ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46204

1881

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გეგმის მიხედვით, უნდა შექმნილიყო მდიდარი ბიბლიოთეკა მხოლოდ იმ სოფლებში, სადაც სკოლა იყო, თითო მაზრასა და თემზე თითო ან ორ-ორი. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი), თევდორე (თედო) დავითის ძე ჟორდანია, ივანე ევდოკიმეს ძე გამყრელიძე, იონა მიხეილის ძე მეუნარგია.

1881

ტიპი: ავტორობა

1881-1882 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოებას თბილისის სკოლის გაუქმება უნდოდა, რადგან მოსახლეობის სწავლისადმი მოთხოვნილებას ქალაქის გამგეობა ახლადდაარსებული უფასო სკოლების საშუალებით მეტნაკლებად აკმაყოფილებდა. სოფლებს ძალიან უჭირდათ საზოგადოების დახმარება სკოლების მოწყობაში, საზოგადოებას კი თავისი ხარჯით ქალაქის სკოლის შენახვა არ შეეძლო. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი), თევდორე (თედო) დავითის ძე ჟორდანია, ივანე ევდოკიმეს ძე გამყრელიძე, იონა მიხეილის ძე მეუნარგია.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შემოუვიდა 2548 მან. და 75 კაპ., დაიხარჯა 4331 მან. და 14 კაპ. დანახარჯმა შემოსავალს 1782 მან. 39 კაპ.-ით გადაამეტა. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი), თევდორე (თედო) დავითის ძე ჟორდანია, ივანე ევდოკიმეს ძე გამყრელიძე, იონა მიხეილის ძე მეუნარგია.

1881

ტიპი: ავტორობა

1881-1882 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოების მმართველობამ თბილისის სკოლის გაუქმება გადაწყვიტა. გადაწყვეტილება ეფუძნებოდა შემდეგ მოსაზრებას: საზოგადოების მმართველობამ თბილისში სკოლა იმიტომ დაარსა, რომ ქალაქში არ იყო არც ერთი პირველდაწყებითი სასწავლებელი, რომელიც ხალხის სწავლისადმი მოთხოვნილებას დააკმაყოფილებდა. 1881 წლის 15 მაისიდან 1882 წლის 15 მაისამდე კი ქალაქის მმართველობამ გახსნა ორი უფასო სახალხო სკოლა ქართველთათვის და შემოიტანა ისეთი პროგრამა, როგორიც „საზოგადოების“ სკოლაში იყო, „დედა ენას“ მიანიჭა ისეთი მნიშვნელობა, რა მნიშვნელობაც ჰქონდა „საზოგადოების“ წესდების მესამე მუხლის ძალით. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი), თევდორე (თედო) დავითის ძე ჟორდანია, ივანე ევდოკიმეს ძე გამყრელიძე, იონა მიხეილის ძე მეუნარგია.

1881

ტიპი: თანამდებობა

1881-1882 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოების მოლარე გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი იყო.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 15 მაისიდან 1882 წლის 15 მაისამდე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ჩაატარა 26 სხდომა, რომელსაც 4-ჯერ დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი თავმჯდომარეობდა. თავმჯდომარის ამხანაგი ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა 17 სხდომას, მმართველობის წევრი იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი კი – 3 სხდომას.

1881

ტიპი: ავტორობა

1881-1882 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოებამ გადაწყვიტა წინარეხში, თონეთში, პატარძეულსა და სტეფანწმინდაში სკოლა გაეხსნა. სოფლების მოსახლეობამ სკოლის მოწყობა და შენახვა საკუთარ თავზე აიღო. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი), თევდორე (თედო) დავითის ძე ჟორდანია, ივანე ევდოკიმეს ძე გამყრელიძე, იონა მიხეილის ძე მეუნარგია.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 11 თებერვალს თბილისის ქალთა მე-7 გიმნაზიის კლასის დამრიგებელი ცავრინა დისიონის ასული ახვლედიანი თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიის გამგე კომიტეტმა საქმის მწარმოებლად მიიწვია.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 10 ოქტომბერს მთავარგამგემ ცავრინა დისიონის ასული ახვლედიანი თბილისის ქალთა მე-7 გიმნაზიის კლასის დამრიგებლის თანაშემწედ დანიშნა.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის პირველი სექტემბრიდან 1916 წლის პირველ იანვრამდე, 1907-1910 წლების გამოკლებით, თბილისის ქალთა მე-7 გიმნაზიის კლასის დამრიგებლის თანაშემწე ცავრინა დისიონის ასული ახვლედიანი ქუთაისის სხვადასხვა სკოლაში მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

მთავრობის თავმჯდომარეს მისწერეს, რომ გორის ქალთა გიმნაზიაში რუსულ ენას ოთხი მასწავლებელი ასწავლიდა: ელენე მიხეილის ასული ალექსანდროვისა, ვერა დიმიტრის ასული პერევერსევი, სერაფიმა სერგის ასული ბაგაევისა და დირექტორი კინწურაშვილი.

