ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50557

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 2 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ქართული დრამატული ამხანაგობის განცხადება, რომ საზოგადოების წევრებს საწევრო უნდა წარედგინათ ხაზინადარ იოსებ ზაქარიას ძე ანდრონიკაშვილთან (ანდრონიკთან) შემდეგ მისამართზე: ნიკოლაევსკის ქუჩის N 100-ში.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 2 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, გერასიმე სიმონის ძე კალანდარიშვილის მიერ შედგენილი რუსული ენის სახელმძღვანელო იყიდებოდა ზაქარია პეტრეს ძე გრიქუროვის წიგნის მაღაზიაში, კუკიის ხიდის ყურთან. სახელმძღვანელოს ფასდაკლებული ღირებულება იყო ცხრა შაური და, ვინც ნაღდი ფულით ერთდროულად ოც ცალს შეიძენდა, წიგნი ათ აბაზად დაეთმობოდა, ხოლო ვინც წაიღებდა არანაკლებ 50 ცალს, მას 36 კაპიკად დაუთმობდნენ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 2 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ბიბლიოგრაფიული განცხადება, რომ დაიბეჭდა გერასიმე სიმონის ძე კალანდარიშვილის მიერ შედგენილი რუსული ენის სახელმძღვანელო, რომელიც იაკობ გოგებაშვილმა სრულად გადააკეთა. სახელმძღვანელო შედგებოდა ლექსებისაგან, მოთხრობებისა და ახალშედგენილი ბეჭდური და ხელნაწერი რუსული ანბანისაგან, ბოლოში კი დართული ჰქონდა 300 სიტყვიანი რუსულ–ქართული ლექსიკონი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 2 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა იაკობ გოგებაშვილის სტატია „საგრამატიკო შენიშვნა“.

1886

ტიპი: ორგანიზაცია

1886 წლის 2 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თელავის შემნახველ–გამსესხებელი საზოგადოების მრჩეველი წევრი იყო მიხეილ ივანეს ძე ილურიძე.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 2 თებერვალს ქართული დრამატული დასის მიერ წამოდგენილ ორმოქმედებიან კომედიაში „პარიჟელ ბიჭში“ ჟოზეფის როლს ასრულებდა მარიამ მიხეილის ასული საფაროვა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 2 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 1 თებერვალს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „ბისმარკი და რომის პაპი“.

1886

ტიპი: ღონისძიება

განცხადება საზოგადოების გამგეობის წევრებს აცნობს 4 თებერვლის საღამოს 7 საათზე დანიშნული კრების დღის წესრიგს, სახელდობრ: სხვა საკითხებთან ერთად, ისინი მოისმენენ ბათუმის სკოლის მასწავლებლის მოხსენებას მაჰმადიან მოსწავლეთა მიერ სწავლაზე გულის აცრუების შესახებ და ასევე – ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის სარჩელის განჩინებებს. განცხადებას ხელს აწერენ: ნიკო მთვარელიშვილი (საქმისმწარმოებელი), ნიკო ცხვედაძე, გიორგი იოსელინი, გიორგი ქართველიშვილი, ანტონ ფურცელაძე, ალექსი მირიანაშვილი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძის წერილი „ქილილა და დამანას“ შესახებ, რომ იგი იყო ქრისტიანულ საფუძვლებზე დაწერილი, თავისი იგავ–არაკებითა და სურათებით ადამიანის ზნეობრივად გასაწვრთნელი, საზოგადოებაში ამბოხებისა და შურის აღმომფხვრელი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძის წერილი „ქილილა და დამანას“ შესახებ, რომ იგი ვახტანგ მეექვსემდე ქართულად უთარგმნიათ, მაგრამ თარგმანი არ შემორჩენილა და დაკარგულა. ბაქრაძის აზრით, თამარ მეფის დროს ითარგმნა პირველად.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძის წერილი „ქილილა და დამანას“ შესახებ, რომ იგი სანსკრიტულ ენაზე იწოდება, როგორც ქოლეილაპ-ვაჰ-დიმნა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძის წერილი „ქილილა და დამანას“ შესახებ, რომ იგი ამავე სახელწოდებით V საუკუნეში ძვ. სპარსულ ენაზე ფეჰლევურად თარგმნეს, VIII საუკუნეში – ფეჰლევურიდან არაბულად, XI საუკუნეში – ახალსპარსულად.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძის წერილი „ქილილა და დამანას“ შესახებ, რომ იგი საუნჯე იყო ქართულ ლიტერატურაში, იმ იშვიათი სამეცნიერო ნაწარმოებთაგანი, რომელსაც დიდ ყურადღებას უთმობდნენ ევროპელი სწავლულები.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ მალე დაიბეჭდებოდა აკაკი როსტომის ძე წერეთლის ისტორიული დრამა „თამარ ცბიერი“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ მალე დაიბეჭდებოდა ალექსანდრე ივანეს ძე მირიანაშვილის მიერ შედგენილი საყმაწვილო წიგნი „პატარა მოამბე“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ მალე დაიბეჭდებოდა ნინო სვიმონის ასული აბაშიძე–ორბელიანის ლექსთაკრება.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ მალე დაიბეჭდებოდა ქართული არითმეტიკული ამოცანების კრებული რაჟდენ სოლომონის ძე ჯაჯანაშვილის შედარებებით.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 4 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძის წერილი, რომელშიც მადლობას უხდიდა ილია მირიანის ძე ჭყონიასა და გრიგოლ გურიელს, რომლებმაც დიდი ხარჯი გასწიეს და შეუცდომლად დაბეჭდეს „ქილილა და დამანა“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 თებერვალს პოლიევქტოს გრიგოლის ძე კარბელაშვილის მიერ შედგენილი დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრის ძველი ხელნაწერების კატალოგში შედიოდა 1742 წელს მოსკოვში დაწერილი „სადღესასწაულო“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 თებერვალს პოლიევქტოს გრიგოლის ძე კარბელაშვილის მიერ შედგენილი დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრის ძველი ხელნაწერების კატალოგში შედიოდა „დიდი მეტაფრასი“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 თებერვალს პოლიევქტოს გრიგოლის ძე კარბელაშვილის მიერ შედგენილი დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრის ძველი ხელნაწერების კატალოგში შედიოდა გრიგოლის ტყავზე ნაწერი 502 გვერდიანი „მეტაფრასი ანუ დამასკელი“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 თებერვალს პოლიევქტოს გრიგოლის ძე კარბელაშვილის მიერ შედგენილი დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრის ძველი ხელნაწერების კატალოგში შედიოდა ტყავზე ნაწერი 680 გვერდიანი „კლემაქსი“. იგი 1066 წელს დაიწერა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 თებერვალს პოლიევქტოს გრიგოლის ძე კარბელაშვილის მიერ შედგენილი დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრის ძველი ხელნაწერების კატალოგში შედიოდა ტყავზე დაწერილი „დიდმარხვის კვირიაკეთა სახარებების თარგმანება“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 თებერვალს პოლიევქტოს გრიგოლის ძე კარბელაშვილის მიერ შედგენილი დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრის ძველი ხელნაწერების კატალოგში შედიოდა ტყავზე დაწერილი „სვინაქსარის და სახარების თარგმანების“ ფურცლები.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 თებერვალს პოლიევქტოს გრიგოლის ძე კარბელაშვილის მიერ შედგენილი დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრის ძველი ხელნაწერების კატალოგში შედიოდა ტყავზე დაწერილი „მარხვნის საკითხავები“, რომელსაც თავი და ბოლო აკლდა.