რეგისტრირებული ფაქტები46253
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1906
ტიპი: ავტორობა
1906 წელს ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის მე-2 განყოფილების მოსწავლეებმა „დედა ენა“ 160 გვერდამდე ისწავლეს; რუსული ენიდან – ლექსების ნაწილი და ანბანი; მათემატიკიდან – 100-მდე ოთხივე მოქმედება ზეპირად და წერით, ამოცანები გოლდენბერგის პირველი ნაწილიდან; საღვთო სჯულიდან – ლოცვები და ძველი აღთქმიდან ტექსტები წარღვნამდე, ხოლო ახალი აღთქმიდან – ცხრა ტექსტი და თორმეტი მთავარი დღესასწაული. ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის დათვალიერების შესახებ 1906 წლის 10 ივნისის მოხსენებას ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.
1906
ტიპი: ავტორობა
1906 წლის 14 (29) ოქტომბერს სარევიზიო კომისიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მოახსენა, რომ შემოსავალ-გასავლის ანგარიშში აღნიშნული ზედმეტი ხარჯი 5659 მანეთი და 12 კაპიკი თუ ნასესხები თანხა იყო, ნასესხებად უნდა აღნიშნულიყო. ბალანსი კი შემდეგი ფორმით უნდა შედგენილიყო: ზარალი – აქტივში და სესხი – პასივში. ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე ანდრია სოლომონის ძე ღულაძე და წევრი სვიმონ ლევანის ძე ვახვახიშვილი.
1906
ტიპი: ავტორობა
1906 წლის 14 (29) ოქტომბერს სარევიზიო კომისიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მოახსენა, რომ სურათებიანი „ვეფხისტყაოსანი“, „ვახუშტის ისტორია“ და „ქილილა და დამანა“ ძვირი იყო, რის გამოც ნაკლებად იყიდებოდა და უნდა გაიაფებულიყო. ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე ანდრია სოლომონის ძე ღულაძე და წევრი სვიმონ ლევანის ძე ვახვახიშვილი.
1906
ტიპი: ღონისძიება
გამგეობამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 1906 წლის კრებაზე ჰკითხა, რატომ იყო გადამეტებული ხარჯი 5659 მანეთი და 12 კაპიკი ნასესხებ თანხად ნაჩვენები. ოქმს ხელს აწერენ საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე და მდივანი სამსონ გიორგის ძე ფირცხალავა.
1906
ტიპი: ღონისძიება
გამგეობამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1906 წლის კრებას მოახსენა, რომ მუზეუმის ნივთები არ იყო დანომრილი და დალაგებული, რადგან მათ შესანახად შესაფერისი ადგილი არ ჰქონდა. ხელს აწერენ საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ნიკო ცხვედაძე და მდივანი სამსონ ფირცხალავა.
1906
ტიპი: ავტორობა
1906 წლის 18 ნოემბერს გამგეობამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მოახსენა, რომ რევოლუციური მოძრაობისა და მძაფრი პოლიტიკური მოვლენების გამო ზოგიერთ ადგილას სკოლები და ბიბლიოთეკები დახურული იყო, საზოგადოებისა და გამგეობის წევრები სხვა საქმეებით იყვნენ დაკავებულები და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეებს ყურადღებას ვერ აქცევდნენ, რის გამოც 1905 წელს საზოგადოების სხდომა ვერ შედგა. ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე ანდრია სოლომონის ძე ღულაძე და წევრი სვიმონ ლევანის ძე ვახვახიშვილი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 6 ნოემბერს გორის ქალთა გიმნაზიის დირექტორმა კინწურაშვილმა განათლების სამინისტროს საშუალო და დაბალ სკოლათა მთავარგამგეს აცნობა, რომ რუსული ენის მასწავლებელი ვერა დიმიტრის ასული პერევერსევი შტატგარეშე დარჩა. იგი პირველ და მეორე კლასში ასწავლიდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 19 სექტემბერს მთავარგამგემ სერგი იოსების ძე დანელიამ და საქმისმწარმოებელმა ნიკოლოზ ივლიანეს ძე აბესაძემ თბილისის ქალთა საოსტატო სემინარიის გამგეს აცნობეს, რომ 16 სექტემბრიდან ისტორიის მასწავლებლად გორის ვაჟთა გიმნაზიის ისტორიის მასწავლებელი ილია ბაკურაძე გადაიყვანეს.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 6 ნოემბერს გორის ქალთა გიმნაზიის დირექტორმა კინწურაშვილმა განათლების სამინისტროს საშუალო და დაბალ სკოლათა მთავარგამგეს აცნობა, რომ შტატგარეშე დარჩა კლასის დამრიგებელი ნინო ივანეს ასული ამირეჯიბისა.
1907
ტიპი: ავტორობა
1907 წლის 1-ელ (2) ნოემბერს სარევიზიო კომისიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებას მოახსენა, რომ სკოლებისა და ბიბლიოთეკების შესახებ შეკრებილი ცნობები სრულყოფილი არ იყო. მაგალითად, უცნობი იყო წლის განმავლობაში რამდენ მოსწავლეს ჰქონდა გაცდენილი გაკვეთილი, რამდენი მოსწავლე იყო თითოეულ განყოფილებაში და სხვ. ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე ანდრია სოლომონის ძე ღულაძე და წევრი ნიკოლოზ მიტოს ძე გოგიტიძე.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 1-ლ (2) ნოემბერს სარევიზიო კომისიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებას მოახსენა, რომ გამგეობამ გასულ წელს კავკავის სკოლის კომიტეტს დახმარების სახით 538 მანეთი და 30 კაპიკი გადასცა, თუმცა ეს საჭირო არ იყო, რადგან კავკავის სკოლის კომიტეტს შემოსავალი გასავალზე 2853 მანეთითა და 37 კაპიკით მეტი ჰქონდა და ფინანსური დახმარება არ სჭირდებოდა. სარევიზიო კომისია აღნიშნავდა, რომ საზოგადოებას არამიზნობრივად დასაკარგი თანხა არ ჰქონდა, მით უფრო, როცა სხვადასხვა რაიონში სკოლების მოსაწყობად ფინანსები არ ჰყოფნიდა. ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე ანდრია ღულაძე და წევრი ნიკოლოზ გოგიტიძე.
