ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46253

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს ქრისტეფორე გრიგოლის ძე ამილახვარი სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილების მეოთხე კურსზე.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს გრიგოლ გიორგის ძე ვეშაპიძე იყო მოსკოვის უნივერსიტეტის საისტორიო ნაწილის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 2 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს სოფიო თარხნიშვილის თხოვნა, ხალხში გასავრცელებლად „დედაენის“ 40 ეგზემპლარისა და ამდენივე რვეულის მიცემის შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით მისთვის 20-20 წიგნი და რვეული უნდა მიეცათ. განჩინებას დავით კარიჭაშვილმა მოაწერა ხელი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 17 აპრილს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მე-15 სხდომას დაესწრნენ: ნიკოლოზ ცხვედაძე, პეტრე მირიანაშვილი, ივანე ზურაბიშვილი, ალექსანდრე ჭყონია და სხვ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 16 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხის ხარჯთაღრიცხვა – დახარჯული 111 მან. 59 კაპ. და დასახარჯი 133 მან. 56 კაპ. ოდენობით. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 9 აპრილს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც საზოგადოებას ნაღდი ფულით – 4580.62, ხოლო ქაღალდებით 11531.11 მანეთი ჰქონდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 9 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ნიკოლოზ ცხვედაძის წინადადება, შემოწმებულიყო საზოგადოების წიგნსაცავი. დადგინდა, წიგნსაცავის გამგისთვის ეთხოვათ, რომ ივანე ზურაბიშვილის, ალექსანდრე მიქაბერიძის (ყოფილი მდივნის) და პეტრე მირიანაშვილის (ახალი მდივნის) თანდასწრებით შეემოწმებინა წიგნის საწყობი და შედეგი მოეხსენებინა გამგეობისთვის. სხდომის ოქმს ხელს აწერენ: ნიკოლოზ ცხვედაძე, ექვთიმე თაყაიშვილი, იაკობ გოგებაშვილი, გრიგოლ ყიფშიძე და ივანე რატიშვილი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 17 აპრილს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც 1901 წლის ათიდან ჩვიდმეტ აპრილამდე საზოგადოებას შემოუვიდა 446.54 მანეთი.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 23 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გამგეობის წევრ გრიგოლ ყიფშიძის მიერ დაყენებული საკითხის – პუშკინის ნაწარმოებთა ქართული თარგმანების დაბეჭდვის შესახებ დაადგინეს, რომ პოეტის 100 წლის იუბილემდე (26 მაისი) თხზულებები დაებეჭდათ 600-იანი ტირაჟით. საორგანიზაციო საკითხები დაევალა კომისიას. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 20 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე უნდა გაეხილათ სტიპენდიატ თამარ ხარაბაძის თხოვნა დახმარების შესახებ. საკითხის განხილვა გადაიდო.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 17 აპრილს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც საზოგადოებას ნაღდი ფულით – 4623.16, ხოლო ქაღალდებით 11531.11 მანეთი ჰქონდა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 10 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე გადაწყდა, იაკობ ნიკოლაძისათვის გაეგზავნათ მხატვრების პროტოკოლი ილია ჭავჭავაძის ძეგლთან დაკავშირებით. გამგეობამ ნიკოლაძეს სთხოვა მხატვრების აზრის გათვალისწინებით ძეგლის შესწორება და სურათების გაგზავნა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს ლუარსაბ ბოცვაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ჟურნალ „განათლებისთვის“ 614 მანეთი და 95 კაპიკი სთხოვა. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 10 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გადაწყდა, რომ სიმონ კლდიაშვილს შეედგინა ილია ჭავჭავაძის სახლის მუზეუმად გადაკეთების დაწვრილებითი გეგმა და ხარჯთაღრიცხვა მისი უკანასკნელი ესკიზის მიხედვით.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 23 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ქუთაისისა და სენაკის სათავადაზნაურო სკოლათა სამზრუნველო კომიტეტის თხოვნა, რომ გამგეობას დროულად გაეგზავნა გადაწყვეტილება სკოლათა მართვის ინსტრუქციაში ცვლილებების შესახებ. გამგეობამ დაადგინა, მალე გაეგზავნათ ინსტრუქცია. ოქმს ხელს აწერს საზოგადოების თავმჯდომარე ილია ჭავჭავაძე.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 17 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე გადაწყდა, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილისთვის ეთხოვათ საზოგადოების წიგნის მაღაზიის შესახებ მოხსენების დაწერა საზოგადო კრებისთვის წარსადგენად.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 17 აპრილს კონსტანტინე ყავრიშვილმა თონეთის სკოლის მასწავლებელ ლავრენტი აგლაძეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებთან უშუამდგომლა, რომ იგი დაეჯილდოვებინათ.