რეგისტრირებული ფაქტები51127
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1905
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ბათუმის სკოლის პედაგოგი ივლიანე ნესტორის ძე გოგოლაშვილი 44 წლის იყო.
1906
ტიპი: ავტორობა
1906 წელს ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის მე-3 განყოფილების მოსწავლეებმა „ბუნების კარიდან“ ისწავლეს სამი მოთხრობა; „ბუნებისმეტყველებიდან“ – 26 სტატია და 10 ლექსი; გრამატიკიდან – მეტყველების ნაწილები ზმნამდე და ბრუნვა; რუსული ენის სახელმძღვანელო – 66-ე გვერდამდე; მათემატიკიდან – წერით სამი მოქმედება: შეკრება, გამოკლება და გამრავლება, აგრეთვე, სიგრძის, წონისა და დროის ერთეულები; საღვთო სჯულიდან – ძველი და ახალი აღთქმა პლატონ ეგნატეს ძე იოსელიანის სახელმძღვანელოდან და ლოცვები. ასევე მოსწავლეებმა იცოდნენ სამშობლოს აღწერა – დასავლეთი და აღმოსავლეთი საქართველო. ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის დათვალიერების შესახებ 1906 წლის 10 ივნისის მოხსენებას ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.
1906
ტიპი: თანამდებობა
1906 წელს ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის მე-2 განყოფილებას ქართულ ენას მთელი წლის განმავლობაში ანდრო (ანდრია) ანტონის ძე შუბლაძე ასწავლიდა.
1905
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ქუთაისის სკოლის პედაგოგი იოსებ ივანეს ძე ოცხელი იყო 39 წლის, დასაოჯახებელი.
1906
ტიპი: ორგანიზაცია
1906 წლის 17 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებამ საპატიო წევრებად აირჩია ძმები ლევან, პეტრე, იაკობ და სტეფანე კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილები.
1905
ტიპი: თანამდებობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1905 წლის ანგარიშის მიხედვით, ნინო ბესარიონის ასული ხელთუფლიშვილისა ქუთაისის სკოლაში ოცდაორი წელი ასწავლიდა და მისი ხელფასი შეადგენდა 1050 მანეთს.
1905
ტიპი: თანამდებობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1905 წლის ანგარიშის მიხედვით, ბარბარე იოსების ასული ვოლსკი ქუთაისის სკოლაში ოცდაორი წელი ასწავლიდა და მისი ხელფასი 1020 მანეთს შეადგენდა.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლური ანგარიშის მიხედვით, სამსონ ნიკოლოზის ძე დათეშიძე ქუთაისის სკოლაში ოცდასამი წელი ასწავლიდა და მისი ხელფასი 1530 მანეთს შეადგენდა.
1905
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1905 წლის ანგარიშის მიხედვით, ქუთაისის სკოლის პედაგოგი თომა აბრამის ძე მთავრიშვილი 44 წლის იყო. ჰყავდა ორი შვილი.
1905
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1905 წლის ანგარიშის მიხედვით, ქუთაისის სკოლის პედაგოგი სამსონ ნიკოლოზის ძე დათეშიძე იყო 45 წლის და ჰყავდა ერთი შვილი.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, თომა აბრამის ძე მთავრიშვილი ქუთაისის სკოლაში ოცდახუთი წელი ასწავლიდა და მისი ხელფასი 1620 მანეთს შეადგენდა.
1905
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1915 წლის ანგარიშის მიხედვით, ქუთაისის სკოლის პედაგოგი, მღვდელი ივლიანე ალფეზის ძე აბესაძე 47 წლის იყო. ჰყავდა ცხრა შვილი.
1905
ტიპი: თანამდებობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1915 წლის ანგარიშის მიხედვით, მღვდელი ივლიანე აბესაძე ქუთაისის სკოლაში ექვსი წელი ასწავლიდა და მისი ხელფასი 600 მანეთს შეადგენდა.
1904
ტიპი: ღონისძიება
1904 წლის 18 ოქტომბერს გამგეობამ გადაწყვიტა, რომ ძმები პეტრე, იაკობ და ლევან კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილების შემოწირული თანხით სახელმწიფო რენტის ფურცლები შეეძინა. ასევე, განსვენებული სტეფანე კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილის სურათი კანცელარიაში ჩამოეკიდა.
1904
ტიპი: ღონისძიება
1904 წლის 18 ოქტომბერს ძმებმა პეტრე, იაკობ და ლევან კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილებმა საზოგადოებას ათასი თუმანი შესწირეს გარდაცვლილი ძმის სტეფანეს სახელზე იმ პირობით, რომ შეწირულ თანხას ან საზოგადოება გამოიყენებდა თავისი საჭიროებისთვის, ან საზოგადოების დაშლის შემთხვევაში თავადაზნაურებს გადაეცემოდა ქართველი ბავშვების აღსაზრდელად.
1906
ტიპი: ავტორობა
1906 წლის 17 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დაადგინეს, რომ საზოგადოების სხდომაზე განსახილველი საკითხები წევრების ხმათა უმრავლესობით გადაწყდებოდა. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, წევრები: გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი და დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.
1906
ტიპი: ავტორობა
1906 წლის 17 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრების წევრებმა გადაწყვიტეს, რომ სხვადასხვა ქალაქსა და დაბაში საქმეების საწარმოებლად ადგილობრივი კომიტეტები დაეარსებინათ, რომლის წევრებს 5-7 ადამიანს გამგეობა აირჩევდა. კომიტეტები კი გამგეობის ინსტრუქციის მიხედვით იმოქმედებდნენ.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 17 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრების თავმჯდომარე იყო ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე. დამსწრე წევრები კი იყვნენ: გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ვასილ ილიას ძე რცხილაძე, სამსონ გიორგის ძე ფირცხალავა, ანდრია სოლომონის ძე ღულაძე, ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი, ხარლამპ ღლონტი, პეტრე სურგულაძე, ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი და ბესარიონ ჩიქოვანი.