1907
ტიპი: ავტორობა
1907 წლის 1-ელ (2) ნოემბერს სარევიზიო კომისიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებას მოახსენა, რომ თონეთის სკოლას სახარჯო თანხა 900 მანეთი ჰქონდა და ამ სკოლისთვის ბიუჯეტიდან მეტი თანხის გამოყოფა საჭირო არ იყო. ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე ანდრია ღულაძე და წევრი ნიკოლოზ გოგიტიძე.
1907
ტიპი: ავტორობა
1907 წლის 1-ელ (2) ნოემბერს სარევიზიო კომისიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებას მოახსენა, რომ საზოგადოებას ინფორმაცია ბიბლიოთეკებისა და მუზეუმების შემოწირულობების შესახებ ყოველთვის უნდა დაებეჭდა გაზეთში. ასევე დროგამოშვებით შემოწირულობების მიღებაც უნდა გამოეცხადებინა. ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე ანდრია ღულაძე და წევრი ნიკოლოზ გოგიტიძე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 20 მარტს მთავარგამგე გ. ა. ჭუმბურიძემ და საქმისმწარმოებელმა ალ. გვახარიამ თელავის ორკლასიანი სკოლების გამგე ან. ჭავჭავაძეს შეატყობინეს, რომ მას უნდა შეესრულებინა დირექციის 1917 წლის 27 ნოემბრის N58 დადგენილება ივანე ბარკალაიას საქმესთან დაკავშირებით.
1907
ტიპი: ავტორობა
1907 წლის 1-ელ (2) ნოემბერს სარევიზიო კომისიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებას მოახსენა, რომ ბათუმის სკოლას 700 მანეთი ვალი ჰქონდა აღებული, მიუხედავად იმისა, რომ ვალის აღება არ სჭირდებოდა, რადგან გასულ წელს სკოლას ზედმეტი შემოსავალი 138 მანეთი და 90 კაპიკი ჰქონდა. ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე ანდრია ღულაძე და წევრი ნიკოლოზ გოგიტიძე.
1907
ტიპი: ავტორობა
1907 წლის 1-ელ (2) ნოემბერს სარევიზიო კომისიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებას მოახსენა, რომ საზოგადოების სკოლების წლიურ ანგარიშში სრულად არ იყო აღნიშნული ცნობები, თუ რამდენად კარგად იცოდნენ მოსწავლეებმა წერა-კითხვა, დავიწყებული ჰქონდათ თუ არა ნასწავლი მასალა სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ ან რა აზრი ჰქონდა სოფლების მოსახლეობას სკოლის გახსნასთან დაკავშირებით. ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე ანდრია ღულაძე და წევრი ნიკოლოზ გოგიტიძე.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 1-ლ, 2, და 3 ივნისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა დაათვალიერა ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლა და 10 ივნისს წაიკითხა მოხსენება სკოლის დათვალიერების შესახებ.
1906
ტიპი: ავტორობა
1906 წლის 18 ნოემბერს სარევიზიო კომისიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებას მოახსენა, რომ 1904 წლის წლიური ანგარიში სწორად იყო შედგენილი. ასევე სწორად იყო ნაანგარიშები საზოგადოების ნაღდი ფულიც. ამასთანავე კომისიამ საზოგადოების კრებას მოახსენა, რომ ყველა საჭირო საბუთი ბანკში ინახებოდა. კრების ოქმს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე ანდრია ღულაძე და წევრი სვიმონ ვახვახიშვილი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 18 მარტს ივანე ზურაბის ძე ბარკალაიამ განათლების მინისტრს შეატყობინა, რომ სკოლის გამგე ან. ჭავჭავაძისას სკოლის ბიუჯეტიდან მისთვის უნდა გადაეხადა 440 მანეთი, მაგრამ არ გადაუხდია.
1906
ტიპი: ორგანიზაცია
1906 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრები, რომლებმაც საწევრო – 300 მანეთი გადაიხადეს, იყვნენ: დიმიტრი ივანეს ძე მუსხელიშვილი, ელისაბედ გრიგოლის ასული საგინაშვილისა, ალექსანდრე ზაალის ძე ჩოლოყაშვილი, ალექსანდრე მირიანის ძე ჭყონია და ნიკოლოზ ბესარიონის ძე ღოღობერიძე.
1906
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ 1906 წელს გამართულ 23 სხდომას დაესწრნენ გამგეობის წევრები: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი – 14-ჯერ, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი –7-ჯერ, ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი – 4-ჯერ.
1906
ტიპი: ავტორობა
1906 წლის 18 ნოემბერს გამგეობამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მოახსენა, რომ 1906 წელს სწავლა ყველა სკოლაში დაიწყო და შესაძლებელი იყო საზოგადოებას თავისი სკოლები და ბიბლიოთეკები გაეხსნა, მაგრამ უსახსრობის გამო საზოგადოებამ ისინი ვერ გახსნა. ხელს აწერენ სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ანდრია ღულაძე და წევრი სვიმონ ვახვახიშვილი.