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 3 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს გიორგი ლასხიშვილის განცხადება არჩილ ჯორჯაძისათვის აკაკი წერეთლის ფონდიდან ყოველთვიური დახმარების დანიშვნის შესახებ. გამგეობამ ჯორჯაძეს გამოჯანმრთელებამდე თვეში 5 თუმანი დაუნიშნა.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წელს ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის მოსწავლეების უმეტეს ნაწილს კარგად ჰქონდა ათვისებული განვლილი მასალა. მოსწავლეების მცირე ნაწილი სუსტი იყო, რადგან გვიან ჰქონდათ დაწყებული სწავლა. ისინი ქართულად და რუსულად სუფთად და ლამაზად წერდნენ, მე-2 და მე-4 განყოფილების ზოგიერთი მოსწავლე კი განსაკუთრებულად ლამაზად წერდა. ზოგადად, ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის მოსწავლეები საკმაოდ წარმატებულები იყვნენ, დისციპლინა ძალიან კარგი იყო სკოლაში. ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის დათვალიერების შესახებ 1906 წლის 10 ივნისის მოხსენებას ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წელს ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის მე-4 განყოფილების მოსწავლეებმა ზეპირად იცოდნენ ქართული ლექსები, ხსნიდნენ სიტყვებსა და ტექსტის აზრს, ჰყვებოდნენ ისტორიას, გრამატიკულად არჩევდნენ სიტყვებსა და წინადადებებს, კარგად კითხულობდნენ და ჰყვებოდნენ უცნობი ტექსტების შინაარსს. ასევე ზეპირად იცოდნენ რუსული ლექსები და ხსნიდნენ სიტყვებს, კარგად იცოდნენ ანგარიში; საღვთო სჯულიდან ჰყვებოდნენ ძველი და ახალი აღთქმის ტექსტების შინაარსს, ლოცვები კი არ იცოდნენ. ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის დათვალიერების შესახებ 1906 წლის 10 ივნისის მოხსენებას ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წელს ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის მე-3 განყოფილების მოსწავლეებმა კარგად იცოდნენ ქართული ლექსები და ჰყვებოდნენ სტატიების შინაარსს. ასევე კარგად კითხულობდნენ სტატიებს, მოთხრობის კითხვა კი უჭირდათ; რუსულ ენაზე გამართულად ამბობდნენ ლექსებს, ხსნიდნენ სიტყვებს, უცნობ ტექსტებს კარგად კითხულობდნენ, მაგრამ მოთხრობის წაკითხვა უჭირდათ; აგრეთვე იცოდნენ ანგარიში, თუმცა ზოგიერთმა მოსწავლემ ციფრების რიგებისა და კლასების მნიშვნელობა კარგად არ იცოდა; სამშობლოს აღწერაც საკმაოდ კარგად ჰქონდათ ათვისებული; საღვთო სჯულიდან ძველი და ახალი აღთქმის ტექსტების შინაარსს ჰყვებოდნენ და განმარტავდნენ ლოცვების სიტყვებს. ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის დათვალიერების შესახებ 1906 წლის 10 ივნისის მოხსენებას ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წელს ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის მე-2 განყოფილების მოსწავლეებმა ქართული ლექსები კარგად იცოდნენ; გამართულად კითხულობდნენ; რუსულად ნასწავლი მასალა კარგად ჰქონდათ ათვისებული; იცოდნენ ანგარიში; ჰყვებოდნენ ძველი და ახალი აღთქმის ტექსტების შინაარსს და ხსნიდნენ ლოცვების სიტყვებს. ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის დათვალიერების შესახებ 1906 წლის 10 ივნისის მოხსენებას ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წელს ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის პირველ კლასში მოსწავლეებს ასწავლიდნენ მხოლოდ ქართულ ენას და ანგარიშს. მოსწავლეებმა ისწავლეს „დედა ენა“ 59-ე გვერდამდე; კარგად აითვისეს კითხვა, გარდა რამდენიმე მოსწავლისა, რომლებიც ფიზიკურად სუსტები იყვნენ; ასევე, მოსწავლეები კარგად ყვებოდნენ ლექსებს და ხსნიდნენ სიტყვებს; ანგარიშიდან 10-მდე იცოდნენ ზეპირად ოთხივე მოქმედება, 20-მდე კი – შეკრება და გამოკლება. ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის დათვალიერების შესახებ 1906 წლის 10 ივნისის მოხსენებას ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წელს ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლაში სამი თვის განმავლობაში სწავლა საერთოდ შეწყვეტილი იყო, დანარჩენ თვეებში ზოგიერთი მასწავლებელი არ დადიოდა სკოლაში და სასწავლო პროცესი სრულყოფილად არ მიმდინარეობდა. მასწავლებლები რამდენჯერმე შეიცვალნენ და წლის განმავლობაში ერთსა და იმავე საგანს სხვადასხვა პირი ასწავლიდა. ეს მდგომარეობა აისახა მოსწავლეების აკადემიურ მოსწრებაზე. მოსწავლეებმა საგნების სახელმძღვანელოების პროგრამა სრულად ვერ გაიარეს და ყველამ ერთნაირად ვერ აითვისა მასალა. ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის დათვალიერების შესახებ 1906 წლის 10 ივნისის მოხსენებას ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1880

ტიპი: ავტორობა

ქუთაისის სათვადაზნაურო სასწავლებელი დაარსდა 1880 წელს. ანგარიშს ხელს აწერენ: თავმჯდომარის ამხანაგი ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი და პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა.