რეგისტრირებული ფაქტები46204
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 1-ლ მაისს მიხეილ ზაალის ძე ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ 8 მაისს ვლადიკავკაზში ქართული სასწავლებლის გახსნის ინიციატორები იკრიბებოდნენ გადაწყვეტილების მისაღებად. ყიფიანი გამგეობას სთხოვდა, მალე ეცნობებინათ, ეთანხმებოდნენ თუ არა მის მიერ შეთავაზებულ გეგმას.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 29 ნოემბერს იაკობ გოგებაშვილმა მიხეილ ქართველიშვილს მისწერა, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობა სოფელ რუხში სკოლის გახსნას აპირებდა. გოგებაშვილმა ქართველიშვილს ამ სოფელზე შემდეგი ცნობების მიწოდება სთხოვა: ზუსტად სად მდებარეობდა, ქართველების გარდა კიდევ ვინმე თუ ცხოვრობდა, სოფელს თუ შეეძლო სკოლის შენახვა, იქაური მაზრის უფროსი ვინ იყო, მღვდლად ვინ მსახურობდა და ა. შ.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 24 ივნისს სპირიდონ ჯორჯიკიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას შეატყობინა, რომ მიიღო საკვინტაციო დავთარი N 32, საწევრო დავთარი N 30 და სააგენტო ინსტრუქცია, თუმცა არ მიუღია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1885 წლის წევრთა სია. ჯორჯიკიამ ამ სიის, ყველა წევრის სიისა და საზოგადოების წესდების გაგზავნა ითხოვა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 18 აპრილს მიხეილ ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წერილი მისწერა, რათა გაერკვია, რატომ ვერ წაიღეს მისი გამოცემული არითმეტიკის წიგნები ვახტანგ თულაშვილისგან. ასევე აინტერესებდა, მისი ახალი სახელმძღვანელოებისთვის საზოგადოების საწყობში თუ იქნებოდა ადგილი.
1888
ტიპი: ღონისძიება
მიხეილ ყიფიანმა ვახტანგ თულაშვილს შესთავაზა, მის მიერ გამოცემული არითმეტიკის წიგნების დარჩენილი ეგზემპლარები ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისთვის იმ პირობით გადაეცა, რომ გაყიდული წიგნებიდან საზოგადოებას მოგების 30 პროცენტი დარჩენოდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წელს მიხეილ ზაალის ძე ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისაგან მიიღო წერილი ვლადიკავკაზში ქართული სასწავლებლის გახსნასთან დაკავშირებით. გამგეობა ატყობინებდა, რომ მათ შეეძლოთ სკოლისთვის თავდაპირველად 200 მანეთი მიეცათ, შემდეგ კი ყოველწლიურად გაუგზავნიდნენ საჭირო წიგნებს. ასევე შეეძლოთ მასწავლებლად სანდო და საქმისმცოდნე კაცის დანიშვნა, თუმცა მის ჯამაგირსა და სახლის ქირაზე ადგილობრივ ქართველებს უნდა ეზრუნათ.
