება, რომ 12 იანვარს, კვირას, 12 საათზე არწუნისეული თეატრის დარბაზში გაიმართებოდა დრამატიული საზოგადოების კრება.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 5 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანი თბილისში ფლობდა ქართული წიგნის მაღაზიას.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 5 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანის ქართული წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა ყველანაირი ქართული წიგნი შემდეგ მისამართზე: ლორის–მელიქოვის ქუჩა, ზუბალოვის სახლებში.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 5 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ექვთიმე ივანეს ძე ხელაძე ფლობდა სტამბას თბილისში.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 5 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძე უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს წერილს „ტფილისი, 4 იანვარი“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 5 იანვარს ილია ჭავჭავაძემ აკაკი წერეთელს გაუგზავნა ვრცელი წერილი, რომლითაც საგანგებოდ სთხოვა გაზეთ „ივერიაში“ თანამშრომლობა და დასძინა, რომ უმისობა გაზეთისთვის დიდი დანაკლისი იქნებოდა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 8 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, გიორგი ნიკოლოზის ძე იოსელიანი იყო მასწავლებელი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 8 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ გიორგი ნიკოლოზის ძე იოსელიანი საშუალო სასწავლებლის მოსწავლეებს იღებდა მოსამზადებლად და ვისაც მომზადება სურდა უნდა მიემართა შემდეგ მისამართზე: თბილისი, მიხეილის N 81.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 8 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, კირილე პეტრეს ძე იანოვსკი იყო კავკასიის სწავლა-განათლების მზრუნველი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 8 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა იოსებ ზოსიმეს ძე ბაქრაძის ფელეტონი „ვალტერ სკოტის მიერ თქმული“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 8 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა რაფიელ დავითის ძე ერისთავის ფელეტონი „მევენახის სიმღერა“.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 8 იანვარს ილია ჭავჭავაძემ გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 7 იანვარს“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 9 იანვარს ილია ჭავჭავაძემ გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 8 იანვარს“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 10 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა რაფიელ დავითის ძე ერისთავის განცხადება, რომ ქართული დრამატული საზოგადოების წევრებისთვის გაიმართებოდა კრება 12 იანვარს, კვირას, 12 საათზე, არწუნისეული თეატრის დარბაზში.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 10 იანვრის გაზეთ „ივერიაში” დაიბეჭდა ალექსანდრე ივანეს ძე მირიანაშვილის ფელეტონი „რა მოეთხოვება ქართულ ლიტერატურას“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 10 იანვარს ილია ჭავჭავაძემ გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 9 იანვარს“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 11 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ილია ლუკას ძე ბახტაძის ფელეტონი „რუსთა შორის“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 11 იანვარს ილია ჭავჭავაძემ გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 10 იანვარს“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 12 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა პეტრე იოსების ძე უმიკაშვილის წერილი „რომელი რომელს იპოვის“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 12 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ილია ლუკას ძე ბახტაძის ფელეტონი „სახელდახელო“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 12 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა რაფიელ ერისთავის ფელეტონი „ღამის მეხრის სიმღერა“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 12 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „ტფილისი, 11 იანვარს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „სახასო გლეხთა მდგომარეობა“.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 14 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, იოჰანესოვი შუშის რეალური სასწავლებლის პედაგოგი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 14 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ალექს რიჟოვი იყო ბაქოს რეალური სასწავლებლის მასწავლებელ-თანაშემწე.