ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47795

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 11 ივნისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე პ. საყვარელიძემ წაიკითხა მოხსენება დემოკრატიული რესპუბლიკის სხვადასხვა ფორმის შესახებ. საქართველო დემოკრატიული რესპუბლიკაა, მაგრამ როგორი ტიპის უნდა იყოს იგი. დემოკრატიის სამგვარი ფორმა არსებობს: ამერიკული – უფლება-განაწევრებული დემოკრატია, ფრანგული – პარლამენტარული დემოკრატია და შვეიცარიული – პირდაპირი დემოკრატია. პირველი ემყარება უფლებათა გაყოფის პრინციპს. უფლებები ეთანხმება ერთმანეთს კოორდინაციის წესით; პარლამენტარული დემოკრატია გაურბის უფლებათა შერევის პრინციპს. აქ მთავრობა პასუხისმგებელია პარლამენტის წინაშე. მინისტრები მონაწილეობენ საკანონმდებლო პარლამენტში. მოქმედებს ნდობა-უნდობლობის ვოტუმი. პრეზიდიუმს არა აქვს ვეტოს უფლება, აქვს ქვემო პალატის გაშვების უფლება სენატის თანხმობით; შვეიცარიული ტიპის დემოკრატია ემყარება უფლებათა სხვადასხვაობას, მაგრამ უფლებათა შორის არსებობს სუბორდინაცია და არა კოორდინაცია. არის კანონდებლობითი რეფერენდუმი და ხალხური მართვა-გამგეობა. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის უნდა შეიმუშაონ დემოკრატიული კონსტიტუცია მესამე ტიპის მიხედვით იმ შესწორებითა და ცვლილებით, რომელსაც თხოულობს ადგილობრივი მდგომარეობა და ხალხის ცხოვრება.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 11 ივნისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის საპარლამენტო ფრაქციის მეთაურმა გიორგი ბეჟანის ძე გვაზავამ სახელმწიფო მოწყობის შვეიცარიული სისტემა დაიცვა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ამ სისტემას იმ მხრივ მიანიჭეს, რომ ის სპობდა მთავრობის კრიზისებს, რაც ასუსტებდა სახელმწიფოებრივ ცხოვრებას. ერთხელ არჩეული მთავრობა რამდენიმე წლის განმავლობაში შეურყევლად მუშაობდა და დამოკიდებული არ იყო ნდობა-უნდობლობის ვოტუმზე.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 11 ივნისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე ნოე ჟორდანია სახელმწიფო მოწყობის არც ერთს ტიპს არ იწონებდა, თუმცა უპირატესობას მაინც შვეიცარიულ სისტემას აძლევდა შესწორებით. ის მიიჩნევდა, რომ კონსტიტუცია ქართველი ხალხის მოთხოვნების შესაბამისი უნდა ყოფილიყო.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 11 ივნისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე ივანე ლევანის ძე ჩერქეზიშვილი შვეიცარიული დემოკრატიის ტიპის კონსტიტუციის შემუშავების საჭიროებას მიემხრო და დაიცვა რეფერენდუმის საჭიროების საკითხი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 11 ივნისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე ნოე ჟორდანიამ თანამედროვე პირობებში საქართველოში რეფერენდუმის საჭიროება უარყო, რადგან ხალხი ამით გონივრულად ვერ ისარგებლებდა და ამას სხვადასხვა პოლიტიკური ავანტიურისტები სათავისოდ გამოიყენებდნენ. მისი აზრით, უნდა გამონახულიყო შუალედური ტიპი საპარლამენტო და პირდაპირ დემოკრატიას შორის. მთავრობა უნდა ყოფილიყო არა პოლიტიკური, არამედ საქმიანი. აღმასრულებელი ხელისუფლება უნდა შესუსტებულიყო და დამორჩილებოდა საკანონმდებლოს.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 11 ივნისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე საკონსტიტუციო კომისიის მდივანი პავლე დავითის ძე საყვარელიძე ისევ რეფერენდუმის საჭიროებას დაუბრუნდა, განსაკუთრებით საკონსტიტუციო საკითხებში. ის აღიარებდა შვეიცარიული მოდელის გათვალისწინებას კონსტიტუციის გადასინჯვის დროს.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 11 ივნისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე გიორგი ბეჟანის ძე გვაზავა რადიკალურად შეეწინააღმდეგა რეფერენდუმის ჩატარებას. ის უპირატეობას სახლმწიფო მოწყობის შვეიცარულ მოდელას ანიჭებდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 11 ივნისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე ნოე ჟორდანიას განცხადებით კონსტიტუციის თემაზე რეფერენდუმი საქართველოსთვის შეუფერებელი იყო. რეფერენდუმი აადვილებდა საქმეს, რადგან ის გახდებოდა კონსტიტუციის ხშირი გადასინჯვის იარაღი, რაც არასასურველი იყო ქვეყნისთვის. კონსტიტუციის რევიზია პარლამენტს ხმათა უმრავლესობით(2/3-ით) უნდა მოეხდინა. სამინისტროები უნდა ყოფილიყო არა პოლიტიკური, საქმიანი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 11 ივნისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე ივანე ლევანის ძე ჩერქეზიშვილმა განაცხადა, რომ კონსტიტუცია უნდა ყოფილიყო მაქსიმალურად მიახლოებული ისეთი დემოკრატიული ქვეყნის კონსტიტუციასთან, როგორიც შვეიცარია იყო. ის ემხრობოდა რეფერენდუმით კონსტიტუციის მიღებას.