1888
ტიპი: ავტორობა
1888 წლის 4 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ მიხეილ ყიფიანს 1-ელ მაისს გაგზავნილი წერილის საპასუხოდ მისწერა, რომ კარგი იქნებოდა, ვლადიკავკაზში დაარსებულიყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განყოფილება, როგორც ამის შესახებ ყიფიანი იწერებოდა, თუმცა საჭირო არ იყო ამას ოფიციალური ხასიათი მისცემოდა, რადგან ასე საქმე გაიწელებოდა. გამგეობა ყიფიანს ვლადიკავკაზის განყოფილებისთვის თავმჯდომარის, ხაზინადრისა და მდივნის შერჩევას სთხოვდა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 23 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ქუთაისისა და სენაკის სათავადაზნაურო სკოლათა სამზრუნველო კომიტეტის მოხსენება იმის შესახებ, რომ სენაკის სკოლაში გამგეობას აღედგინა წესრიგი, რომელიც დაარღვია სკოლის ინსპექტორის, სამსონ ყიფიანის მიერ კომიტეტში შეტანილმა განცხადებებმა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 23 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ქუთაისისა და სენაკის სათავადაზნაურო სკოლათა სამზრუნველო კომიტეტის მოხსენება იმის შესახებ, რომ სენაკის სკოლის ინსპექტორის, სამსონ ყიფიანის თხოვნას გამგეობას ვერ გაუგზავნიდნენ, რადგან განცხადება მასვე დაუბრუნეს.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 23 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს, რომ ნიკოლოზ ბადრიძისთვის გაზეთების ყდაში ჩასასმელად 16 მანეთი მიეცათ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 23 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე დაამტკიცეს ანგარიში, რომ ზაქარია გრიქუროვს წიგნებისთვის გადაეცა 32 მან. ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე ჭყონია.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 5 მაისს თბილისის ქალთა მე-6 გიმნაზიის დირექტორმა გრიგოლ ლორთქიფანიძემ უმაღლესი და საშუალო სკოლების მთავარგამგეს შეატყობინა, რომ ბარბარე იაგორის ასული ბაისოგოლოვა მზად იყო გამოცდების ჩასაბარებლად, რათა საშუალო სკოლებში ხატვის მასწავლებლის უფლება მიეღო და შტატში ჩარიცხულიყო, მაგრამ ეს ყველაფერი პეტროგრადში გამგზავრებას მოითხოვდა, რაც დროებით შეუძლებელი იყო.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 5 მაისს თბილისის ქალთა მე-6 გიმნაზიის დირექტორმა გრიგოლ ლორთქიფანიძემ უმაღლესი და საშუალო სკოლების მთავარგამგეს სთხოვა ბარბარე იაგორის ასული ბაისოგოლოვა ან შტატის მასწავლებლად დაემტკიცებინა, როგორც გამოცდილი მასწავლებელი, ან გამოცდები დაენიშნა მისთვის.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 27 თებერვლის თბილისის ვაჟთა მე-2 გიმნაზიის სამეურნეო კომიტეტის სხდომის ოქმის მიხედვით, ნ. ნ. ბარანოვსკის ლაბადის დაკარგვის შესახებ ჩვენება მასწავლებელმა მესტიაშვილმა მისცა. სხდომის ოქმიდან ამონაწერის სისწორეს ხელმოწერით ადასტურებს გიმნაზიის დირექტორი ილ. ლორთქიფანიძე და სხდომის ოქმის შემოწმებას ხელს აწერს ვარლამ სიკოს ძე იოსელიანი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 5 მაისს თბილისის ქალთა მე-6 გიმნაზიის დირექტორმა გრიგოლ ლორთქიფანიძემ უმაღლესი და საშუალო სკოლების მთავარგამგეს მისწერა, რომ ხატვის მასწავლებლის ბარბარე იაგორის ასული ბაისოგოლოვას პირად დოკუმენტებსა და ნამსახურების სიას თვითონ ადგენდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგე დ. უზნაძის 1918 წლის 20 სექტემბრის N15 ბრძანების თანახმად, გორის ვაჟთა გიმნაზიის ისტორიის მასწავლებლად თელავის სასულიერო სასწავლებლის მასწავლებელი ილია ბაკურაძე დანიშნეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წელს მთავარგამგის მოვალეობის შემსრულებელმა ვუკოლ მიხეილის ძე ბერიძემ და საქმისმწარმოებელმა ვ. ძიძიგურმა თბილისის ქალთა მე-6 გიმნაზიის დირექტორს აცნობეს, რომ მან გიმნაზიის ხელსაქმის მასწავლებელ ალექსანდრა მიხეილის ასულ ბალტინგს ხუთეული ჯილდო გაკვეთილების რაოდენობის მიხედვით უნდა გადასცეს.
1918
ტიპი: განათლება
1918 წლის 6 ნოემბერს გორის ქალთა გიმნაზიის დირექტორმა კინწურაშვილმა განათლების სამინისტროს საშუალო და დაბალ სკოლათა მთავარგამგეს მისწერა, რომ ნინო კარიჭაშვილი მოსკოვის უმაღლესი კურსების ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტის მე-3 კურსის მსმენელი იყო. მას ორი 8 კლასი ჰქონდა დამთავრებული: ერთი – თბილისში, მეორე – გორში, სხვადასხვა სპეციალობით. ნინო კარიჭაშვილი მე-8 საზოგადოებრივი განვითარების კლასში უმაღლესი კურსების სახელმწიფო გამოცდების ჩასაბარებლად სწავლობდა.