1918

ტიპი: თანამდებობა

მთავრობის თავმჯდომარეს მისწერეს, რომ შესაძლებელი იყო სერაფიმა სერგის ასული ბაგაევი მასწავლებლად გორის ქალთა გიმნაზიაში ერთი წლით დარჩენილიყო. მომავალი წლიდან კი აუცილებლად შტატგარეშე დარჩებოდა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 16 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ხარჯთაღრიცხვა სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხისთვის, სულ 150 მანეთისა და 13 კაპიკის ოდენობით. ოქმს ხელს აწერენ: ივანე ზურაბიშვილი, ივანე რატიშვილი, დავით კარიჭაშვილი და გრიგოლ ყიფშიძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 16 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ მდივან დავით კარიჭაშვილის მოხსენება წინარეხის მაწავლებლისთვის ხელფასის ხაზინიდან მიცემის შესახებ შემდეგი სხდომისთვის გადადო. ოქმს ხელს აწერენ – ივანე ზურაბიშვილი, ივანე რატიშვილი, დავით კარიჭაშვილი, გრიგოლ ყიფშიძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 23 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ დამაკმაყოფილებლად მიიჩნია ქუთაისისა და სენაკის სათავადაზნაურო სკოლათა სამზრუნველო კომიტეტის პასუხი სამსონ ყიფიანის განცხადებასთან დაკავშირებით. ოქმს ხელს აწერს საზოგადოების თავმჯდომარე ილია ჭავჭავაძე.

1918

ტიპი: განათლება

1918 წლის 3 სექტემბერს პედაგოგმა ვახტანგ ქარუმიძემ თბილისის რეალურ გიმნაზიას შვილის, ბორის ქარუმიძის პირველ კლასში ჩარიცხვა სთხოვა.

1888

ტიპი: ავტორობა

არითმეტიკის სახელმძღვანელოს შემდეგ მიხეილ ყიფიანმა გეომეტრიის, სტერეომეტრიის, უმდაბლესი გეოდეზიისა და ტრიგონომეტრიის სახელმძღვანელოების გამოცემა დაიწყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრებმა მიხეილ ყიფიანს მადლობა შეუთვალეს ვლადიკავკაზში ქართული წიგნების გავრცელებაში დახმარებისთვის, გაუგზავნეს 10 თუმნის ღირებულების წიგნები და სთხოვეს, ეცნობებინა, მომავალში რომელი წიგნები იქნებოდა საჭირო.

1888

ტიპი: ღონისძიება

ვახტანგ თულაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადასცა მიხეილ ყიფიანის არითმეტიკის 10 სახელმძღვანელო და დარჩა 447, რომლებიც საზოგადოების მდივანს უნდა წაეღო, თუმცა გამგეობის შენობის შეცვლის გამო ეს ვერ მოხერხდა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 23 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე დადგინდა, სენაკის სკოლის ინსპექტორ სამსონ ყიფიანისთვის ეცნობებინათ გამგეობის განკარგულება სკოლის ვითარების გამოძიების შესახებ. მასვე დაევალა ამ განკარგულების მასწავლებელთათვის გამოცხადება. ოქმს ხელს აწერს საზოგადოების თავმჯდომარე ილია ჭავჭავაძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 23 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გადაწყვიტეს, ნიკოლოზ ბადრიძისთვის გაზეთების ყდაში ჩასასმელად 16 მანეთი მიეცათ.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 1-ელ მაისს მიხეილ ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ ვლადიკავკაზში მცხოვრები ქართველები საზოგადოებისგან დიდ შემწეობას ელოდნენ, თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, სკოლის გახსნას მაინც აპირებდნენ.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 6 სექტემბერს ანტონ ფურცელაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მიმართა განცხადებით, რომელშიც აღნიშნა, რომ არტაანის მაზრიდან წინარეხში გადმოსახლებულ ქართველებს მშობლიური ენა ავიწყდებოდათ, ამიტომ აუცილებელი იყო იქ ქართული სასწავლებლის გახსნა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 8 ოქტომბერს გენერალმა იოსებ გედევანიშვილმა განათლების სამინისტროს ქუთაისის რეალური სასწავლებლის მოსწავლე დავით მორჩაძის ბრძოლის ველზე ყოფნა შეატყობინა და მისთვის სასწავლებელში ადგილის შენახვა სთხოვა.