ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46253

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 30 მარტს რაფიელ დავითის ძე ერისთავი არწუნისეულ თეატრში ქართული დრამატული საზოგადოების სასარგებლოდ გამართულ სალიტერატურო საღამოში მონაწილეობდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 30 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 29 მარტს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „ირლანდიის ისტორია“.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 1-ელი აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბაბანოვი და ბეჟანოვი კენჭს იყრიდნენ საურთიერთო კრედიტის საზოგადოების დირექტორის თანამდებობაზე.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის აპრილში ილია ჭავჭავაძემ მეცნიერული მოღვაწეობის 50 წლისთავის საიუბილეოდ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და გაზეთ „ივერიის“ სახელით დეპეშები გაუგზავნა მოსკოვის ლაზარევის ინსტიტუტის პროფესორს, არმენოლოგ ნიკიტა ემინს.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 2 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 1 აპრილს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „მოუსავლიანობა ირლანდიაში“.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 2 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ი. ი. გლავიჩი კაპელმაისტერი იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 2 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ ვასილის ძე არღუთინსკი-დოლგორუკოვმა პირველ კლასიკურ გიმაზნიას 300 მანეთი შესწირა ორკესტრული სწავლების გასაძლიერებლად, თვითონ სასწავლებელმა კი ამ საქმეს 1000 მანეთი მოახმარა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 2 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ ვასილის ძე არღუთინსკი-დოლგორუკოვი პირველი კლასიკური გიმნაზიის მზრუნველი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 2 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ი. ი. გლავიჩი პირველ კლასიკურ გიმნაზიაში ორკესტრს ასწავლიდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 3 აპრილით დათარიღებულ წერილში ნიკო მთვარელიშვილი თხოვნით მიმართავს ვინმე ბატონ ალექსანდრეს: ერთი მხრივ, აღადგინოს №118 ქვითარზე მის მიერ არასწორად გადახაზული ადგილი და, მეორე მხრივ – ხელი მოაწეროს №128 ქვითარს.

1886

ტიპი: სახელი

1886 წლის 3 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვახტანგ ვახტანგის ძე ორბელიანის ფსევდონიმი ვ. ო. იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 3 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ ვახტანგ ვახტანგის ძე ორბელიანის ლექსი „ლოცვა“ დაიბეჭდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვლადიმერ დიმიტრის ძე აღნიაშვილი საჭიროდ თვლიდა გამოეცხადებინა, რომ თბილისში შეიქმნა ერთადერთი ქართული ხორო და სხვა არ არსებობდა, არავის შეშლოდა ქართული სიმღერების მოყვარულ ჯგუფში ხოროს წევრები.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვლადიმერ დიმიტრის ძე აღნიაშვილი წერდა, როცა ქართულმა დრამატულმა დასმა გამოაცხადა, რომ მათ კონცერტში მონაწილეობას იღებდა ქართული ხორო ძალიან გაუკვირდა, რადგან კონცერტში მონაწილეობდნენ არა ხოროს წევრები, არამედ ქართული სიმღერების მოყვარულთა ჯგუფი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვლადიმერ დიმიტრის ძე აღნიაშვილი წერდა, რომ მხოლოდ ქართული დრამატული საზოგადოების რამდენიმე წევრმა იცოდა ქართული ხოროს არსებობის შესახებ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვლადიმერ დიმიტრის ძე აღნიაშვილი წერდა, რომ სამი თვე იყო, რაც ქართული ხორო არსებობდა. ეს არავისთის უთქვამთ, თუმცა თითქმის მთელმა ქალაქმა იცოდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 4 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ ვლადიმერ დიმიტრის ძე აღნიაშვილი ქართული ხოროს შესახებ გამოქვეყნებულ წერილში წერდა, რომ ქართული ხოროს ლოტბარად და ხელმძღვანელად იოსებ ივანეს ძე რატილი მოიწვიეს.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ ვლადიმერ დიმიტრის ძე აღნიაშვილი ქართული ხოროს შესახებ გამოქვეყნებულ წერილში წერდა, რომ თბილისში დაარსდა 24 კაცისაგან შემდგარი ქართული ხორო. ეს წევრები 56 მსურველთაგან შეარჩიეს.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ ალექსანდრე ივანეს ძე მირიანაშვილის ფელეტონი „ჩვენის საერთო პოეზიის შესახებ“ გამოქვეყნდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 3 აპრილს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „აჯანყებები ირლანდიაში“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 5 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 4 აპრილს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „იერიში მიწათმფლობელებზე ინგლისში“.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 6 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სამსონ გიორგის ძე ყიფიანი სენაკის სათავადაზნაურო სასწავლებლის ინსპექტორი იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 6 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ რაფიელ დავითის ძე ერისთავის ფელეტონი „რძალ-დედამთილის ჩხუბი“ გამოქვეყნდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 6 აპრილს გაზეთ „თეატრში“ დაიბეჭდა სილოვან ხუნდაძის წერილის „გაზეთი „ივერია“ და მისი ენა“ დასაწყისი, რომელშიც გაკრიტიკებული იყო ილია ჭავჭავაძე და გაზეთ „ივერიის“ თანამშრომლები.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 6 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 5 აპრილს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „გლადსტონის კანონი მიწათმფლობელების მიმართ“.