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 11 ივნისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე რ. არსენიძემ განაცხადა, რომ არ უნდა შევეხოთ საკითხს განყენებულათ. შერეული სისტემა უნდა დაედვას საფუძვლად. დემოკრატიის დამახასიათებელია ადგილობრივ საკითხების გადაჭრა ხალხის მიერ. ცენტრალური აღმასრულებელი უფლება შესუსტებული იქნება მოხელეთა არჩევნებით ადგილობრივ. სამინისტროს პრინციპი უნდა იყოს საქმიანობის პრინციპი. მოქმედი მთავრობაა საჭირო. ამერიკული სისტემა უვარგისია. უნდა ავირჩიოთ საშუალო ტიპი. ზოგიერთ კითხვებში არ ეწინააღმდეგება რეფერენდუმის შემოღებას.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 11 ივნისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე პავლე დავითის ძე საყვარელიძემ აღნიშნა, რომ კონსტიტუციის გადასასინჯად საჭიროა როგორც პარლამენტის თანხმობა, ისე ხალხის დასტური რეფერენდუმის გზით.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 11 ივნისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე გიორგი გვაზავა ნოე ჟორდანიას აზრს დაეთანხმა. გვაზავას მიაჩნდა, რომ სამხედრო საქმეში აუცილებელი იყო მთავრობის სიმტკიცე.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 11 ივნისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე ს. ჯაფარიძემ სხდომის რეზიუმირებისას განაცხადა, რომ ის მხარს უჭერდა შერეული ტიპის – ფრანგულ-შვეიცარულ სისტემას. სასურველი იყო ჩამოყელიბებულიყო შვეიცარული ტიპის ერთპალატიანი პარლამენტი. პრეზიდენტს განსაკუთრებული უფლებებით არ უნდა ესარგებლა. სამინისტროებს უნდა ჰქონოდა აღმასრულებელი ფინქცია და შეესრულებინა ის, რასაც პარლამენტი დაადგენდა. აღმასრულებელი უფლება იზღუდებოდა ადგილობრივ თვითმართველობათა უფლების გაფართოებით. დანაშაულის დროს თუ არ გადადგებოდა სამინისტრო, მიეცემოდა სამართალში.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 26 ივნისს რაჟდენ არსენიძე, პავლე საყვარელიძე, კონსტანტინე მაყაშვილი, ივანე ჩერქეზიშვილი, სამსონ დადიანი და სოსიპატრე ასათიანი საკონსტიტუციო კომისიის სხდომას დაესწრნენ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 29 ივნისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე რაჟდენ არსენიძემ წაიკითხა მოხსენება საქართველოს მოქალაქეობასთან დაკავშირებით.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 29 ივნისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე პავლე დავითის ძე საყვარელიძემ წაიკითხა მოხსენება მოქალაქის პოლიტიკურ და მოქალაქეობრივ უფლებებზე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 29 ივნისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე ი. ჩერქეზიშვილს მიენდო კორპორატიული უფლებები. სხდომა/კომისიამ დაადგინა, რომ ყოველი თავი დაესაბუთებინათ. რ. არსენიძეს დაევალა მოქალაქეობის დებულებათა საბოლოო დასაბუთება, პ. საყვარელიძეს კი ტერიტორიული გამიჯვნისა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 30 ივნისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომას რაჟდენ არსენიძე და პავლე საყვარელიძე დაესწრნენ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 30 ივნისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე რაჟდენ მათეს ძე არსენიძემ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მოქალაქეობის შესახებ საბოლოოდ დამუშავებული დებულება წარადგინა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 ივლისს სერგო ჯაფარიძის თავმჯდომარეობით გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს საკონსტიტუციო კომისიის სხდომას დაესწრნენ: რაჟდენ არსენიძე, სამსონ დადიანი, პავლე საყვარელიძე, კოტე მაყაშვილი და მდივანი დავით ნახუცრიშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 6 ივლისს სერგო ჯაფარიძის თავმჯდომარეობით გამართულ საკონსტიტუციო კომისიის სხდომას დაესწრნენ: რაჟდენ არსენიძე, კოტე მაყაშვილი, სამსონ დადიანი, ივანე ჩერქეზიშვილი, გრიგოლ ვეშაპიძე და მდივანი პავლე საყვარელიძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 6 ივლისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე გადაწყდა, სოციალისტ- დემოკრატების, სოციალისტ-ფედერალისტებისა და ნაციონალ-დემოკრატების ფრაქციებს ეცნობებინათ, რომ საკონსტიტუციო კომისიაში არჩეული მათი წევრები, მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო კრებას ვერ ესწრებოდნენ, ამიტომ ფრაქციებისთვის ეთხოვათ შესაფერი ზომების მიღება და კომისიის შევსება ახალი კანდიდატებით: სოც. დემ. ფრაქციიდან წარმოედგინათ ნ. ჟორდანია, სოც. ფედ. – გ. რცხილაძე, ნაც. დემ. – გ. გვაზავა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 6 ივლისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე გადაწყდა, საქართველოს ეროვნული საბჭოს კანცელარიის გამგისთვის ეთხოვათ, რომ საკონსტიტუციო კომისიის საქმისმწარმოებლად დანიშნულიყო დავით გიორგის ძე ნახუცრიშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 6 ივლისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე გადაწყდა, საბიბლიოთეკო წიგნების სიის შედგენა სამსონ დადიანისთვის დაევალებინათ.